გუნდმა პილოტებს ერთმანეთთან ლაპარაკი აუკრძალა
"მერსედესის" ბოსმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ ბელგიის გრანპრის დროს ლუის ჰემილტონსა და ნიკო როსბერგს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ გუნდმა პილოტებს გარკვეული დროით ერთმანეთში ურთიერთობა აუკრძალა.

"ამ სიტუაციიდან გუნდი გაცილებით ძლიერი გამოვიდა. ჩვენ ვუთხარით მათ, რომ არც ერთი პილოტი აღარ ჩაერეოდა გუნდის მოქმედებაში და ამან გაგვაერთიანა. სასიკვდილო თამაშები, როგორიც ბელგიაში ვიხილეთ, დაუშველებია ჩვენი საჯინიბოსთვის.

როცა ნიკო და ლუისი ბაზაზე დაბრუნდნენ, მათ ეს კარგად გააცნობიერეს. ჩვენ ვუთხარით მათ, რომ ამიერიდან მსგავი მოქმედება გამორიცხული იქნებოდა, რადგან გუნდს მომზადებული ჰქონდა ტექნიკური სიახლეები, რომელიც მონცასა და სინგაპურში უნდა ჩაგვეტანა. ინჟინრები გუნდში ღამეებს ათენებენ და ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ, პილოტები კი მეორე წრეზე შეჯახების უფლებას აძლევენ საკუთარ თავს.

ამიტომაც ჩვენ ვთქვით, რომ თუ ამგვარი ინციდენტი განმეორდებოდა, გუნდს მოუწევდა გადაწყვეტილების მიღება შემდეგ საკითხზე - ღირს თუ არა პილოტთა ამგვარი შემადგენლობის შენარჩუნება. ეს ნახევრად ოფიციალური განცხადება იყო, რომელმაც განამტკიცა ჩვენი პოზიციები", - ამბობს ვოლფი "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ამასობაში, ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ კიდევ შვიდი წელი აპირებს ფორმულა 1-ში დარჩენას, რის შემდეგაც, 36 წლის ასაკში დატოვებს "სამეფო რბოლებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!