ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მსოფლიო ჭიდაობის 2014 წლის 5 უმნიშვნელოვანესი მოვლენა

მსოფლიო ჭიდაობის 2014 წლის 5 უმნიშვნელოვანესი მოვლენა

ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ სპორტის ამ სახეობაში შარშანდელი სეზონის 5 უმნიშვნელოვანესი მოვლენა გამოჰყო

ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ სპორტის ამ სახეობაში შარშანდელი სეზონის 5 უმნიშვნელოვანესი მოვლენა გამოჰყო, რომელსაც ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ.

I

მსოფლიოს ფედერაციამ წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად თვითრეორგანიზაცია დაასახელა, რომლის თანახმადაც, შეიცვალა ორგანიზაციის დასახელება და მას ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ნაცვლად (FILA, რომელიც ამ სახელს 70 წელიწადი ატარებდა) მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული (UWW) ფედერაცია ეწოდა.

შესაბამისად, შეიცვალა ლოგო, ფერები და ვებსაიტი. ეს ყველაფერი სექტემბერში, ტაშკენტში გამართულ კონგრესზე მოხდა, რომელიც წინ უსწრებდა მსოფლიოს ჩემპიონატს. იქვე ფედერაციის ახალ პრეზიდენტად 6-წლიანი ვადით სერბი ნენად ლალოვიჩი აირჩიეს, ვინც 2013 წლის თებერვლიდან ამ ფედერაციის დროებითი პრეზიდენტი იყო.

შეგახსენებთ, რომ მან დაამხო შვეიცარიელი რაფაელ მარტინეტის ერა მსოფლიოს ჭიდაობაში, თუმცა სპორტის ეს სახეობა ჯერ მაინც შორსაა სასურველი კონდიციებისგან, რაც მას შეუნარჩუნებს სანახაობას და გარანტირებულ ადგილს საერთაშორისო ოლიმპიურ ოჯახში, საიდანაც ორიოდე წლის წინ კინაღამ გარიცხეს.

II

ტოპ-ხუთეულში უვვ-მ მეორე ადგილი ირანელი იმან სადეხკუკანდეხისა და დაღესტნელი ჰაჯიმურად რაშიდოვის შეხვედრას მიაკუთვნა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ეს ფალავნები ერთმანეთს ზაგრებში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ნახევარფინალში შეხვდნენ და ირანელმა მოიგო. არადა, ფავორიტად რუსთა ავარელი მიიჩნეოდა, რომელმაც მანამდე ჩატარებული სამივე პაექრობა ვადამდე, პირველივე პერიოდში მოიგო. ის ირანელთანაც დაწინაურდა და თითქოს მანამდელი სცენარი უნდა გათამაშებულიყო, ანუ ისევ ვადამდე ემარჯვა, რადგან ფეხიდან აიყვანა მეტოქე; გდებასაც თითქოს არაფერი ედგა წინ, მაგრამ ამ კრიტიკულ მომენტში ირანელმა უცნაური მოძრაობა გააკეთა - ჰაერში ცალი ფეხით ახტა და უნაკლო სალტო გააკეთა, თან მეტოქეც გადაიყოლა, რის შემდეგაც ჩოქბჯენში ჩავარდნილს თვითონ ზევიდან მოექცა და მომგებიანი ქულაც მიითვალა.

საბოლოოდ ის ჩემპიონი გახდა, რაშიდოვი კი მესამეზე გავიდა. ილეთი უდავოდ ეფექტური იყო, თუმცა ამაზე უკეთესებიც გვინახავს. ეს არ იყო "ავაზას ნახტომი", როცა ადგილიდან ახტომით თავზე ევლებიან მეტოქეს და ზურგიდან მოექცევიან ხოლმე - ფანდი, რომელიც ამერიკელმა ბერძენ-რომაელმა ელის კოლემანმა გვიჩვენა და რომელსაც მერე ზურაბ დათუნაშვილიც წარმატებით იყენებდა. ეს უფრო დაღესტნელთა ჩეჩენი მსოფლიოს ჩემპიონის - ბეკხან გოიგერეევის (60) სალტოს ჰგავდა. ალბათ, უვვ-ს გადაწყვეტილებაზე იმან იქონია გავლენა, რომ "იუთუბზე" ამ ვიდეოს რეკორდულად ბევრი - ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

III

ტოპ-5-ში მესამე ნომინაცია მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფალურ გამოსვლას და მათი ლიდერის - აბდულრაშიდ სადულაევის (86) ჩინებულ გამოსვლას ერგო.

მაგომედ ჰუსეინოვის დამოძღვრილმა კავკასიელებმა ტაშკენტში რუსეთს 5 ოქრო მოუტანეს. ამ გუნდში თითო იაკუტი (ვიქტორ ლებედევი) და ბურიატიც (ალექსანდრ ბოგომაევი) შედიოდნენ, მაგრამ ისინი უმედლოდ დარჩნენ, ჩემპიონები კი მხოლოდ კავკასიელები გახდნენ: დაღესტნელი ავარები - სადულაევი და აბდუსალამ გადისოვი (97), ოსები - სოსლან რამონოვი (65), ხეტიკ ცაბოლოვი (70) და აფხაზი დენის ცარგუში (74), ერთი ბრინჯაო კი მძიმე წონაში ლეგენდარულმა ოსმა ჰაჯიმურატ გაცალოვმა მოიპოვა.

"ყველამ იცოდა, ტაშკენტში რუსეთის ნაკრები კარგად რომ გამოვიდოდა, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, რომ ისინი 8-დან 5 ოქროს მოიპოვებდნენ", - წერს უვვ-ს საიტი.

რუსებს ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2007-ში ჰქონდათ, როცა ჯამბულათ თედეევის გუნდმა 7-დან 6 ოქრო დაისაკუთრა.

ცალკე სასაუბროა სადულაევი, რომელსაც დასავლელმა ჟურნალისტებმა "რუსული ტანკი" შეარქვეს.

ისიც ამართლებს ამ მეტსახელს - წლეულს ტრიუმფით, წაუგებლად მოიგო ევროპის პირველობაც და მსოფლიოსიც. ის არ დამარცხებულა არც ერთ შეჯიბრებაში და მისი წაუგებელი სერია უკვე 33 ორთაბრძოლას ითვლის (ბარემ აქვე გეტყვით, რომ 22-იანი წაუგებელი სერია აქვს გადისოვს, ხოლო ეს დუეტი საახალწლოდ დაღესტნის ავტონომიის პრეზიდენტმა ბინებით დაასაჩუქრა). არადა, ოფიციალური საბუთებით, სადულაევი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, რაც, ცოტა არ იყოს, საეჭვოა.

საეჭვოა თუნდაც იმიტომ, რომ შეუძლებელია, ამ ასაკში სპორტსმენი ასე დახვეწილი პროფესიონალი იყოს, რომ შეცდომა, პრაქტიკულად, არ დაუშვას; ან თუნდაც იმიტომ, რომ ვიზუალურადაც ჩამოყალიბებული მამაკაცია, ფიზიკურად ჩინებულად მომზადებული. თუმცა სადულაევთან დაკავშირებით ჩვენთვის საყურადღებო ერთი გარემოებაა: რამდენი წლისაც უნდა იყოს ის რეალურად, საბუთებით ჯერ თავისუფლად შეუძლია ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლა, მაგრამ რაკი ეროვნულშია მიწვეული, იქ არ აჭიდავებენ.

ამ დროს კი რას ვხედავთ ჩვენთან? იმავე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (120), ძიუდოში ბექა ღვინიაშვილი (90) პარალელურად გამოდიან ეროვნულსა და ახალგაზრდულში, რაც არა გვგონია, შორეულ პერსპექტივაში სასიკეთოდ წაადგეთ.

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ნიჭს ექსპლუატაცია არ უნდა გაუწიო, მაგრამ ჩვენთან ეს აქსიომა სისტემატურად ირღვევა. ისიც საყურადღებოა, რომ რუსები ახალგაზრდებში ამ წონაში წლეულს ევროპაზეც უმედლოდ დარჩნენ და - მსოფლიოზეც, თუმცა სადულაევის მიწვევა არც უფიქრიათ.

IV

მსოფლიოს ფედერაციამ წლის მოვლენათა შორის მეოთხე ადგილზე სამხრეთამერიკელ მოჭიდავე ქალთა მიღწევები დაასახელა - მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე წონაში ბრაზილიელი ალინა და სილვა ფერეირა მეორეზე გავიდა, რაც პირველი მედალია ამ ქვეყნის ისტორიაში.

მოგვიანებით პან-ამერიკულ თამაშებზე ამერიკელთა და კანადელთა დომინაცია რამდენადმე დაარღვიეს კოლუმბიელმა და ეკვადორელმა ქალებმა, რომლებმაც, შესაბამისად, 2 და 3 ოქრო მოიპოვეს. უვვ-ს ვერსია გასაგებია - ისინი არასაჭიდაო ქვეყნებში ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნავენ და ამათი წარმატებაც შესაბამისი ყურადღების შედეგად მიაჩნიათ.

V

მეხუთე მოვლენად ჩრდილოკორეელი თავისუფალი სტილის მოჭიდავეების - იანგ კიონ-ილას და ჰაკ-ჯინ ჯონგის გამარჯვებები მიიჩნიეს. პირველს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ჰყავდა ბადალი, სადაც ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაგვიმარცხა; მეორემ კი თავის ქვეყანას ზეპოლიტიკური მიღწევა აჩუქა, როცა მტრად მოკიდებულ მოძმე-მოსაზღვრე სამხრეთკორეულ ინჩეონში აზიის თამაშებზე იმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ვაკო

ირაკლი თავაძეს წლის ბოღმის ტიტული ვუბოძოთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო