"ვეცდები, ამ ინტერვიუთი ხალხს საახალწლო განწყობა არ გავუფუჭო"

გია გეგუჩაძემ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ადრე შეგვპირდა, რომ ნაახალწლევს ვრცელ ინტერვიუს მოგვცემდა და სიტყვა შეასრულა. გეგუჩაძესთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს ახლა, როცა ქართულ ფეხბურთს უმძიმესი დროება უდგას.

ჩვენი საკლუბო ფეხბურთიდან ერთიმეორის მიყოლებით გარბიან კერძო ინვესტორები და აკი, სულ ცოტა ხნის წინათ გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილ "ზესტაფონსაც" უგანა ილია კოკაიამ...

სეზონის პირველ ნახევარში გეგუჩაძე არ დადიოდა პრესკონფერენციებზე, არ საუბრობდა მედიასთან. ახლა მიზეზებზე მარჩიელობას აზრი აღარ აქვს. ამიტომ სჯობს, პირდაპირ ინტერვიუზე გადავიდეთ...

- უპირველეს ყოვლისა, მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს; მშვიდობა, ხვავი და ბარაქა მინდა ვუსურვო ჩვენს სამშობლოსა და ხალხს. აქვე ვიტყვი, რომ ვეცდები, ამ ინტერვიუთი ხალხს საახალწლო განწყობა არ გავუფუჭო. უმჯობესი იქნებოდა, ჩვენი საუბარი ოდნავ მოგვიანებით შემდგარიყო, მაგრამ მახსოვს, რომ სიტყვა მოგეცით და ვასრულებ მას.

- ბატონო გია, ინტერვიუს დასაწყისში "ზესტაფონში" განვითარებულ მოვლენებზე ვისუბროთ...

- სამწუხარო ერთი რამაა: დღეს, როცა ქართულ ფეხბურთში უნდა შემოდიოდნენ ინვესტორები, პირიქით ხდება - აქედან გადიან. ეს ძალიან დამაფიქრებელი პროცესია. სულით და გულით მინდოდა, რომ "ზესტაფონი" კვლავ ანგარიშგასაწევი გუნდი ყოფილიყო და რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ კიდეც საამისოდ, თუმცა...

შექმნილ სიტუაციაში მე ვერ გავამტყუნებ ილია კოკაიას. ძალიან მიკვირს, როცა ვხედავ, რომ შესაბამისი ნაბიჯები არ ჩანს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. საქმე ხომ ბოლო წლებში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ეხება. ზოგადი ანალიზისთვის თბილისის "დინამოში" მომხდარიც გამოგვადგება. მისმა მეპატრონე რომან ფიფიამ მკვეთრად შეამცირა კლუბის ბიუჯეტი - ესეც ცნობილი ამბავია.

- რატომ გახდა ქართული ფეხბურთი კერძო ინვესტორისთვის უინტერესო? ალბათ, მათში უპერსპექტივობის განცდამ დაისადგურა...

- არ ვიცი, შეიძლება ისინი ასეც ხედავენ. მე შინაგანად მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთს აქვს პერსპექტივა და მასში ფულიც ჩაიდება, მაგრამ არ ვიცი ზუსტად, როდის მოვა ეს დრო. ერთიცაა - ჩვენ ვსაუბრობთ, ვწერთ, ვკითხულობთ, მაგრამ ხშირად ეს ყველაფერი წყლის ნაყვად რჩება. ასე არ უნდა იყოს.

რაც შეეხება პესიმისტურ ფონს, ამას ყველა ერთად უნდა მოვერიოთ.

- საინტერესოა, "ზესტაფონიდან" წასვლის შემდეგ რაიმე შეთავაზება ხომ არ გქონიათ?

- არა, არანაირი შეთავაზება არ მქონია. არ ვიცი, შეიძლება ეს იმიტომაცაა ასე, რომ საახალწლო დღეებია და ჯერჯერობით ფეხბურთისთვის არავის სცალია.

- გულწრფელად გეტყვით: პირადად მე გია გეგუჩაძე ძნელად წარმომიდგენია რამდენიმეთვიანი პროექტის სათავეში... არადა, თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ასეთი გუნდები ჭარბობენ...

- მეც გულწრფელად გპასუხობთ: საკუთარი თავი მეც ვერ წარმომიდგენია ასეთი პროექტის ხელმძღვანელად.

- არ იქნება, ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე ტრნავის "სპარტაკთან" განცდილ მარცხზეც არ ვთქვათ. რამ განაპირობა ის ფიასკო? მხოლოდ დროის ფაქტორი იყო მიზეზი?

- ერთბაშად რამდენიმე მიზეზი იყო, მათ შორის - დროის ფაქტორიც. ყველაფერს რომ არ ჩავუღრმავდეთ, გეტყვით, რომ "სპარტაკთან" "ზესტაფონის" მარცხი ლოგიკური იყო. მაშინ გამოჩნდა იმის ნიშნები, რაც დღეს ხდება ქართულ ფეხბურთში. ეს მხოლოდ "ზესტაფონს" არ ეხება, საერთო სურათზე მაქვს საუბარი.

ამას რომ ვამბობ, არავინ იფიქროს, რომ თავს ვიმართლებ, პირიქით - ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სამარცხვინო იყო ეს მარცხი და ამის გამო მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით ბოდიში მოვუხადო ქართველ გულშემატკივარს.

- ამ მარცხმა ხომ არ იმოქმედა გუნდის მომავალზე?

- არა, ეს გამორიცხეთ. ყველამ ვიცით, რომ ახალი გუნდის მშენებლობას დრო სჭირდება. ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, მოხდა ის, რაც მოხდა.

- ბატონო გია, "ზესტაფონი" ამ დროისთვის მხოლოდ ფურცელზე არსებობს. დავუშვათ, სიტუაცია შეიცვალა, ქალაქში გადარჩა ფეხბურთი და ამბიციური გუნდის კონტურებიც გამოჩნდა. დაბრუნდებით "ზესტაფონში"?

- ჯერ დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში და პოზიციას მერე დავაფიქსირებ. ჩემს სამწვრთნელო ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ზესტაფონი არ არის ჩემთვის რიგითი ქალაქი და არც ეს გუნდია რიგითი. არაერთი დაუვიწყარი წამი, წუთი და საათი გამიტარებია ზესტაფონში. როგორც უნდა იყოს, ვრჩები "ზესტაფონის" ერთგულ ქომაგად, ისევე, როგორც ყველა ქართული კლუბისა.

- საუბრის ბოლოს საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. სულ ცოტა ხნის წინ გუნდი კახა ცხადაძემ ჩაიბარა...

- პირველ რიგში, ვულოცავ კახა ცხადაძეს. ვიტყვი, რომ ის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და მჯერა, თავს გაართმევს ყველა სირთულეს.

არჩევანი გამართლებულად მიმაჩნია. სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

barsa
უპირველესად გილოცავთ ქრისტეს შობას ქრისტიანებო , გისურვებთ ყველაფერს კარგს ცხოვრებაში. ეს გეგუჩაძე და ზესტაფონი კიდე ქართველი მწვრთნელებიდან და გუნდებიდან იმიტომ მევასება რომ სულ გამართულ და შემტევ ფეხბურტს თამაშობენ რასაც დანატრებული ვართ ქართველი გულშემატკივარი . გეგუ ჯიგარი ხარ
lasha
საამაყო ქართველი და დიდ მწვრთნელია გია გეგუჩაძე, გაიხსენეთ როგორი კლასის გუნდი ჩამოაყალიბა და გწვრთნა ზესტაფონის სახით მაშინდელი ზესტაფონის გუნდი ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო სწორედ ასეთ კაცს უნდა ჩააბარო საქართველოს ნაკრები და მისცე დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების უფლება ფეხბურთელებში თუ ვინაა ღირსი ითამაშოს ფეხბურთი და ვინ არა სწორედ ასე გადარჩება ქართული ფეხბურთი.
fexburtis moyvaruli
გეგუჩაძე მაღალი კლასის მწვრთნელია,კოკაია კი უძლიერესი პრეზიდენტი,ისინი ქართული ფეხბურთის დიდი მოამაგენი არიან .მათ, დიდი შრომის შედეგად, ზესტაფონში ძლიერი გუნდი შექმნეს და თავისი სიტყვაც თქვეს. ვფიქრობ დაწყებულ სასიკეთო საქმეს არ მიატოვებენ, ზესტაფონი კვლავ უძლიერეს გუნდად დარჩება და მათ მოიმედე ახალგაზრდა ფეხბურთელებს გზას გაუკაფავენ დიდი ფეხბურთის სათამაშოდ!
ანთოკელი
გეგუჩას არ ეხება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. მე რომ ინვესტორი ვიყო რატომ ჩავდებდი ფულს არაპროფესიონალ ხალხში? აბა დამკსახელეთ ერთეულების გარდა რომელია პროფესიონალი, ფეხბურთელი, მწვრთნელი, მასაჟისტი, ექიმი, რომელ კლუბს აქვს ნამდ ილი სტრუქტურა, ლროგრამა, მომზადების ციკლები და აშ. დაგეგმილი? დაგეგმვას, განვითარების სწორი მიმართულების განსაზღვრას და პროფესიონალიზმს დავაფინანსებდი მე და არა ამ ვაგლახ გუნდებს
slava
ალეკო მილიონრების ზაკაზი არ შეუსრულებია. კაცია კაცი ზაკაზი ვალერამ იკითხოს აეეეე დინამოოოოოოო
valeris
თუ არ გინდა რატო აკომენტარებ. მე ალეკოს ვიცნოვ ინსტიტუტიდან და შენ გჯობია ათასს შე ბოღმა. ტუ არ გინდა გაატარე მაგრამ ბოღმა ხარ და ეგაა. ეს სტატია არაა ინტერვიუა ჯერ ერთი. და მეორეც-ღმერთმა მოგვცეს ალეკოსთანა ჯურნალისტები და პირველ რიგში ადამიანები. ვიღაცის შეკვეთას ასრულებ ეს ფაქტია. და წაკითხულიც გაქ ეს ინტერვიუ რო იცოდე შენ
valeri
სტატიის წაკითხვა რო მინდა და კაკაურიძეა ავტორი ეგრევე მიქრება სურვილი. ეს კაცი მუცლით მეზღაპრე დემაგოგია
mcodne
სიმართლე თქვი: 16 გუნდიანმა სულ დაღუპა ფეხბურთი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა