დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება...

დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება. პირველ ტურში ქართველთა მეტოქე უნგრეთის ნაკრები იქნება. მიხეილ ბერუაშვილის გუნდი შეჯიბრებისთვის სათანადოდ მოემზადა და ავსტრიაშიც იმედიანი განწყობით გაემგზავრა. ამაში სასტარტო გამთამაშებლის გივი ბაქრაძის ინტერვიუც დაგარწმუნებთ.

- გუნდში საბრძოლო განწყობაა. კარგად მოვემზადეთ და წარმატების იმედიც გვაქვს. რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ.

- პირველ ჯგუფურ ეტაპზე შვედეთთან, უნგრეთთან და ისრაელთან მოგიწევთ პაექრობა...

- ჯგუფიდან სამი გუნდი გადის. ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ ბოლოადგილოსანი გამოეთიშება. ამიტომ მინიმუმ ერთი მატჩის მოგება მომდევნო ეტაპზე გაგვიყვანს. თუმცა საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ იქნება. პირველ ეტაპზეც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და შემდეგაც. 10 დღეში 8 თამაში მოგვიწევს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება გამძლეობის ფაქტორსაც. ვინც ბოლომდე გაუძლებს, წარმატებასაც ის მიაღწევს.

- მოწინააღმდეგეებს არ იცნობთ?

- შვედეთის ნაკრების სამ კალათბურთელს ვიცნობ. კარგი მოთამაშეები არიან. თუმცა მათზე უკეთესები ჩვენც გვყავს. უნგრეთის 20-წლამდელთა გუნდში ერთი ლიდერია. მისი თამაშიც მინახავს. ისრაელის ნაკრებს არ ვიცნობ, მაგრამ ფაქტია, რომ ჯგუფის ფავორიტი სწორედ ის იქნება.

- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე რას იტყვი?

- ჩვენი გუნდის დადებით მხარედ თანაბრად დაბალანსება უნდა მივიჩნიოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემადგენლობის ნახევარი 1991 წელსაა დაბადებული, სხვებზე ერთი წლით უმცროსია. თუმცა გამოუცდელობა ბრძოლისუნარიანობით უნდა გადავფაროთ. თუ ეს მოვახერხეთ, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა რეალური იქნება.

- გასული სეზონი ფინურ "კორიკობრატში" გაატარე. მომავალი გუნდი ხომ არ შეგირჩევია?

- ფინეთის უმაღლესი ლიგიდან რამდენიმე წინადადება მაქვს, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებას არ ვჩქარობ. სატრანსფერო საქმეებს შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ მივხედავ.

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე