გასულ უქმეებზე თურქეთსა და ყატარში ქალთა 50.000-იანი და ვაჟთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირები დამთავრდა
გასულ უქმეებზე თურქეთსა და ყატარში დამთავრდა, შესაბამისად, ქალთა 50.000-იანი და ვაჟთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც შესანიშნავად ითამაშეს ქართველმა ჩოგბურთელებმა.

ანკარაში მანდილოსნები ცდიდნენ ძალებს. ეკატერინე გორგოძემ ერთეულთა თანრიგში პირველივე შეხვედრა წააგო. სამაგიეროდ, წყვილებში იყოჩაღა: სლოვენიელ ნასტია კოლართან შეამხანაგებულმა პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ ლიძია მაროზავა (ბელორუსი) და მარინა მელნიკოვა (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 3:6, 6:1, 10:6; შემდეგ, ასევე სამ სეტში, მათი ბედი გაიზიარეს მელის სეზერმა (თურქეთი) და იზაბელა შინიკოვამ (ბულგარეთი) - 4:6, 6:2, 8:10. ნახევარფინალში გორგოძემ და კოლარმა რეიტინგფავორიტების - ალექსანდრა კრუნიჩისა (სერბეთი) და ევგენია როდინას (რუსეთი) მძლეველ (7:5, 6:3) თურქებს - აილა აქსუსა და იპეკ სოილუს დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:4, 4:6, 13:11, ფინალში ოლექსანდრა კორაშვილისა (უკრაინა) და ელისა კოსტოვას (ბულგარეთი) დუეტს აჯობეს - 6:4, 7:6 და პირველი ადგილი დაიკავეს.

ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა დოჰას საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ამ ტურნირშიც იგი პირველ ნომრად იყო განთესილი და ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ჯორჯო პორტალური (იტალია, 6:3, 6:2) , ვინაიაკ შარმა კაზა (ინდოეთი, 6:1, 6:1), იორის დე ლოორე (ბელგია, 6:3, 6:4), მაქსილიან ნეუჩრისტი (ავსტრია, 6:4, 5:7, 6:3), ჯეიმს მარსალეკი (დიდი ბრიტანეთი, 6:1, 6:2) და მთავარ პრიზთან ერთად, 18 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.

ინდურ პუნეში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფოდი 25.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. სტარტზე მან არანტხა ენდრედის (ინდოეთი) აჯობა - 6:1, 6:3, მეორე შეხვედრაში კი მის თანამემამულე რუტუჯა ბოსალეს (ინდოეთი) დანებდა - 6:7, 4:6.

ინდური ტურნირის მთავარ ბადეში მესამე ნომრადაა განთესილი სოფიო შაფათავა. პირველ წრეში იგი კვალიფიკაციიდან აღზევებულ სილვია ნირიჩს (ხორვატია) დაუპირისპირდება. წყვილებში შაფათავა რუს მარგარიტა ლაზარევასთან ერთად ინდოელებს - შარმადაა ბალუს და პრარტანა ტომბარეს შეხვდება.

ოქსანა კალაშნიკოვა ალექსანდრა ვასილიევასთან (უკრაინა) ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და პირველ შეხვედრაში კინდი ბურგერსა (ჰოლანდია) და ვერონიკა კაპშაისთან (უკრაინა) გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის