როგორ იხვეწებოდა ჩოგბურთის წესები
მნიშვნელობა არ აქვს, თავად უქნევთ ჩოგანს ბურთს თუ მხოლოდ თვალს ადევნებთ პროფესიონალი ჩოგბურთელების თამაშს. დარწმუნებული ვართ, ერთხელ მაინც ჩაფიქრდებოდით თუ საიდან მომდინარეობს ამ პოპულარული თამაშის წესები და მთავარი ტერმინები. დღეს თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შევეცდებით.

ითვლება, რომ ჩოგბურთი (ერთ-ერთი ვერსიით, tennis წარმოდგება ფრანგული tenez-დან, რაც "დაიჭირეს" და "ითამაშეს" ნიშნავს) საფრანგეთში XII საუკუნეში გაჩნდა. თავიდან, სპორტსმენები რაიმე დამატებით მოწყობილობებს არ იყენებდნენ და მხოლოდ ზოგიერთი მათგანი იცვამდა ხელთათმანს ხელის დაცვის მიზნით.

XVI საუკუნეში გამოიგონეს რაღაც ჩოგნის მსგავსი, რომელიც თანამედროვეს ჰგავდა, თუმცა უფრო გრძელი ტარი და სქელი სიმები ჰქონდა. პირველი საჩოგბურთო ბურთები ტყავისგან მზადდებოდა. მის შიგნით შალის ქსოვილი იყო მოთავსებული. თუ ასეთი ბურთი ჩოგბურთელს მოხვდებოდა, ამას შეიძლება სერიოზული ჭრილობა ან სულაც სიკვდილი გამოეწვია.

არსებობს ამ თამაშის უფრო ადრეული წარმოშობის ვერსიები. ბევრი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ჩოგბურთის საწყისები რომის, საბერძნეთის და ეგვიპტის ცივილიზაციებში უნდა ვეძიოთ. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ თანამედროვე ჩოგბურთის მსგავს თამაშს ქვის ხანაშიც (!) კი მისდევდნენ. ასეა თუ ისე, ის ჩოგბურთი, რომლის ცქერასაც ჩვენ ვართ შეჩვეულნი, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ინგლისში ჩამოყალიბდა, სადაც 1877 წელს უიმბლდონის ტურნირის ჩატარება დაიწყეს.

საჩოგბურთო გეიმში ანგარიშს საკმაოდ უცნაურად ითვლიან: "ნული" (love), "თხუთმეტი", "ოცდაათი" და "ორმოცი". ამ სისტემის წარმოშობის შესახებაც რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ამ ციფრების გამოყენებას იმით ხსნის, რომ ტაბლოს როლს საათი ასრულებდა და გეიმში ყოველი მოგებული ქულის შემდეგ, დიდი ისარი მეოთხედ ბრუნს აკეთებდა, ანუ "15", "30" და "45". თუმცა მოგვიანებით, მოხერხებულობისთვის "45" "ორმოცად" გადააკეთეს.

სხვა ვარიანტიც არსებობს. მის მიხედვით, შუა საუკუნეებში საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე არსებობდა სანაძლეოები და ფულზე თამაში, მათ შორის, ჩოგბურთშიც. კანონი კი, მაგალითად გერმანიაში, კრძალავდა 60 დინარზე მაღალი ფსონის ჩასვლას, ხოლო იმის გამო, რომ იმ დროს 15-დინარიანი მონეტები არსებობდა, ყოველი ქულისთვის სწორედ 15 გამოდიოდა. კიდევ ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ XIX საუკუნეში ინგლისური ხომალდები სალუტს ძირითადი გემბანის 15-ფუნტიანი ქვემეხით იწყებდნენ, საშუალო გემბანიდან 30-ფუნტიანი ქვემეხით აგრძელებდნენ და ამის შემდეგ, გაისმოდა გასროლა ქვედა გემბანიდან ყველაზე მძიმე, 40-ფუნტიანი ქვემეხით.

არანაკლებ საინტერესოა, თუ საიდან წარმოიშვა ინგლისული ტერმინები - deuce და love, რაც საჩოგბურთო ანგარიშისას ნიშნავს "თანაბარს" და "ნულს". ბევრ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ deuce წარმოიქმნა ფრანგული a deux du jeu-სგან, რომელიც ასე ითარგმნება: "ორი ქულა გეიმის მოგებამდე". ინგლისელებმა კი, ეს სახელწოდება ჯერ a deus-მდე, შემდეგ კი, დღეისთვის ნაცნობ deuce-მდე დაამოკლეს. რაც შეეხება ცნება love-ს, ზოგი თვლის, რომ ის ფრანგული l'oeuf-დან ("კვერცხი") წარმოიქმნა და იხმარებოდა გამოთქმაში - out for a duck's egg, რომელიც კრიკეტშია მიღებული და ნიშნავს - "ნული ან არაფერი".

მაგრამ უფრო რეალური ჩანს მეორე ვერსია. love წარმოიშვა სიტყვა lof-სგან, რაც ჰოლანდიურ და ფლამანდრულ ენებზე "ღირსებას" ნიშნავს. თუ მოთამაშე ვერცერთ ქულას ვერ აგროვებდა, მასზე ასე ამბობდნენ - "ის თავისი ღირსებისთვის თამაშობდა".

ახლა რაც შეეხება შედარებით ახალ ცნებას - ტაი-ბრეიკს. ის ვინმე ჯეიმს ვან ალენმა 1965 წელს მოიგონა, ოფიციალურად კი, 1970 წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე გამოიყენეს. მანამდე, ტაი-ბრეიკის სისტემა წარმატებით გამოსცადეს ნიუპორტის და როდ-აილენდის ტურნირებზე. თავიდან, ტაი-ბრეიკი ხუთი ქულის მოგებამდე თამაშდებოდა.

ტაი-ბრეიკის შემოღება 1969 წელს, უიმბლდონზე პანჩო გონსალესისა და ჩარლი პასარელას ისტორიული ბრძოლის შემდეგ გახდა საჭირო. ხუთსეტიანი მატჩი 5 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და გამარჯვებულის გამოვლენას ორი დღე დასჭირდა. მეხუთე სეტში, 41 წლის გონსალესმა 7 მატჩ-პოინტი მოიგერია და ორჯერ გადაარჩინა გეიმი 0:40-ზე. საბოლოო ანგარიში თავად მეტყველებდა ტაი-ბრეიკის შემოღების აუცილებლობაზე - 22:24, 1:6, 16:14, 6:3, 11:9.

1971 წელს, ტაი-ბრეიკი პირველად ითამაშეს უიმბლდონზე, თანაც ე. წ. შემოკლებული გეიმი მაშინ ინიშნებოდა, როცა სეტში ანგარიში იყო 8:8 (ბოლო სეტში ტაი-ბრეიკი დღესაც არ თამაშდება). რვა წლის შემდეგ, ტაი-ბრეიკი უკვე ჩვეულებრივად, 6:6-ის შემდეგ დანიშნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის