შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთ-ერთი აუტსაიდერი, "სევილია" გამოიჭირა და შინაურ არენაზე 100:60 გაანადგურა
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ", რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი ამბიციის შესაბამისი შედეგებით ვერ გამოირჩევა, მორიგ ტურში ერთ-ერთი აუტსაიდერი, "სევილია" გამოიჭირა და შინაურ არენაზე 100:60 გაანადგურა.

უკვე მერამდენე მატჩია, თუ საუკეთესო არა, შენგელია თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე იყო "სევილიასთან" მატჩშიც. ქართველმა ფორვარდმა 16 ქულა დააგროვა და ბომბარდირობა ფერნანდო სან ემეტერიოსთან გაიყო.

საბოლოოდ, მარგი ქმედების კოეფიციენტით, შენგელია ემეტერიოს ოდნავ ჩამორჩა. გამოცდილმა ესპანელმა აღნიშნული მონაგარი 24 ერთეულით გამოხატა, ახალგაზრდა ქართველს კი ერთით ნაკლები - 23 დაუგროვდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და საკმაო დროით ითამაშაო, ვერ ვიტყვით. თორნიკე მოედანზე, მთლიანობაში, 18:32 წუთი იმყოფებოდა, თუმცა შედეგებით ის ვიტორიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ 16 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ქართველი ფორვარდი შეტევაზე იყო ორიენტირებული და მას სევილიელები ჯარიმებით აჩერებდნენ, თუმცა ამით ხეირი ვერ ნახეს. თორნიკემ 8 ცდიდან ყველა საჯარიმო ჩააგდო, რასაც 2-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი მოაყოლა. სან ემეტერიომ 16 ქულა 21 წუთში დააგროვა, ლატვიელ დევის ბერტანსს კი 19 წუთში 14 ქულა მოუგროვდა.

6 მოგებითა და 7 წაგებით შენგელიას გუნდმა ცხრილში მე-9 ადგილზე აიწია. მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრას "ლაბორალი" 30 დეკემბერს, სტუმრად "სარაგოსასთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა