საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" 23 წლის ნახევარმცველი კახა ცხადაძეს წარმატებას უსურვებს
საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" 23 წლის ნახევარმცველი ავთო ებრალიძე გამოჯანმრთელდა. ჩვენებურს მტკივანი ფეხი დაუამდა, რაც იმის წინაპირობაა, რომ კვლავ გამოჩნდება პორტუგალიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

"ჟილ ვისენტეს" არ ულხინს. პორტუგალიის ჩემპიონატში გუნდს ბოლო ადგილი უჭირავს, თუმცა 6-ქულიანი კლუბი განწირული არ არის და გადარჩენის შანსს ინარჩუნებს.

სწრაფი, ტექნიკური ნახევარმცველი სამომავლოდ გამოსადეგი უნდა იყოს საქართველოს უპირველესი გუნდისთვის.

28 დეკემბერს "ლელომ" ებრალიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

- შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სრულად გამოჯანმრთელდით?

- ამ კვირაში დავიწყე ვარჯიში. თავს უკეთესად ვგრძნობ. ახლა ფორმის აღდგენის პროცესი მიდის. ვფიქრობ, მალე დავიწყებ თამაშს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფ "ჟილ ვისენტეს" დავეხმარო.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს "ჟილ ვისენტე" პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?

- უნდა შევძლოთ. "ჟილ ვისენტე" არ იმსახურებს ბოლო ადგილზე ყოფნას. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ასევე ფიქრობენ სპეციალისტებიც. ყველა თანხმდება იმაზე, რომ თავისი პოტენციალით "ჟილ ვისენტე" ცხრილის შუაში უნდა იყოს, თუმცა რეალობა ისაა, რასაც ახლა ვხედავთ - ბოლო ადგილზე ვართ.

- რატომ? რა არის ამის მიზეზი?

- მე ცვლილებებს დავასახელებდი. შეიცვალა მწვრთნელი, ტაქტიკა, ვარჯიშები... ხდება ხოლმე, მწვრთნელის შეცვლას ეგრევე მოაქვს შედეგი. ჩვენს შემთხვევაში დრო გვჭირდება, ეს ფაქტია. არ მინდა, გადაჭარბებულად ვისაუბრო, მაგრამ ჩვენი გუნდის მჯერა. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოსწორდება მდგომარეობა და სატურნირო ცხრილში იმ ადგილზე ვიქნებით, რომელსაც "ჟილ ვისენტე" იმსახურებს.

- თუ "ჟილ ვისენტე" მაინც გავარდა უმაღლესი ლიგიდან, დარჩებით ამ გუნდში თუ სხვა გზას მონახავთ?

- ჯერჯერობით "ჟილ ვისენტეს" ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბთან მაკავშირებს კონტრაქტი. ახლა ასეა და მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით.

- საქართველოს ნაკრების კანდიდატი ხართ და ეროვნულ გუნდში კახა ცხადაძის დანიშვნაზეც უნდა გკითხოთ...

- პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ახალ მწვრთნელს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ცხადაძეს არ ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ კარგი მსმენია მასზე. იმედია, მომეცემა მასთან მუშაობის შანსი.

საქართველოს ნაკრები ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული გუნდია და მჯერა, მალე ყველა ერთად გავიხარებთ მისი წარმატებით.

P.S. 28 დეკემბერს პორტუგალიის ლიგის თასზე "ჟილ ვისენტე" "კოვილიას" შეხვდა და 1:2 დამარცხდა. ავთო ებრალიძე თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sw
ეუუფ რაღა გვიჭირს. რა უნდა მოხდეს რო აღიაროთ ქართული ფეხბურთი არის იმ დონეზე რა დონის ქვეყანაცაა და რა დონის გულშემატკივარიც ყავს. კაციშვილს სტადიონზე მისვლა და ფულის გადახდა არ უნდა და გინებაში ყველა მაგარია. ფეხბურთი იმ გულშემატკივარს უყვარს ვინც თავისი ქვეყნის 4 ლიგის მატჩებზეც კი სტადიონებს ავსებს. თქვენ კი ვითომ გულშემატკივრებო არც გიყვართ და არც ფულის გადახდა გინდათ. გგონიათ რო ვინმე უნდა მოვიდეს (და ბრაზობთ რო ეს ვინმე არ მოდის) მილიარდები ჩადოს ფეხბურთელები გაზარდოს და ბარსელონას თუ არა არსენალს მოუგოს და თქვენ კი არსენალი დინამოს მატჩზე 5 ლარი გადაიხადოტ და სტადიონზე წახვიდეთ თან დინამომ მოიგოს. არ მოხდება ასე არასდროს. მაგრები ხართ ძალიან. ნეტა თქვენ ტვინში ჩამახედა.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის