სხვაობა ერთი ქულა და ერთი თამაშია
* ესპანურ პრიმერაში საგოლე პასებით ლიდერობენ კოკე, კრიშტიანო რონალდო და დენის ჩერიშევი. მათ ანგარიშზე 8-8 საგოლე პასია.

* ლუის სუარესმა პრიმერა დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა.

* ლიონელ მესიმ 2014 წელს "ბარსელონას" მაისურით 50 გოლი გაიტანა.

ესპანური ლა ლიგა 2015 წლამდე დაგვემშვიდობა. პირველზე ის გუნდია, რომელმაც ეს ტური საპატიო მიზეზით გამოტოვა - მადრიდის "რეალი". კარლო ანჩელოტის გუნდს ნაკლებ თამაშში 39 ქულა აქვს და "ზამთრის ჩემპიონია".

ექსბარსელონელთა შავი დღე

გალისიური "სელტა" ღრმა კრიზისშია, "ალმერიასთან" 0:1 მარცხის შემდეგ გუნდს 576 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუტანია. არადა, ამის შესანიშნავი შანსი მიეცა მატჩის 72-ე წუთზე, როცა ჩილელი ფაბიან ორელიანას წაქცევისთვის სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ნოლიტომ მეკარე ხულიან კუესტას ვერ აჯობა.

ხულიანი, რომელსაც პრიმერაში დებიუტი ჰქონდა და ტრავმირებულ რუბენს ცვლიდა, მატჩის გმირად იქცა და "მარკასგანაც" საუკეთესო შეფასება მიიღო - 7,5 ბალი. გამარჯვების გოლი "ალმერიამ" სწრაფი კონტრშეტევით პირველ ტაიმში გაიტანა. ექსბარსელონელი ანდრეუ ფონტასი ისე დაიბნა, რომ კინაღამ საკუთარი კარი დალაშქრა, თუმცა მას ებრაელი ფორვარდი ტომერ ჰემედი წაეხმარა. მოკლედ, ეს არ იყო ექსბარსელონელთა დღე.

ლუისის პირველი გასროლა

შობა-ახალ წელს "ბარსელონა" "რეალთან" ერთქულიანი ჩამორჩენით შეხვდება, თანაც კონკურენტთან შედარებით ერთით მეტი მატჩი ჩაატარა. ამიტომაც ამბობდა "კორდობასთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე, მერჩივნა, ახლა ცოტა სხვა სიტუაციაში ვყოფილიყავით, მაგრამ რეალობას ვიღებო.

"კორდობასთან" კი ყველაფერი კარგად იყო, ნეიმარის გარეშე მოთამაშე "ბარსამ" მეტოქეს 5 გოლი გაუტანა და არაფერი გაუშვა. ის კი არა, ლუის სუარესმაც კი გაიტანა თავისი პირველი გოლი პრიმერა დივიზიონში. კარგად ითამაშა პედრომ, ხოლო ლეო მესიმ დუბლი შეასრულა და დაამრგვალა - 2014 წელს "ბარსელონას" მაისურით ზუსტად 50 გოლი გაიტანა. დიდებული შედეგია.

"მარკას" მატჩის რჩეულმა პედრო როდრიგესმა (8 ბალი) ნეიმარის არყოფნით შესანიშნავად ისარგებლა - ჯერ შუა კვირაში კანარისკუნძულელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა სათასო მატჩზე, ახლა კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

იხილეთ ვიდეო

აურზაური ბოლო წუთზე

ვალენსიაში "ლევანტემ" და "რეალ სოსიედადმა" მეტად საჭოჭმანო ფრე დააფიქსირეს. დევიდ მოიესმა ბასკური კლუბის შემადგენლობა შესამჩნევად გადაახალისა. "რეალ სოსიედადი" სერხიო კანალესის გოლით იგებდა, მაგრამ მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა სტუმართა საჯარიმოში და ბოლო წუთზე ანდრეას ივანშიტცმა პენალტით "ბაყაყებს" ქულა მოუტანა.

10 სეზონი თამაშობს "ლევანტე" ლა ლიგაში და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვალენსიური კლუბი კალენდარულ წელს წაგებით არ ასრულებს. "მარკას" რჩეული სერხიო კანალესია (6,5 ბალი).

სერხიო გარსიამ ვალეკასი დაიპყრო

"ესპანიოლის" სერხიო გარსიამ ("მარკას" მატჩის რჩეული 8 ბალით) დაიწყო და დაასრულა კიდევაც, გამოცდილმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, პირველი გოლი კი "ელვების" მეკარისა და მცველის არაამქვეყნიურ შეცდომას მოჰყვა. გამარჯვებისა კი მაინც ლუკას ვასკესის თავური იყო1:1-ზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ შაბათის ბოლო მატჩი სეგუნდაში საოცრად უხვგოლიანი გამოდგა - "ნუმანსიამ" და "ლუგომ" 6:6 ითამაშეს!

ვიეტოს დუბლით

"დეპორის" განადგურება უმცროსმა დოს სანტოსმა დაიწყო და ლუსიანო ვიეტომ დუბლით დაასრულა - მოკლედ, "ყვითელი წყალქვეშა ნავი" შესანიშნავ ფორმაშია და, როგორც ჩანს, ამ სეზონში ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა დაუსახავს. ვიეტო 21 წლის არგენტინელი ფორვარდია, რომელიც "ვილიარეალს" კარგად მოერგო.

ერთადერთი ცუდი, რაც მასპინძელთათვის ამ შეხვედრაში მოხდა, პინას წითელი ბარათი იყო, რომელიც მან მოედნის ცენტრში მეტისმეტი უხეშობისთვის მიიღო. "მარკას" რჩეულები ვიეტო და რუსი დენის ჩერიშევი გახდნენ, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა - 7,5-7,5 ბალით.

კონტრას გამოსამშვიდობებელი

გუშინ საღამოს კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა - "გრანადა" და "ხეტაფე" მშვიდობით გაიყარნენ. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მადრიდელებს ქულა 20 წლის ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა ემილიანო ველასკესმა გადაურჩინა. ველასკესი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ის "ატლეტიკოს" ეკუთვნის და "ხეტაფეში" იჯარით თამაშობს. ეს იყო "ხეტაფეს" თავკაცის, კოსმინ კონტრას ბოლო მატჩი, ის კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

"მალაგას" სტუმრად შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოაგებინეს, რესიომ 77-ე წუთზე რამდენიმე წამის წინ შესულ ლუის ალბერტოს გაატანინა გამარჯვების გოლი - 2:1.

ლა ლიგა. XVI ტური

19 დეკემბერი

სელტა-ალმერია 0:1

გოლი: 0:1 ჰემედი (17)

სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ა. ფერნანდესი, რადოია (54. ა.ლოპესი), კრონ-დელი - ორელიანა, შარლესი (82. ლარივეი), მინა (67. ნოლიტო)

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - ხ. ნავარო, ველესი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, თომასი - ჟონათანი (76. ტიევი), კორონა (95. კიკე), მენდესი (85. მ. დოს სანტოსი) - ჰემედი

გაფრთხილება: ფერნანდესი, შარლესი, მინა, ფონტასი, ორელიანა - ნავარო, ჰემედი, ხულიანი, დუბარბიერი

შენიშვნა: ნოლიტომ ვერ გაიტანა პენალტი (72)

კუთხური: 17-2; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19-4 (4-2); ბურთის ფლობა: 76%-24%.

მაყურებელი: 13 200

20 დეკემბერი

ბარსელონა-კორდობა 5:0

გოლები: 1:0 პედრო (2), 2:0 ლ. სუარესი (52), 3:0 პიკე (80), 4:0 მესი (82), 5:0 მესი (91)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - მონტოია, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (65. ჩავი), ბუსკეტსი, ინიესტა (76. რაფინია) - მესი, ლ. სუარესი, პედრო

კორდობა (4-1-4-1): ხუან კარლოსი - კამპაბადალი, ი. ლოპესი (60. პინილიოსი), პანტიჩი, კრესპო - დეივიდი - ფედე კარტაბია, ლუსო (72. როსი), ეკენგი, ბორხა (75. ლ. სილვა) - ღილასი

გაფრთხილება: ბუსკეტსი -

კუთხური: 8-0; ჯარიმა: 14-5; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-7 (9-2); ბურთის ფლობა: 75%-25%.

მაყურებელი: 60 066

ლევანტე-სოსიედადი 1:1

გოლები: 0:1 კანალესი (48), 1:1 ივანშიტცი (90-პენ)

ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი, დ. ნავარო, ვინტრა, კარაბელასი (75. რუბენ გარსია) - მორალესი, პ. დიოპი, სიმაო (55. მ. სისოკო), ივანშიტცი - ვ. კასადესუსი, ბარალი (67. მარტინსი)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ბერგარა, გრანერო - ჩაბი პრიეტო, კანალესი (91. იური), ერვასი (65. პარდო) - ფინბოგასონი (81. ი. ერნანდესი)

გაფრთხილება: კარაბელასი, ბარალი, ნავარო - ი. მარტინესი, პრიეტო, ფინბოგასონი, რული, ბერგარა

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11-3 (2-2); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 16 800

ეიბარი-ვალენსია 0:1

გოლი: 0:1 პ. ალკასერი (31)

ეიბარი (3-4-2-1): ირურეტა - ლილიო, ალბენტოსა, რ. ნავასი - ბოვედა (78. კაპა), დ. ბოატენგი, დ. გარსია, საული (46. აბრაამი) - პიოვაკარი, არუაბარენა - დელ მორალი (70. ლეკიჩი)

ვალენსია (3-4-1-2): დ. ალვეში - მუსტაფი, ოტამენდი, ორბანი - ფეგული (60. ბარაგანი), ფუეგო, პარეხო, პიატი (71. გაია) - დე პაული (91. როდრიგო) - ნეგრედო, პ. ალკასერი

გაფრთხილება: არუაბარენა, ნავასი, ალბენტოსა, ლილიო, პიოვაკარი - ფუეგო, ბარაგანი, ალვეში

კუთხური: 2-5; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 8-10 (2-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 4 700

ვალეკანო-ესპანიოლი 1:3

გოლები: 0:1 ს. გარსია (9), 1:1 ლეო ბაპტიშტაო (45), 1:2 ლ. ვასკესი (76), 1:3 ს. გარსია (95)

რაიო ვალეკანო (3-5-2): კ. ალვარესი - ქუინი, ტიტო, ინსუა - კაკუტა, იოსაბედი, ბაენა, პოსუელო, მორენო - ლეო ბაპტიშტაო (73. მანუჩო), ბუენო

ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, კოლოტო, ბაილი, ფუენტესი - ლ. ვასკესი (86. ხ. ლოპესი), ა. გონსალესი, ვ. სანჩესი, სევილია (56. მონტანიესი) - ს. გარსია, კაისედო (62. სტუანი)

გაფრთხილება: ბაენა, ინსუა, ქუინი - სევილია, ბაილი, გონსალესი, სტუანი, ვასკესი

გაძევება: სტუანი (81)

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-7 (5-4); ბურთის ფლობა: 74%-26%.

მაყურებელი: 7 776

21 დეკემბერი

ვილიარეალი-დეპორტივო 3:0

გოლები: 1:0 ჯონათან დოს სანტოსი (10), 2:0 ვიეტო (68), 3:0 ვიეტო (73)

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელი, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (62. მ. გომესი), ტრიგეროსი (76. პინა), ბრუნო, ჩერიშევი - ვიეტო, უჩე (46. ჯოვანი დოს სანტოსი)

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, კანელია - ბერგანტინიოსი, ხ. დომინგესი - კავალეირო, ხ. როდრიგესი (74. ვილკი), ფარინია (60. კუენკა) - ტოჩე (70. პოშტიგა)

გაფრთხილება: ბრუნო - სიდნეი, ტოჩე, ლოპო

გაძევება: პინა (80)

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 15-10 (9-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 16 000

გრანადა-ხეტაფე 1:1

გოლები: 1:0 კორდობა (40), 1:1 ველასკესი (78)

გრანადა (4-4-2): ოიერი - ნიომი (მარკესი), ბაბენი, მაინსი, მარტინში - ფულკიე, იტურა, ფ. რიკო, პიტი (საქსესი) - კორდობა, ელ-არაბი (რიკი)

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვალერა, ნალდო, ველასკესი, ალექსისი - ხ. როდრიგესი (სამირი), ლასენი - იოდა (პედრო ლეონი), სარაბია, ლაფიტა (დ. კასტრო) - ა. ვასკესი

გაფრთხილება: რიკო, იტურა, რიკი, მარკესი - ალექსისი, ველასკესი

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 19-7; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-12 (3-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 19 600

ელჩე-მალაგა 1:2

გოლები: 1:0 ლომბანი (45), 1:1 ნაჩო კამაჩო (49), 1:2 ლუის ალბერტო (77)

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - სისმა, როკო, ლომბანი, ალბაკარი (89. კორომინასი) - პაშალიჩი, ა. გონსალესი (80. კ. ერერა) - ფაირი, ვ. როდრიგესი (65. ნიგესი), გ. როდრიგესი - ჟონათასი

მალაგა (4-2-3-1): კამენი - ანტუნეში, ანხელერი, მ. ტორესი, ბოკა - დარდერი (77. ლუის ალბერტო), ნაჩო კამაჩო - ორტა, დუდა (61. დუდა), კასტილიეხო - სანტა კრუსი (51. ამრაბატი)

გაფრთხილება: ალბაკარი, გონსალესი - კასტილიეხო

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 9-19 (3-10); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 19 500

ბილბაო-ატლეტიკო 1:4

გოლები: 1:0 მ. რიკო (17), 1:1 გრიზმანი (46), 1:2 რ. გარსია (53-პენ), 1:3 გრიზმანი (73), 1:4 გრიზმანი (81)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ეჩეიტა, ბალენსიაგა (79. ი. გომესი) - სან ხოსე, მ. რიკო - სუსაეტა (84. აკეჩე), უ. ლოპესი (69. გ. ფერნანდესი), მუნიაინი - ადურისი

ატლეტიკო (4-1-4-1): მოია - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, სიკეირა (88. ლუკასი) - ტიაგო - გაბი, რ. გარსია, საული (89. კ. როდრიგესი), არდა თურანი (84. გამესი) - გრიზმანი

გაფრთხილება: ადურისი, სან ხოსე, მუნიაინი - გრიზმანი, ხიმენესი, თურანი, გაბი

კუთხური: 3-1; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 4-5 (2-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 46 500

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური

3 იანვარი 2015 წ:

ატლეტიკო-ლევანტე, სევილია-სელტა, ელჩე-ვილიარეალი, დეპორტივო-ბილბაო, მალაგა-ალმერია.

4 იანვარი:

ხეტაფე-რაიო ვალეკანო, ვალენსია-რეალი, ესპანიოლი-ეიბარი, რეალ სოსიედადი-ბარსელონა.

5 იანვარი:

კორდობა-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა