„ჩელსის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ მის გუნდს „ბოლტონთანაც“ რომ წაეგო, ჩემპიონობაზე ფიქრს უნდა გამოთხოვებოდა.

„ჩელსის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ მის გუნდს „ბოლტონთანაც“ რომ წაეგო, ჩემპიონობაზე ფიქრს უნდა გამოთხოვებოდა. „ლურჯებმა“ ოთხშაბათს რის ვაივაგლახით გაიმარჯვეს ანუ ბოლო შვიდ შეხვედრაში პირველად დაიმატეს ცხრილში 3 ქულა. ახლა „ჩელსის“ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ 4 ქულით ნაკლები აქვს, თუმცა ჩატარებული შეხვედრების გრაფაში ერთით მეტიც უწერია. „ბოლტონთან“ გამარჯვებამ ანჩელოტის თავზე შექუჩული ავდრის ღრუბლები ცოტა გაფანტა – დასავლეთლონდონელებს 1999 წლის მერე ამჟამინდელის მსაგავსი ცუდი პერიოდი არ ჰქონიათ. სწორედ ბოლო პერიოდში ნაჩვენები უხარისხო თამაშის გამო გადაინაცვლა ლიდერმა მეხუთე პოზიციაზე. დღეს „ჩელსი“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ერთი ქულით უსწრებს. იტალიელმა მწვრთნელმა, რომელსაც კლუბის რუსმა მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა ბოლო დღეებში მხარი დაუჭირა, თქვა:

„რასაკვირველია, ატმოსფეროს შესაცვლელად ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნებოდა“.

როგორც მოგახსენეთ, „ჩელსიმ“ მოგების მიუხედავად ცუდად ითამაშა. განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება პირველმა ტაიმმა დატოვა, როდესაც „ლურჯებმა“ კარში დარტყმა ვერ მოახერხეს. შესვენების შემდეგ ანჩელოტის შეგირდების მოქმედება უფრო დაემსგავსა იმას, რასაც „სტემფორდ ბრიჯზე“ ფანები მიეჩვიენ და ფეხბურთს ეძახიან, მაგრამ არც მეორე მხარე უნდა დავივიწყოთ – თავისი წილი მომენტები „ბოლტონსაც“ ჰქონდა. და მაინც, როგორც მოგახსენეთ, ანჩელოტისთვის ამ ეტაპზე ყველაფერზე მნიშვნელოვანი შედეგი გახლდათ.

„როგორც მოგახსენეთ, დღევანდელ შეხვედრაში უმთავრესი გამარჯვება იყო. ახლა უნდა დავიცადოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მინდა მოწინააღმდეგე შევაქო. „ბოლტონმა“ ძალიან კარგად ითამაშა, დიდი ძალით უტევდა და სახიფათო მომენტებს ქმნიდა. ერთი სიტყვით, სერიოზული ნაბიჯი გადავდგით, დანარჩენს კი შემდეგ შეხვედრაში ვნახავთ.

ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ ამიერიდან ყველაფერი იდეალურად იქნება. აშკარაა, რომ თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენ ისევ ისე უნდა ავთამაშდეთ, სეზონის დასაწყისში რომ ვთამაშობდით“.

შემდეგ ანჩელოტის ჰკითხეს, თუ რა უთხრა მან ფეხბურთელებს შესვენების დროს. ხომ არ იყო ის პანიკაში?

„არა, ჩვენ ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა და შესაბამისად ვიყავით განწყობილი. იმთავითვე აშკარა იყო, რომ გრძელი პასების ჩაჭრა დაგვჭირდებოდა და თუ თამაშს დაცვად და შეტევად დავყოფთ, ვფიქრობ, რომ დაცვაში ცუდად არ ვმოქმედებდით - ელმანდერისა და დევისის განეიტრალება შევძელით. ყველაზე მეტად პირველ ტაიმში ის არ მომეწონა, რომ ცოტა შეშინებულები ვიყავით და უხარისხო პასებს ვაწვდიდით ერთმანეთს. მეორე მხრივ კი ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან „ბოლტონთან“ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა და დაძაბულობამ მას თავისი დაღი დაასვა“.

„ჩელსის“ გამარჯვების გოლი ფლორენ მალუდამ გაიტანა. მას საგოლე პასი ეპიზოდში დიდიე დროგბამ ჩააწოდა, თუმცა მავანთ გაუჩნდათ ეჭვი, რომ თავად დროგბამ მიიღო ბურთი ოფსაიდში.

„ამ გოლმა ზურგიდან უზარმაზარი სიმძიმე მომხსნა და იყო თუ არა დროგბა ოფსაიდში, არ მაინტერესებს“.

სავარაუდოდ, დროგბა ოფსაიდში არ იყო.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა