გია ჭიაბრიშვილი: "ეს არის ჩვენი ბავშვებისთვის უდიდესი შანსი და სტიმული, რომ გაიზარდონ და ევროპის ცნობილ კლუბებს თავი მოაწონონ"

უეფა ახალგაზრდული ლიგის შედეგებით კმაყოფილია. მიიჩნევენ, რომ ტურნირი ძალზე წარმატებული გამოდგა. შესაბამისად, უეფამ იუნიორთა ლიგის ფორმატის შეცვლა და 2015/16 წლების სეზონში მონაწილეთა რაოდენობის 64-მდე გაზრდა გადაწყვიტა.

გათამაშებაში თავიანთ ქვეყნებში 19-წლამდელთა ჩემპიონატებში გამარჯვებულებიც ითამაშებენ. მომდევნო სეზონიდან ეს იქნება უეფას მუდმივი ტურნირი.

2015/16 წლების სეზონიდან იუნიორთა ლიგაში მოსახვედრი პარალელური გზაც ჩნდება: მასში 32 ქვეყნის უძლიერესი გუნდები ითამაშებენ. ეს იქნება უეფას რეიტინგში უკეთესი მაჩვენებლის მქონე იმ 32 ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ამ ასაკის ჩემპიონატი ტარდება.

ამ სიაში ვერ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც 19-წლამდელთა ჩემპიონატი არ ტარდება და ისინიც, რომელთა გუნდებიც ლიგაში უკვე მოხვდნენ. მათ რეიტინგში შემდგომ მყოფი ქვეყნები ჩაანაცვლებენ.

ასეთი გზით, ახალგაზრდულ ლიგაში ევროპის ყველა საუკეთესო გუნდი შეიკრიბება. კლუბები ძველებურად ითამაშებენ მთავარ ლიგაზე მიბმული კალენდრის მიხედვით. ეს ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, უფროსი კოლეგების გვერდით გაატარონ დიდი დრო და ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინონ.

ამავე დროს, ლიგაში 32 ჩემპიონის დაშვებით მონაწილე ქვეყნების გეოგრაფიაც გაიზრდება.

"უეფას იუნიორთა ლიგა გულშემატკივარს უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს ჩუქნის. ახალი ფორმატი კარს უხსნის ახალგაზრდულ ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებსაც, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ თამაშის ხარისხიც გავზარდოთ და იუნიორთა ლიგის მონაწილეთა კონტინგენტიც.

ეს ტურნირი უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და ჩვენ მხოლოდ მის გაუმჯობესებას ველით", - განაცხადა უეფას საკლუბო ტურნირების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ პრააგმა.

ახალი ფორმატი

გზა ჩემპიონთა ლიგისკენ

* 32 გუნდი 4-4-ად 8 ჯგუფში განაწილდება, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაში

* 1/8-ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები გადიან

* მეორეადგილოსნები გადათამაშებაში მოხვდებიან

ქვეყნის ჩემპიონების გზა

* 32 ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული იწყებს პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან (2 მატჩი)

* 16 გამარჯვებული მოხვდება მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში (2 მატჩი)

* 8 გამარჯვებული მოხვდება გადათამაშებაში

პლეი-ოფი

* შემდეგ დამატებულ ქვეყნებში 8 საუკეთესო გუნდი შინ მიიღებს ჯგუფებში მეორე ადგილებზე გასულ 8 გუნდს (1 მატჩი).

1/8-ფინალი

* ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 გამარჯვებული პლეი-ოფში გამოვლენილ 8 საუკეთესოს დაუპირისპირდება ერთმატჩიან რაუნდში, რომლის მასპინძელიც წილისყრით გამოვლინდება.

1/4-ფინალი

* ესეც ერთმატჩიანი დაპირისპირება იქნება, სადაც მასპინძელი ასევე წილისყრით გამოვლინდება.

ნახევარფინალები და ფინალი

* ერთ სტადიონზე, მინი-ტურნირის ფორმატით

ასაკობრივი შეზღუდვა

უეფას აღმასკომმა ახალი ტურნირის ასაკობრივი ზღვარი დააწესა: როგორც ადრე, ფეხბურთელი 19-წლამდელი უნდა იყოს. მაგრამ განაცხადში 40 მოთამაშის შეყვანაა შესაძლებელი, საიდანაც სამი - 20 წლისა შეიძლება იყოს.

საქართველოს პრობლემა - არ გვაქვს 19-წლამდელთა ჩემპიონატი

ძნელი სათქმელია, მოხვდება კი საქართველო იმ 32 ქვეყანას შორის, რომელიც იუნიორთა ლიგას დაემატება? უეფას რეიტინგში 34-ე ადგილზე ვიმყოფებით, ჩვენზე წინ მყოფი 10-ზე მეტი ქვეყანაც ლიგაში ერთი გუნდით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საქართველოში არ ტარდება 19-წლამდელთა ჩემპიონატი.

ასაკობრივ ნაკრებებში ნამუშევარი ვასილ მაისურაძე სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას:

"მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე წარმატებით გამოსვლისა და ბოლო ეტაპებზე მოხვედრის გაცილებით მეტი შანსი გვაქვს, ვიდრე დიდების ლიგაში. ახლა უფროს ასაკში უკონკურენტოდ "დინამო" და "საბურთალო" არიან. საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ ამ ორ გუნდში თამაშობენ.

მაგრამ, ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში სხვა გუნდების გაძლიერებასა და კონკურენციის გაზრდას გამოიწვევს. ეს ბავშვებსაც მეტ სტიმულს მისცემს და, შესაძლოა, უცხოეთში ამ ასაკის ბავშვების გადინებაც ოდნავ შემცირდეს.

მაგრამ ჩვენ 18-წლამდელთა ტურნირს ვატარებთ, 19-იანების ჩემპიონატი კი არ გვაქვს. ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა, რომ დუბლშემადგენლობათა ტურნირი ამ ასაკის ტურნირად გადავაკეთოთ, რადგან იუნიორთა ლიგაში გუნდის გამოყვანა ჰაერივით საჭიროა".

იმედია, ეს საკითხი მომავალ სეზონში მაინც მოგვარდება. "საბურთალოს" მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, უეფას ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალიან დიდი შანსს აძლევს:

"დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომელთა შორის საუკეთესოებსაც საერთაშორისო სარბიელზე თავი ბევრჯერ გამოუჩენიათ. მაგრამ ეს იყო სანაკრებო დონეზე. ახლა კი ლაპარაკია საკლუბო ტურნირზე, რომელიც ახალი გამოწვევაა - ამ ასაკის საკლუბო ტურნირი არასოდეს ჩატარებულა.

დიდების საკლუბო დონეზე რომ ვერაფერს ვაღწევთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იუნიორთა ლიგაში მოხვედრაც წარმოუდგენელია. პირიქით - მგონია, რომ სწორედ 19-წლამდელებში გვაქვს დიდი შანსი.

მეორე მხრივ, ეს არის ჩვენი ბავშვებისთვის უდიდესი შანსი და სტიმული, რომ გაიზარდონ და ევროპის ცნობილ კლუბებს თავი მოაწონონ.

აქ უფრო შესაძლებელია ჩვენი ფეხბურთის პოტენციალის გამოვლენა, რადგან 19-წლამდელებში ბევრი ლეგიონერი მაინც იშვიათობაა, საქართველოს კი, მიმაჩნია, ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდები ჰყავს. ამას ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლებიც ადასტურებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kaxa
kargi shesadzlebloba kargad unda gamovikenot.
Bolniski
მართლაც რომ ჩაამატონ კიდე ერთი ასაკობრივი გუნდები, ის ბავშვებიც გაიზდბიან კარგ პროფესიონალებად და შრომისმოყვარეებად ვინც ამ ტურნირში რეგულარულად ითამაშებს, ის ბავშვები ვინც დუბლების სკამებზე ზიან ისინიც ითამაშებენ და ბოლობოლო სპორტით იქნებიან დაკავებული და არა ნარკომანებად გაიზდებიან.
tehgo
სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს 19 წლიანების ჩემპიონატი.ახალგაზრდა ფეხბურთელები არ დაგვეკარგება.ბიჭებს შანსი მიეცემათ.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"საბურთალო" "ბროდარაცს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
რევაზ გოცირიძე: "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს
U19. საბურთალო VS ბროდარაცი - "მიხეილ მესხზე" ფეხბურთი გვიხმობს!
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
"საბურთალო" ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას გმირულად დაემშვიდობა
რევაზ გოცირიძე: შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა
"ბროდარაცის" მწვრთნელი: რთული გადასატანია რაც მოხდა "საბურთალოსთვის", მაგრამ ეს ფეხბურთია
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა