ქართველ თავდამსხმელს, რომელსაც "ორჰუსი" 2 მილიონად აფასებს, კარიერის სხვა კლუბში გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
მათე ვაწაძე, შესაძლოა, დანიიდან წავიდეს, მაგრამ სად, ეს ჯერ არ გადაუწყვეტია. ყველაფერი კი მისი კონტრაქტის გამოსყიდვაზეა დამოკიდებული.

"ორჰუსის" ქართველ თავდამსხმელს დანიის რანგით მეორე ლიგაში თამაში არ აწყობს.

რა არის მისი უკმაყოფილების მიზეზი, სად აპირებს გადასვლას და რატომ ვრცელდებოდა ხმები თემურ ქეცბაიასთან მისი კონფლიქტის შესახებ, ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ამ მწვრთნელის ვერაფერი გავიგე

- ტრავმის შემდეგ ათამაშდი, მაგრამ თავად უკეთ შეაფასებ - საუკეთესო ფორმაში ხარ?

- ფეხი აღარ მაწუხებს. თამაშამდე 30 წუთით ადრე სპეციალურ ვარჯიშებს ვატარებ, კოჭი კარგად რომ გახურდეს და არ შემაწუხოს და მხოლოდ უამინდობისას მტკივდება, მაგრამ სერიოზული არაფერია. ჩემთვის მთავარია, რომ ვთამაშობ და გოლებს ვიტან. მეტი თავდამსხმელს რა მოეთხოვება? გუნდიც ცუდად არ მიდის: სუპერლიგაში 2 გუნდი გადადის, ჩვენ კი მესამე ადგილზე ვართ.

- ბომბარდირების დავაში კარგა ხანი ლიდერობდი, მაგრამ კონკურენტმა ბოისენმა გაგასწრო - ბოლო სამ შეხვედრაში რატომ ვეღარ გაიტანე?

- ეს ჩვენი მწვრთნელის, მარტინ ვეიგჰორსტის გაუგებარი გადაწყვეტილების შედეგია. რატომღაც, ბოლო 5 ტურში ცენტრალური თავდამსხმელი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე გადამიყვანა.

- მიზეზი რა გახდა?

- მარცხენა ნახევარმცველი დაგვემტვრა და გუნდს რომ დასჭირდა, მაშინ გადამიყვანა. ჩავთვალე, რომ ასე დიდხანს აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ იმ შეხვედრაში გოლი გავიტანე, კმაყოფილი დარჩა და ეტყობა, ჩათვალა, რომ მე იქ უფრო სასარგებლო ვიქნებოდი.

არადა, ბომბარდირებში ვლიდერობდი და შანსი მქონდა, რომ პირველ წრეში საუკეთესო გავმხდარიყავი. ფლანგზე თამაშით ამის შანსი შემიმცირდა. "ლუნგბიუს" თავდამსხმელმა ბოისენმა 2 გოლი ამის შემდეგ გაიტანა და გამასწრო.

მწვრთნელთან დალაპარაკება ვცადე, პოზიციის შეცვლა გაუგებარი და მიუღებელი არის-მეთქი. დამეთანხმა, მაგრამ გუნდს ამ პოზიციაზე სჭირდებიო.

მოკლედ, ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, რაიმე სასურველი წინადადება თუ გამოჩნდა, "ორჰუსიდან" სიამოვნებით წავალ.

კონტრაქტში თანხაა მითითებული

- ისე ამბობ, ეს სასურველი წინადადება ნაღდად შემოგთავაზეს...

- დიახ, არ დავმალავ, რომ ვარიანტები მაქვს, მაგრამ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს და რაც მთავარია, მასში კონკრეტული თანხაა მითითებული, რომელიც მსურველმა უნდა გადაიხადოს.

- ეს თანხა საიდუმლოა?

- 1,6 მილიონი ევროა გადასახდელი, ანუ დაახლოებით 2 მილიონი დოლარი. არ ვიცი, მისი გამოსყიდვა რამდენად რეალურია. დანიის მეორე ლიგის გუნდს ამხელა თანხას ვინ გადაუხდის?

მაგრამ დანიელები ამას თავადაც ხვდებიან და სულელები არ არიან, კონტრაქტში ჩაწერილი თანხა არ შეცვალონ. კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი მაქვს დარჩენილი. ასე რომ არ ქნან და ვერ გამყიდონ, მერე იზარალებენ.

ასე რომ, ზომიერი სატრანსფერო თანხა უნდა მოითხოვონ, გამიშვან და მეც კმაყოფილი დავრჩები და კლუბიც იხეირებს.

- რომელი გუნდები გიწვევენ?

- დანიის სუპერლიგის გუნდი "რანდერსი" და ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მისი სახელი ჯერ არ ვიცი.

- ყაზახებმა კარგი პირობები შემოგთავაზეს?

- რომ გამიკვირდა, ისეთი კარგიც კი. მათი კლუბები ფინანსურად ძალიან მოღონიერდნენ და ფულს მაგრად აბანდებენ.

ქართული პასპორტი

- ბოლო წლებში ფინანსურად ევროპის ბევრი ქვეყნის გუნდებს გაუჭირდათ. ამ მხრივ, დანიურ კლუბებში როგორი მდგომარეობაა?

- წარმოუდგენელია, რომ კლუბმა ფეხბურთელთან აღებული ვალდებულებები არ შეასრულოს. თუ მოინდომეს, საკმაოდ ცნობილ ფეხბურთელსაც მიიწვევენ, მაგრამ ვარსკვლავების გადაყვანის საშუალება არ გააჩნიათ. საერთოდ, რაც ვიცი, დანიის ლიგა ფინანსური მდგომარეობით მსოფლიოს საუკეთესო ლიგების ათეულს უახლოვდება.

- ევროპის ლიგაზე "დილაში" საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენე და ნორმალურ ევროპულ ლიგაში მოხვედრა არ უნდა გაგჭირვებოდა, მაგრამ ამბობ, შესაძლოა, ყაზახეთში წავიდეო.

- მე ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ: რომ იცოდეთ, ჩვენი პრობლემა იმდენად არა კლასია, რამდენადაც ქართული პასპორტი. მაგალითად, ფეხბურთელს დანიაში ყველაფერზე ნებართვა მოეთხოვება: პრობლემაა ცხოვრებისა და თამაშის უფლების მიღება და ა.შ.

კლუბმა ხელფასი უნდა გადაგიხადოს, პლუს, შენი დასაქმებისთვის დამატებით თანხას სახელმწიფოს ურიცხავს. ეს დიდი ხარჯია და ქართველის აყვანაზე ყველა თავს ამიტომ იკავებს. ასეა ევროპის ბევრ ქვეყანაში.

- კი მაგრამ, ეს წესი სხვებზე არ ვრცელდება?

- რომ არ ვრცელდება, მე სწორედ ამას ვამბობ. ევროპულ კლუბებში აფრიკელებიც გაცილებით იოლად ხვდებიან და თამაში ბევრად უიოლდებათ, რადგან მათში კლუბებს გადასახადები არ ეკუთვნით.

- რა ვიცი, ლამის ყველა ევროპელი ვარსკვლავი რასიზმს გმობს და ქართველებს თუ ასე გვჩაგრავენ, მსგავსი აქციები ჩვენც გავმართოთ...

- ამბობენ, ქართველ ფეხბურთელებზე მოთხოვნა დაეცაო. ასეთ პირობებში მიკვირს, ჩვენებს კიდევ რომ იწვევენ. "ორჰუსში" გიორგი არაბიძე იყო. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც კონტრაქტი გავაფორმე, გიორგი კი 15 წლის იყო და 17-წლამდელებში მაინც ლიდერი გახლდათ.

ბავშვმა ივარჯიშა, ითამაშა და დანიელები გადარია, მაგრამ იურიდიული პრობლემების გამო ვერ დატოვეს, მისი შენახვა ძალიან ძვირი უჯდებოდათ. არადა, ბევრად ნაკლებნიჭიერ ევროპელს პრობლემა არ გააჩნია. იგივე რუსეთშიც ასე არაა? ვიზის მისაღებად ლამის ერთი წელი გვჭირდება. ქართველებს თუ არ გვიშვებენ, ჩუმად ხომ არ შევიპარებით?

მოკლედ, სახელმწიფოს დახმარება ამაში არანაკლებად გვჭირდება, ვიდრე - უმაღლესი ლიგის კლუბებს.

რა კონფლიქტი?!

- ნაკრებზეც ვილაპარაკოთ. ხმები გაავრცელეს, თითქოს, ეროვნულში თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო არ ჩამოდიოდი...

- არ დაიჯეროთ, ტყუილია. ქეცბაიასთან კონფლიქტი ნაღდად არ მქონია. მისი ხელმძღვანელობით რამდენჯერმე ვითამაშე, მაგრამ მერე დავშავდი და ნაკრებში ფიზიკურად ვერც ვითამაშებდი.

შეიძლება, ხმები იმიტომ გაავრცელეს, რომ მამუკა ჯუღელთან ვთანამშრომლობ, მისი ფეხბურთელების ნაწილმა კი ნაკრებში თამაშზე უარი მართლა თქვა. პრობლემა რომ მქონოდა, ამას პირადად მწვრთნელს ვეტყოდი. მაგრამ რა თამაშები გვქონდა და მწვრთნელთან უსიამოვნების გამო უარს მაინც არ ვიტყოდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

asdasdasd
კაროჩე დაბლა ბრძენების შეკრებაა... ქინქლაძე 20 წლის წინ წავიდა საქართველოდან, უდიდესი ტალანტი იყო, კარგად იყო მომზადებული(ჯერ დედა არ ჰქონდა მოტყნული საქართველოს ჩემპიონატს), სულ სხვა დრო იყო. ეგრე ახლაც არის ანანიძე რუსეთში, ოქრიაშვილი ბელგიაში. ვინმემ თქვა არავის არ უშვებენ პასპორტის გამო-ო?! უბრალოდ ისეთი ყანაა ჩემპიონატი, რომ არავის აღარ უნდა ჩვენი აყვანა. ეს არის და ეს............
გულშემატკივარი
100%-იანია, გვჩაგრავენ და მტრები გვყავს :))))))) არაფერი გეშველებათ თქვენც და თქვენს შემხედვარე ჩვენც. რა პასპორტი, რის პასპორტი? აზრზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? კიდევ რისი ბრალია? მიშას ბრალია, თუ ბიძინას ბრალია? თუ პრემიეროვიჩის ბრალია? წარმოდგენას რომ გვაკარგვინებთ თქვენს თავზე იმას მაინც თუ ხვდებით? აგერ დაწერეს კიდეც მეგობრებმა კომენტარებში და მეც გაგიმეორებთ. შოთისთვის, ქინქლასთვის, კალასთვის, კობისთვის, ქეცბასთვის, შელოსთვის, ცხადაძისთვის, იაშკასთვის...... გავაგრძელო? თუ ამათთვის ქართულ პასპორტს არაფერი გაუფუჭებია, თქვენ რატომ გიფუჭებთ ეს ქართული პასპორტი? იმიტომ, რომ ვერ თამაშობთ, ფიზიკურად ძალიან სუსტები ხართ, უფრო სწორად ფიზიკა საერთოდ არ გივარგათ და კიდევ ბევრი ფაქტორის გამო ვერ ხვდებით ნორმალური ლიგის ნორმალურ კლუბში. დააბრალა ეხლა ქვეყანას და ერს, მისი პოლიტიკური კურსი ხომ არ გიშლით ხელს? იქნებ ევროპის სახალხო პარტიის ჩვენს ქვეყანაზე უარყოფითი შეხედულება გიშლით ხელს? ნელნელა უფრო და უფრო ვბრაზდები ამ სისულელეებზე. კოლუმბია არ არის სუპერ ქვეყანა (ვიცით რითია ეს ქვეყანა ცნობილი), არც დემოკრატიის შუქურაა, მაგრამ "ხამეს როდრიგესი" სად თამაშობს ხომ ვერ მეტყვი? მისთვის რაღაც პასპორტს შეეშალა ხელი ან მის წარმომავლობას მე არ მსმენია და რამდენი გადაიხადეს მის ყიდვაში ესეც იქნებ გაიგო სადმე......
me
ვაა ამ კაცს რო აკრიტიკებთ, თქვენ თითონ თქვენ პროფესიაში უფრო წარმატებულები ხართ? ძაან მაინტერესებს რა :D კაცი სხვის საქმეში ბრძენიაო რა
dato
კალაძისთვის კობისთვის და კიდე ბევრისთვის რატომღაც არ ყოფილა პასპორტი პრობლემა, თქვენ არაპროფესიონალიზმს ქვეყანას ნუ აბრალებთ რაა
Tbiliseli
პასპორტის ბრალი ყოფილა დანიის მეორე ლიგაში რო დაბერდა.... ვაფშე რატო წერთ ესეთი ფეხბურთელის ინვერვიუებს ვინ ჩემი ფეხებია??? ამის ადგილას ჩამოვიდოდი დინამოში ვითამაშებდი.
bacho
ვაცადზის დარი ცენტრფორვარდი ჩირდებ ნაკრებს,ამიტომ სატამაშო დრო ამ ბიჩს ჩირდება,კარგი იქნება ტუ ეს ძლიერ ლიგასი ითამაშბს
baxmana
პასპორტი კი არა თამაში უნდა ისწავლოთ.
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
კოპენჰაგენი
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და სამხელისუფლებიანობა დანიის ჩემპიონატში
აქ საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინე... მათე ვაწაძე ფანებს დაემშვიდობა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მათე ვაწაძე "ორჰუსიდან" წამსვლელ ფეხბურთელთა სიაშია
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
მათე ვაწაძე: "ორჰუსის" მწვრთნელი ყველაფერს მე მაბრალებს...
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
უარი ომს, არჩევანი ისრაელი ან საქართველოა - სად ითამაშებს მათე ვაწაძე
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია