"პესაროსთან" მატჩის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა შერმადინს ვთხოვეთ
იტალიის ჩემპიონატში სტუმრად გაიმარჯვა გიორგი შერმადინის "კანტუმ". ლომბარდიელებმა "პესაროს" 103:83 აჯობეს. სტუმრები დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (43:32), თუმცა ეს მათ დამშვიდების უფლებას არ აძლევდა. არც დამშვიდებულან - მესამე პერიოდში იფეთქეს და "პესაროს" ერთბაშად 35 ქულა ჩაუგდეს (24 მიიღეს). მატჩის ბედიც მეოთხე რაუნდის დაწყებამდე გადაწყდა, თუმცა კალათბურთში, კრივისგან განსხვავებით, თეთრ პირსახოცს არავინ აფრიალებს დანებების ნიშნად და მეოთხე პერიოდმაც ფორმალური სახე მიიღო.

მაშინ, როცა მესამე პერიოდი მთავრდებოდა, იტალიური გამოცემა "დეილი ბასკეტის" ჟურნალისტმა კარლო პეროტიმ დაწერა: ამ მეოთხედში მოედანზე შერმადინი დომინირებს, მისი შეჩერება პესაროელებს ძალიან უჭირთო.

ამ სიტყვებს საფუძველი ჰქონდა - გიორგიმ მესამე ათწუთეულში 12 ქულა ჩააგდო. მისი სრული მონაგარი კი ასეთი იყო: 22 წუთი, 16 ქულა, 10 მოხსნა, 4 დაფარება. ერთი შეცდომა დაუშვა და მასზე ოთხჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინმა 6-6 ორქულიანი და საჯარიმო სტყორცნა, მხოლოდ ერთი ორქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მეტისმეტად მაღალი იყო - 31.

მატჩის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა გიორგი შერმადინს ვთხოვეთ:

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. თამაშისას თანაგუნდელებმაც არ დაიშურეს ჩემთვის პასები და მეც მაქსიმალურად ვეცადე, რომ შინ გამარჯვებულები გავბრუნებულიყავით. ამ მოგებით იტალიის თასზე გასვლის შანსი შევინარჩუნეთ".

შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში ის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც პირველ წრეს ზედა რვაეულში დაასრულებენ. "კანტუ" მეცხრე პოზიციაზეა და ერთი მოგებით ჩამორჩება მერვეადგილოსან "აველინოს". წრის ბოლო ტურში აველინოელები "ვარეზეს" მასპინძლობენ, ხოლო კანტუელები - "რომას".

შერმადინის გუნდს სათასო ზონაში მოსახვედრად მოგება მართებს, თუმცა, ამავე დროს, "ვარეზემ" სტუმრად "აველინო" უნდა დაამარცხოს.

"რვაეულში მოხვედრის შანსი მცირეა, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, - განაგრძობს შერმადინი. - აქამდე არაერთი ისეთი ქულა გავანიავეთ, რომლის დაკარგვა არაფრით შეიძლებოდა, მოსაგები თამაშები წავაგეთ და ამიტომაც აღმოვჩნდით ასეთ სიტუაციაში. ერთით მეტი მოგება რომ გვქონდეს, ახლა თასზე გასულები ვიქნებოდით".

"კანტუს" უახლოესი შეხვედრა ევროთასის მეორე ეტაპზე ელის - შეჯიბრების ერთ-ერთ ფავორიტ რუსულ "ხიმკის" 7 იანვარს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
მანუჩარ მარკოიშვილი: იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მიზნამდე მაინც მივალ
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
თორნიკე შენგელიას 11-მა ქულამ "ბასკონია" მარცხისგან ვერ იხსნა
გიორგი შერმადინის 6 ქულა და გამარჯვება "კასერტასთან"
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
იტალიურმა "კანტუმ" მანუჩარ მარკოიშვილს ვარსკვლავი გაუხსნა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
გიორგი შერმადინის 10 ქულა და "კანტუს" გამარჯვება "ვანოლისთან"
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი "ანდორაში" ითამაშებს