"საუთჰემპტონის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
დრო იყო, "საუთჰემპტონი" პრემიერლიგაში მეორე ადგილიდან დაჰყურებდა სხვებს და საგრძნობი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ ახლა "წმინდანებმა" უკვე ზედიზედ მე-5 მატჩი წააგეს და ფაქტია, კრიზისში არიან.

ამჯერად, რონალდ კუმანის გუნდი "შეფილდ იუნაიტედთან" დამარცხდა, I ლიგის, ანუ რიგით მესამე დივიზიონის ბინადართან. წაგებაზე მეტად ჰოლანდიელს მეტოქე გუნდის სამწვრთნელო შტაბის საქციელი ეწყინა და მატჩის მერე მოწინააღმდეგის ბანაკში ხელი არავის ჩამოართვა.

საქმე ის არის, რომ ლიგის თასის მეოთხედფინალში ერთადერთი და შემდეგ ეტაპზე გამყვანი გოლი "საუთჰემპტონს" 63-ე წუთზე მარკ მაკნალტიმ გაუტანა და ეს გოლი შეფილდელებმა ისეთი ზღვარგადასული ემოციურობით იზეიმეს, რომ პირველი გუნდის მწვრთნელი კრის მორგანი არბიტრმა გააძევა, ხოლო მთავარ მწვრთნელს, ნაიჯელ კლაფს შენიშვნა მისცა. პირველ რიგში, სწორედ ამ უკანასკნელის რეაქციებმა გააღიზიანა კუმანი.

"მე ხელს იმ ადამიანებს ვართმევ, ვინც პატივს მცემს და სხვებს სცემს პატივს, მათ შორის, მეოთხე არბიტრს" - აღნიშნა კუმანმა.

მორგანი და კლაფი რაღაც პერიოდი მეოთხე არბიტრს აგრესიულად ესაუბრებოდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ. ზოგადად, მატჩი რთული გამოდგა. გამოცდილ კრის ფოის 8 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა და ბოლოს "წმინდანების" რუმინელი მცველი ფლორინ გარდოშიც გააძევა, რომელიც გოლის ავტორ მაკნალტის ეუხეშა.

"საუთჰემპტონის" დაცვის ბურჯმა პორტუგალიელმა ჟოზე ფონტემ აღნიშნა, რომ ამ გუნდში მის კარიერაში ეს ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო. აქამდე ასე უსუსურად გვეთამაშოს, არ მახსოვს და გულშემატკივრების მრცხვენიაო. კუმანმა კი დასძინა, ცუდია წაგება, განვიცდით, ფანებს ბოდიშს ვუხდით, მაგრამ იმავე შემართებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და სიტუაცია მალე გამოვასწოროთო.

"პირველ რიგში, დიდი ბოდიში იმ 4 000 გულშემატკივარს, რომლებიც თან ჩამოგვყვნენ. ეს დღე უდავოდ უცუდესი მომენტია ჩემს საუთჰემპტონურ კარიერაში. ყველანი გაბრაზებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაში "ევერტონთან" სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ. უნდა წამოვდგეთ და შესაბამისი რეაქცია გვქონდეს" - განაცხადა ფონტემ.

ნაიჯელ კლაფი: "კუმანმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა. მე არაფერი მაქვს სათქმელი, ამაზე ლაპარაკის აზრს ვერ ვხედავ. ჯობია, იმაზე ვისაუბროთ, რომ პრემიერლიგის გუნდი დავამარცხეთ!".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
"ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს" - "ალ ჰილალის" მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა
"საუდის არაბეთის ჩემპიონატი ნიდერლანებისაზე ძლიერია" - ჟეზუსმა კუმანს უპასუხა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
ჟოზე მოურინიო დაცვის გაძლიერებას "საუთჰემპტონის" ფეხბურთელით აპირებს
ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ
ლაპორტამ თქვა, რომ მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს - კუმანმა ახსნა, რატომ არ სჯერა "ბარსელონას" პრეზიდენტის სიტყვების
ტრანსფერ ONLINE: 10 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
პორტუგალიის ნაკრების მცველი: რამდენიმე წლის წინ მესამე დივიზიონში ვთამაშობდი
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
ინგლისი. პრემიერლიგა. III ტურის შეჯამება და სიმბოლური: ორი დიდი დერბის ტური
ტრანსფერ ONLINE: 9 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი