ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ამ სპორტული სეზონის ფავორიტად იქცა და არა მხოლოდ ძიუდოში
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ამ სპორტული სეზონის ფავორიტად იქცა და არა მხოლოდ ძიუდოში.

23 წლის სპორტსმენმა წლეულს დუბლი შეასრულა - ევროპის ჩემპიონიც გახდა და მსოფლიოსიც.

ჯერ ესაა ერთი მიღწევა, თუმცა ისიც არანაკლებია, რომ ასე ახალგაზრდამ ზედიზედ მეორედ იჭიდავა ამ ზეპრესტიჟული შეჯიბრებების ფინალში.

ჭრიკიშვილს მართლაც იშვიათი სეზონი ჰქონდა, რომელიც ლამის წაუგებლად ჩაატარა და ამ ორი ტიტულის გარდა, კიდევ მოიპოვა რამდენიმე დასამახსოვრებელი გამარჯვება: სეზონის მიწურულს გაიმარჯვა ევროპის საკლუბო პირველობის პირველ ლიგაში და გაისად უკვე "ოქროს ლიგაში" იასპარეზებს. თანაც, მშობლიურ კლუბ "მებრძოლთან" ერთად; ბრწყინვალედ გაიმარჯვა პარიზის, თბილისის, ჰავანის პრესტიჟულ შეჯიბრებებში, იმარჯვა ევროპა-აზიის სამატჩო პაექრობაში, მოიგო ევროპის გუნდური პირველობა...

სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ ორი შეჯიბრება წააგო, თუმცა უმედლოდ არც იქ დარჩენილა - მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე და ძიგორო კანოს მემორიალზე მესამეზე გავიდა...

წლის ბოლოს ამ ყველაფერს რამდენიმე საყოველთაო აღიარება დაემატა - გახდა მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტი, რადგან რეიტინგში ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა; საქართველოში კი წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს "ლელომ", და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ...

მიღწევაა ისიც, რომ 7-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ისევ დაუბრუნა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული - ოლიმპიურ სახეობებში სწორედ ამდენი ხანი არ გვყავდა პლანეტის საუკეთესო ათლეტი.

კიდევ ერთი ფაქტორი - სადაც შეხვდა, წლეულს ყველგან გააბითურა ფრანგთა შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრი. მათ შორის - ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც მისსავე მშობლიურ მონპელიეში. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შარშან მსოფლიოს ფინალში მასთან წაგება მართლაც იმ უიღბლობის ბრალი იყო, რომ დასასვენებლად დრო არ ეყო, თორემ ახლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იქნებოდა.

თითქოს წლეულს მის ჭიდაობას მოაკლდა ის ტექნიკურობა და რომანტიზმის ხიბლი, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა ქართული ჭიდაობიდან მოსულს, მაგრამ სეზონის განმავლობაში თავისი განთქმული ამოსმულით თუ სხვა ილეთებით მაინც შემოგვთავაზა რამდენიმე ქრესტომათიული გდება - იმავე პიეტრისთან ევროპის ფინალში, კანადელ ანტოინ ვალუა-ფორტიესთან, კანოს მემორიალზე ჩინელ ერისთან და სხვებთან.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე ისწავლა რაციონალური ჭიდაობა და სილამაზეზე მეტად შედეგზე ფიქრობს. ალბათ, ესაა მიზეზი, რომ მსოფლიოზე ბევრი ილეთი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, შედეგი ჰქონდა შარშანდელზე უკეთესი. თქვა კიდეც იმ შეჯიბრების შემდეგ, გდებები შარშან გავაკეთე ბევრი, მაგრამ სახლში ვერცხლით დავბრუნდი, ახლა კი ოქროთიო...

ტრიუმფატორი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე იქვე გვაიმედებდნენ, რომ ეფექტური ფანდები სხვა ტურნირებზე იქნებოდა - ეს ყველაფერი მართლაც დადასტურდა მსოფლიოს პირველობის შემდეგ ჩატარებულ შეჯიბრებებზე.

ავთანდილ ჭრიკიშვილი ახლა ისვენებს, თუმცა პირობითად - მან 30 დეკემბერსაც ივარჯიშა. ოღონდ ეგაა, მასთან დაკავშირება კვალავაც შეუძლებელია, რადგან პრინციპულად არ ატარებს მობილურ ტელეფონს.

ამის მიუხედავად, მცირე კომენტარს მის უახლოეს გეგმებზე მაინც შემოგთავაზებთ.

- წლეულს რამდენიმე ვერსიით გახდით საუკეთესო - "ლელოს", სპორტის სამინისტროს, სპორტულმა ჟურნალისტთა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით... რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარებები და რომელიმეს თუ გამოარჩევთ?

- ყველა ერთნაირად და ძალიან მიხარია. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ესაა - იგებ იმიტომ, რომ ხალხს უყვარდე და პატივს გცემდეს. ამიტომ ეს ყველაფერი ერთგვარი სტიმული იქნება და ვეცდები, ყოველწლიურად გავაუმჯობესო შედეგები.

- ალბათ, გააუმჯობესოთ ოლიმპიურ ჩემპიონობამდე?

- ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი ოცნებაა. 2016 წელს მომეცემა ამის შანსი. იქამდე არც ისე დიდი დროა და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს გავაკეთებ.

- როგორ მიგაჩნიათ, წლეულს რის ხარჯზე მიაღწიეთ ამხელა წარმატებებს?

- მხოლოდ ვარჯიშის, დიდი შრომის და ყველა მხარის - მწვრთნელების, სპორტსმენის, ფედერაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად. ამ მიღწევებში ყველაფერი ერთადაა ჩაქსოვილი და ამის დამსახურებაა, აქამდე რომ მოვედი.

- მომავალი სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, რადგან ოლიმპიადაზე გამოსვლას უნდა ჩაეყაროს საფუძველი. როგორ მოემზადებით ამ სეზონისთვის, სერიოზულ ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ სავარჯიშო პროცესში?

- ნაახალწლევს ავსტრიაში წავალთ შეკრებაზე. საერთოდ, ამ სეზონში ორმაგი და სამმაგი მონდომებით ვიმუშავებთ, შემართებაც მეტია და ფსიქოლოგიურადაც მზად ვარ ამისთვის. ბევრი უნდა ვიწვალოთ, რომ მივაღწიოთ იმას, რაც ჩაფიქრებული გვაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიგლია
წარმატებებს გისურვებ, ავთანდილ, აგესრულებინოს შენი ოცნება 2016-ში ჩვენდა სასიხარულოდ! საამაყო კაცი ხარ მართლაც!
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
პსჟ დიდი ტრანსფერისთვის ემზადება - ინგლისის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..