საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ტური ისე არ ჩაივლის, რომელიმე ქართველმა მორაგბემ განსაკუთრებით არ გამოიჩინოს თავი
საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ტური ისე არ ჩაივლის, რომელიმე ქართველმა მორაგბემ განსაკუთრებით არ გამოიჩინოს თავი.

ორიოდ კვირის წინ ტურის სიმბოლურ ნაკრებში "სტად ფრანსეს" შერკინების ბურჯი ზურაბ ჟვანია მოხვდა. ამჯერად კი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი მოხვდა. მისმა "მონპელიემ" შინ შეძლო საფრანგეთისა და ევროპის ჩემპიონის, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონოს" დამარცხება - 16:12.

აი, რას წერს ჩვენს მორაგბეზე ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი", რომლის ვერსიითაც ეს სიმბოლური ნაკრები დასახელდა:

"მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) - ქართველმა პირველხაზელმა ოპონენტს, ახალზელანდიელ კარლ ჰეიმანს გასაქანი არ მისცა, ყველა მისი ძლიერი მხარე გაანეიტრალა. თუ გავითვალისწინებთ მისი ვიზავის წარმომავლობას, უნდა დავასკვნათ, რომ ნარიაშვილი შესანიშნავად გაისარჯა".

აღსანიშნავია, რომ ნარიაშვილი, ისევე, როგორც ჟვანია, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე თამაშობს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ისინი კონკურენტები არიან.

ტურის სიმბოლური ნაკრები

15. გაეტან ჟერმანი (ბრივი), 14. მასოე რატუვოე, 13. რემი ლამერა (კასტრი), 12. ორელიან რუჟერი (კლერმონი), 11. რემი გროსო (კასტრი), 10. სტივენ ბრეტი (ლიონი), 9. კარლ მაკლოიდი (გრენობლი). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. დიმიტრი სჟარჟევსკი (მეტრო რასინგი), 3. ნიკოლა მასი (მონპელიე), 4. იუანდერ კრუხერი (მეტრო რასინგი), 5. სებასტიან ვაჰამაჰინა (კლერმონი), 6. ანდრი ვანდერგლასი (გრენობლი), 7. ბენ მოვენი (მონპელიე), 8. რორი გრაისი (გრენობლი).

კიდევ ერთი აღიარება ხვდა წილად საქართველოს ნაკრების მესამეხაზელს, მამუკა გორგოძეს, რომელიც იმის გარდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში საუკეთესო მბოჭავი გახდა, ვებგვერდმა intheloose.com-მა ფლანკერებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შეიყვანა.

გორგოძის გარდა, მოწინავეთა შორის მოხვდნენ: პაბლო მატერა, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე (ორივე - არგენტინა), ჟუან სმიტი, მარსელ კუცია, ვილემ ალბერტსი (სამივე - სამხრეთი აფრიკა), დენ ლიდიატი (უელსი), პიტერ ომაჰონი (ირლანდია), ლიამ მესამი, ჟერომ კაინო (ორივე - ახალი ზელანდია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!