"კლივლენდს" პრობლემები არ აკლდება
"კლივლენდ კავალიერზს" მინიმუმ ორი კვირა თავისი ლიდერის, ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოუწევს თამაში. 30 წლის ფორვარდს მარცხენა მუხლი აწუხებს, რის გამოც თავის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი პაუზა ექნება რეგულარულ ჩემპიონატში.

ლებრონმა ამ სეზონში უკვე გამოტოვა სამი შეხვედრა, ხოლო მისი ანტირეკორდია შვიდი გამოტოვებული მატჩი (2007-08 წლების სეზონში).

წლევანდელ სეზონში ჯეიმსი საშუალოდ მატჩში 25.2 ქულას, 5.3 მოხსნასა და 7.6 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

ამასობაში, გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან აგრძელებენ "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" მოთამაშეების არჩევას.

დასავლეთ კონფერენციაში ყველაზე მეტი ხმა "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელს, სტივენ კარის აქვს - 755 ათასი. ასევე, სასტარტო ხუთეულში მოხვედრის კარგი შანსები აქვთ - კობი ბრაიანტს ("ლეიკერსი", 694 ათასი), ჯეიმს ჰარდენს ("ჰიუსტონი", 516 ათასი), ენტონი დევისსა ("ნიუ ორლეანი", 732 ათასი) და ბლეიკ გრიფინს ("კლიპერსი", 403 ათასი).

"ყველა ვარსკვლავის მატჩი" დღეს რომ ტარდებოდეს, აღმოსავლეთ კონფერენციის ნაკრები მოედანზე ასეთი შემადგენლობით გავიდოდა: ჯონ უოლი ("ვაშინგტონი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი") და პაუ გასოლი ("ჩიკაგო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო