აზიის ღია ჩემპიონატზე ქართველმა დიდოსტატმა ბოლო ორი ორთაბრძოლა ყაიმით დაასრულა

სინგაპურში დასასრულს უახლოვდება აზიის ღია ჩემპიონატი, რომელშიც ქართველი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილიც მონაწილეობს. გუშინ ერთბაშად ორი ტურის პარტიები გაიმართა.

ფინიშის სწორზე ლიდერები ფრთხილობენ. დასტურად ისიც გამოდგება, რომ 14-დან 9 შეხვედრა ყაიმით დამთავრდა, მათ შორის ზურაბ აზმაიფარაშვილის ორივე ორთაბრძოლა - ჯერ ფილიპინელ ოლივერ ბარბოსასთან, შემდეგ კი ვიეტნამელ ჰაი დიენ დაოსთან. რვა ტურის შემდეგ ჩვენებური 6 ქულით კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს.

მეწინავეთაგან მე-8 ტურში ასევე დაზავდნენ: ბარბოსა-პაულ გომესი (ფილიპინები), კიმ სტივენ იარი (ფილიპინები)-ვან ნგუენი (ვიეტნამი), კერდას ბარუსი (ინდონეზია)-ედგარ რეჯი ოლეი (ფილიპინები). სამი პარტია შედეგიანი გამოდგა: სუსანტო მეგარანტო (ინდონეზია)-რიჩარდ ბიტუნი (ფილიპინები) 1:0, სენგ კაო (ვიეტნამი)-ენრიკე პაკინცია (სინგაპური) 1:0, აგუსტა ლაკსანა (ინდონეზია)-ტიმოთი ჩანი (სინგაპური) 0:1.

შეჯიბრების დამთავრებამდე ტურით ადრე აზმაიფარაშვილს 0,5-0,5 ქულით მეგარანტო და ბარბოსა ჩამორჩებიან. 6 მოჭადრაკეს 5-5 ქულა აქვს. დღეს ქართველის მეტოქეა კაო.

kopala
ამჯერად ზურაბი სინგაპურის ღირსებას იცავდა
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა