საჩოგბურთო სეზონი დაიწყო
მამაკაცთა პროფესიული ტურის წამყვანი მოთამაშეები ზედიზედ მეშვიდედ შეიკრიბნენ აბუ დაბიში და არაოფიციალურად სწორედ იქ გახსნეს სეზონი. ორგანიზატორებმა ამჯერადაც იყოჩაღეს და ძლიერი შემადგენლობა შეკრიბეს - საამიროებში ATP-ის ტოპ-ექვსეულის ოთხი მოთამაშე ვიხილეთ.

ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა - მთავარი პრიზისთვის ექვსი ჩოგბურთელი იბრძოდა. ორმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა პირდაპირი საგზური მიიღო ნახევარფინალში. სტენ ვავრინკას, ნიკოლას ალმაგროს, ენდი მარეისა და ფელისიანო ლოპესს კი მეოთხედფინალების თამაში მოუწიათ. თუ ვავრინკამ დამაჯერებლად დაამარცხა ალმაგრო (6:3, 6:2), მარეის გაუჭირდა ლოპესის ბარიერის გავლა. სამივე სეტი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ბრიტანელმა ბოლო მომენტში მოახერხა ესპანელის წინააღმდეგობის დაძლევა - 7:6(1), 5:7, 6:4.

ნადალი დაბრუნდა

თუ პირველ მატჩში ენდიმ საბრძოლო ხასიათი გამოავლინა, მეორეში მან ძალიან მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენა. გასაოცარიც კია, რომ სეზონის ასეთ ნაადრევ ეტაპზე, თანაც საჩვენებელ ტურნირში მსგავსი თამაში შემოგვთავაზა. მისი მატჩი რაფაელ ნადალთან ტურნირის მშვენება გამოდგა. ესპანელი პირველ ნომრად მოქმედებას ცდილობდა, ბევრს უტევდა, მაგრამ მარეი კარგად იცავდა თავს და უნარიანად გადადიოდა კონტრშეტევაზე. დაცვაში ბრიტანელი თითქმის არ ცდებოდა და ნადალს ძალიან უჭირდა ქულების აღება - ესპანელს ჯერ აშკარად არ ჰყოფნის აგრესია.

საბოლოოდ, რაფამ 2:6, 0:6 წააგო, მაგრამ ამ მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ანგარიში არ ასახავს ჩოგბურთელებს შორის ძალთა რეალურ თანაფარდობას. ნადალი კარგად თამაშობდა (რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა კორტზე). საკმარისია აღინიშნოს, რომ მატჩში 12 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

"გარკვეულ წვრილმანებზე სამუშაო მაქვს. 6:2, 6:0 - მეტისმეტია. ბევრი შანსი მქონდა იმისთვის, რომ ასეთი ანგარიში არ დაფიქსირებულიყო. ცხადია, უნდა მოვუმატო და ამას გავაკეთებ. მარცხის გამო განაწყენებული არ ვარ. ბევრ გათამაშებაში ვდომინირებდი და უბრალოდ, სატურნირო პრაქტიკა არ მეყო. გავაგრძელებ ბევრ მუშაობას, რათა ეს პრაქტიკა დავიბრუნო", - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა.

მეორე ნახევარფინალშიც გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა - 6:2, 6:1, თანაც ეს ციფრები სრულიად სამართლიანი იყო. ტურნირის სამგზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთი თავით მაღლა იდგა სტენ ვავრინკაზე.

არშემდგარი ფინალი

როგორც აღმოჩნდა, ჯოკოვიჩმა აბუ დაბიში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. მესამე ადგილისთვის შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ სერბი კორტზე ვერ გავიდოდა, რისი მიზეზიც ავადმყოფობა იყო. ასე რომ, მარეი უბრძოლველად გახდა აბუ დაბის ტურნირის ორგზის გამარჯვებული. სამწუხაროა, რომ ფინალი არ შედგა, რადგან ნახევარფინალში ორივე ჩოგბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და გადამწყვეტი შეხვედრა შეიძლებოდა ნამდვილი სპექტაკლი გამოსულიყო.

სამაგიეროდ, მაყურებელმა სიამოვნება მიიღო მესამე ადგილისთვის მატჩით. ნადალმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოუმატა ნახევარფინალთან შედარებით, თუმცა ვავრინკაც უკეთ მოქმედებდა. პირველი პარტია 50 წუთი გრძელდებოდა და ესპანელმა ტაი-ბრეიკზე მიაღწია მიზანს. მეორე სეტში რაფა გაცილებით ძლიერი იყო და 6:3 მოიგო.

1/4 ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 4)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 5) 7:6(1), 5:7, 6:4; სტენ ვავრინკა (შვეიც, 3)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 6) 6:3, 6:2.

1/2 ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 4)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2) 6:2, 6:0; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 3) 6:1, 6:2.

მე-5 ადგილისთვის

ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 6)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 5) 6:4, 7:6(6).

მე-3 ადგილისთვის

რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 3) 7:6(1), 6:3.

ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 4)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის