რა უყვარს ფლოიდ მეივეზერს ყველაზე მეტად
ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა ESPN-ის მიმომხილველთან საუბარში.

"შემიძლია ყველას მივცე ჩემი შეძულების ახალი საბაბი, თუმცა ვახერხებ ამბიციური ადამიანების მოტივირებას, რომლებსაც რაღაცის მიღწევა სურთ. მატერიალისტი ვარ და ფული მაძლევს მოტივაციას...

მაგრამ ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ყოველთვის ღმერთი იდგა. ის არასოდეს მოგცემს იმას, რასაც ვერ გაუმკლავდები. აი რატომ მომცა ღმერთმა ჩვენს საქმეში საუკეთესო ხელები - ლოცვისთვის, კრივისთვისა და ფულის თვლისთვის", - განაცხადა მეივეზერმა.

ასევე ფლოიდმა განაცხადა, რომ 2015 წელს აპირებს ყველასთვის ნანატრი ბრძოლის გამართვას ფილიპინელ მენი პაკიაოსთან.

"ჩემი აზრით, საკითხი მდგომარეობს დროის არჩევაში. სწორი დრო, სწორი ადგილი და ვფიქრობ, ეს ბრძოლა გაიმართება. დადგა შეხვედრის დრო. ახლა მე რომ პაკიაოს ადგილას ვიყო, საერთოდ არ მექნებოდა ხმის ამოღების უფლება. მრავალი წელია ლაპარაკობენ, რომ მეივეზერს ეშინია პაკიაოსი, ფლოიდი მშიშარაა. მაგრამ მე საუკეთესო ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ. ყოველთვის მაქვს გეგმა. მთავარია - გამარჯვება. ხალხს გამარჯვებული ამახსოვრდება, მე კი ყოველთვის ვპოულობ მოგებისთვის საშუალებას", - აგრძელებს მეივეზერი.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ორი საუკეთესო მოკრივის გუნდი 2009 წლიდან მოყოლებული ვერ ახერხებს მოლაპარაკებას. ვარაუდობენ, რომ მომავალ ბრძოლაში პაკიაო 80 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, მეივეზერი - 120 მილიონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა