ბიძას ძმიშვილის ეიმედება
ესპანელი რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა განაცხადა, რომ მის შეგირდს შეუძლია დაამხოს შვეიცარიელი როჯერ ფედერერის რეკორდი "დიდ სლემზე" მოპოვებული ტიტულების რაოდენობით.

ამ მომენტისთვის ფედერერის ანგარიშზე 17 გამარჯვებაა, ნადალს კი "დიდი სლემის" 14 ტიტული აქვს მოგებული.

"უფრო მნიშვნელოვანია იყო ბედნიერი, ვიდრე რეკორდებზე ინადირო, მაგრამ თუ რაფა მოახერხებს ტრავმების თავიდან აცილებას, არ გამიკვირდება, რომ მან როჯერის რეკორდი დაამხოს. არ მგონია, 17 "სლემზე" მეტის მოგება არარეალური იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება.

თუ რაფა მეათედ მოიგებს როლან გაროსს, პირადად ჩემთვის ეს დაუჯერებელი მიღწევა იქნება. როცა ბიორნ ბორგმა მეექვსედ მოიგო ეს ტურნირი, გავიფიქრე, რომ ამ შედეგს ვერავინ გააუმჯობესებდა, მაგრამ ახლა რაფას გაცილებით მეტი მოგება აქვს. როლან გაროსზე გამარჯვება განსაკუთრებულია, რადგან ჩოგბურთი - მხოლოდ ბურთზე დარტყმები არ არის. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგრადობა და გარკვეულ გარემოებებში ტაქტიკის შეცვლის უნარი. ტაქტიკა - გადამწყვეტი მომენტია როლან გაროსზე", - განაცხადა "ეკიპთან" კომენტარში ტონი ნადალმა.

ამასობაში, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა 2015 წლის სეზონისთვის მზადების შესახებ.

"ამჟამად ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ვცდილობ, შევინარჩუნო პოზიტიური განწყობა. ვფიქრობ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში თამაშის მაღალ დონეს მივაღწიე. გამიმართლა, რომ გასულ კვირას პაბლო კარენო-ბუსტასთან ერთად ვვარჯიშობდი, დღეს კი მაქვს შესაძლებლობა, რიშარ გასკესთან ერთად გავაგრძელო მზადება. ასეთი მაღალი დონის მოთამაშეებთან ერთად ვარჯიში გეხმარება ფორმის სწრაფად აღდგენაში.

პროგრესი თანდათანობითი იქნება, რადგან გამოსვლებში ასეთი ხანგრძლივი შესვენება აუცილებლად აისახება ხოლმე თამაშზე. რა თქმა უნდა, თავიდან მცირე ტკივილს გრძნობ, მაგრამ ახლა მოხარული ვარ, რომ შემიძლია მთელი ძალით ვარჯიში. იმედია, მზად ვიქნები აბუ დაბის ტურნირისთვის. შევეცდები, ყოველდღე გავაუმჯობესო თამაში და ავსტრალიის ღია პირველობას კარგ ფორმაში შევხვდე", - მოჰყავს რაფა ნადალის სიტყვები გაზეთ AS-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის