დანიურ კლუბს ამხელა ფულს ვერავინ გადაუხდის...
დეკემბერში მათე ვაწაძემ "ლელოს" გაუმხილა, რომ შესაძლებელი იყო, დანიური "ორჰუსი" დაეტოვებინა. 26 წლის ცენტრფორვარდს დანიის რანგით მეორე ლიგაში თამაში არ აწყობდა და კონტრაქტის გამოსყიდვას იმედოვნებდა.

წყენაც არ დამალა - "ორჰუსის" მწვრთნელმა მარტინ ვიგჰორსტმა ბოლო 5 ტურში მარცხენა ნახევარმცველად მათამაშა, უკმაყოფილო ვარ და სასურველი წინადადება თუ გამოჩნდა, "ორჰუსიდან" სიამოვნებით წავალო.

მათე ვარიანტებსაც ასახელებს - მას დანიის სუპერლიგის გუნდი "რანდერსი" და ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იწვევდა, მაგრამ კლუბთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და, რაც მთავარია, მსურველმა მასში 1.6 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

იხილეთ:მათე ვაწაძე: ჩვენი პრობლემა კლასი კი არა, ქართული პასპორტია

სამწუხაროდ, ვაწაძის იმედი არ გამართლდა, თითქოსდა, დანიელები კონტრაქტში ჩაწერილ თანხას შეამცირებდნენ...

"ჩვენი ინტერვიუს შემდეგ ლამის 10 დღეზე მეტი გავიდა. "რანდერსსაც" ველაპარაკე და ყაზახურ კლუბსაც, მაგრამ მას მერე არავინ დამკავშირებია და ეტყობა, ისევ "ორჰუსში" დარჩენა მომიწევს.

1.6 მილიონი ევრო საკმაოდ დიდი თანხაა და მას ვერავინ იხდის, დანიელები კი ამ თანხის შემცირებას არ აპირებენ", - სწუხს ვაწაძე.

"ორჰუსის" ქართველი თავდამსხმელი კლუბის შენაძენმა გააოცა:

"ახლახან შევიტყვე, რომ 35 წლის თავდამსხმელი იყიდეს, რომელსაც ბუნდესლიგაში უთამაშია. ეს ჩემთვის მოულოდნელი ამბავი იყო. არ ვიცი, ჩემ შემცველად მოიყვანეს თუ რა მიზნით.

მესმის, სუპერლიგაში დაბრუნება გვსურს და გამოცდილი ფეხბურთელი გვჭირდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ან მე მომიწევს ისევ ფლანგზე თამაში, ან ჩვენს ახალწვეულს. თუმცა მაინც ვერ ვხვდები, რა უნდა მწვრთნელს ჩემგან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
მათე გული არ გაიტეხო, მალე მიხვდება მწვრთნელი, რომ ძალიან საჭირო ფეხბურთელი ხარ, განსაკუთრებით თავდასხმაში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მათე ვაწაძე "ორჰუსიდან" წამსვლელ ფეხბურთელთა სიაშია
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
კოპენჰაგენი
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და სამხელისუფლებიანობა დანიის ჩემპიონატში
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
აქ საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინე... მათე ვაწაძე ფანებს დაემშვიდობა
მათე ვაწაძე: "ორჰუსის" მწვრთნელი ყველაფერს მე მაბრალებს...
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
უარი ომს, არჩევანი ისრაელი ან საქართველოა - სად ითამაშებს მათე ვაწაძე