შაფათავამ ინდურ პუნეში, ქალთა საერთაშორისო ტურნირში პრარტანა ტომბარეს სამ სეტში აჯობა
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა ინდურ პუნეში, ქალთა (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საერთაშორისო ტურნირის წყვილთა პაექრობის სტარტზე რუს მარგარიტა ლაზარევასთან ერთად ინდოელებთან - შარმადაა ბალუუსა და პრარტანა ტომბარესთან დამარცხდა.

24 დეკემბერს მესამე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ერთეულებში აიღო რევანში: ტომბარეს სამ სეტში აჯობა - 6:4, 6:7, 7:6 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კვალიფიკაციიდან აღზევებულ პოლონელს - მაგდალენა ფრეჩს დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა შაფათავას მეწყვილე ლაზარევა ჩამოიშორა გზიდან - 6:27 7:5. მეოთხედფინალის დანარჩენ წყვილებში ითამაშებენ: ანასტასია ვასილიევა (უკრაინა)-ქეით დანი (დიდი ბრიტანეთი), ნინა სტოიანოვიჩი (სერბეთი)-ანკიტა რაინა (ინდოეთი), ელენ ალგურინი (შვედეთი)-კრისტინა ენე (რუმინეთი).

წყვილთა ნახევარფინალში იასპარეზებს პირველ ნომრად განთესილი თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას დუეტი.

24 დეკემბერს ამ ტანდემმა დიანა ბოგოლისა (უკრაინა) და პოლინა ლეიკინას (რუსეთი) მოუგო - 6:4, 6:0 და გზიდან ინდოელების - რუტუჯა ბოსალეს და ნიდხი ჩილუმულას ჩამოშორებას შეეცდება. აზიელებმა თანამემამულეებს - ბალუუსა და ტომბარეს აჯობეს - 6:1, 6:2. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ანა მორგინა (რუსეთი)-ნინა სტოიანოვიჩი და მიიაბი ინოე-მიკი მიიამურა გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს