ლაურეატები და კანდიდატები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ელ ჰორფორდი.

მან თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ჰორფორდი საშუალოდ 18.3 ქულას, 6.7 მოხსნას, 5.0 შედეგიან გადაცემას, 1.67 დაფარებასა და 1.0 ჩაჭრას აგროვებდა; აგრეთვე, 60-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა.

ოლდრიჯი ოთხივე შეხვედრაში ორმაგ დუბლს ასრულებდა, მისი საშუალო სტატისტიკა კი 26.3 ქულას, 14.3 მოხსნასა და 2.25 ჩაჭრას შეადგენდა. ოლდრიჯმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "სან ანტონიოსთან" 3-ოვერტაიმიან მატჩში, როცა 32 ქულა, 16 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ჰორფორდის კვირა

15 დეკემბერი. ატლანტა-ჩიკაგო 93:86. 21 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.

17 დეკემბერი. კლივლენდი-ატლანტა 98:127. 20 ქულა, 4 პასი, 2 დაფარება.

20 დეკემბერი. ჰიუსტონი-ატლანტა 97:104. 14 ქულა, 5 პასი, 8 მოხსნა, 3 დაფარება.

ოლდრიჯის კვირა

15 დეკემბერი. პორტლენდი-სან ანტონიო 108:95. 23 ქულა, 14 მოხსნა.

19 დეკემბერი. სან ანტონიო-პორტლენდი 119:129 (3ო). 32 ქულა, 16 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 დაფარება.

20 დეკემბერი. ნიუ ორლეანი-პორტლენდი 88:114. 27 ქულა, 12 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება, 2 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: კელი ოლინიკი ("ბოსტონი"), ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), მონტა ელისი ("დალასი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), დამიენ ლილარდი ("პორტლენდი") და კაილ ლაური ("ტორონტო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
NBA: ისევ ბაზერ-ბიტერი
"სან ანტონიომ" ზაზა ფაჩულიას გარეშე მყოფი "დეტროიტი" დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები: ჰორფორდი და უილიამსი
NBA. პლეი ოფი: კარიმ ერთი ტაიმი იკმარა
კვლავ ზაზას გარეშე - "გოლდენ სტეიტი" "სპურსთან" სერიაში 2:0 დაწინაურდა [VIDEO]
NBA. პლეი-ოფი: კავაის 37 ქულა, "პორტლენდი" 2:0 დაწინაურდა, დეროზანმა "სპურსს" ვერ უშველა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
"გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოსთან" სერიაში 3:0 დაწინაურდა, ზაზა კვლავ არ თამაშობს [VIDEO]
"გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოს" სერია ზაზა ფაჩულიას გარეშე მოუგო [VIDEO]
NBA. ტრანსფერები: დუეინ უეიდი "ჩიკაგოსკენ"