პოლონელი მოტომრბოლელი უცნაურ სიტუაციაში დაიღუპა
ლეგენდარულ ავტომარათონ "დაკარს" პირველი მსხვერპლი ჰყავს. მესამე ეტაპის მსვლელობისას დაიღუპა პოლონელი მოტომრბოლელი მიხალ ჰერნიკი. "დაკარის" 39 წლის დებიუტანტის გვამი ეტაპის 206-ე კილომეტრზე, ტრასიდან სამ მეტრში აღმოაჩინეს. მრბოლელის დაღუპვის მიზეზის შესახებ არაფერს იტყობინებიან.

ჰერნიკი "დაკარის" მეხუთე მსხვერპლია მას შემდეგ, რაც ეს რალი-რეიდი აფრიკიდან სამხრეთ ამერიკაში გადავიდა. 2009 წელს აქ დაიღუპა ფრანგი ტიერი პასკალი, 2012 წელს - არგენტინელი ხორხე მარტინეს ბოერო, 2013 წელს - ფრანგი ტომა ბურჟენი და შარშან - ბელგიელი ერიკ პალანტე.

მესამე ეტაპი მოტორბოლების კლასში "დაკარის" კიდევ ერთმა დებიუტანტმა, მოტოკროსში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ავსტრიელმა მატიას უოლკნერმა მოიგო. KTM-ის პილოტმა 40 წამით აჯობა მოქმედ ჩემპიონს, ესპანელ მარკ კომას და წუთითა და 53 წამით ჩამოიტოვა უკან გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი, ასევე ესპანელი ხოან ბარედო. საერთო ჩათვლაში პირველ-მეორე ადგილებზე ბარედო და პორტუგალიელი გონკალვეში არიან. უოლკნერი მესამე პოზიციაზე გადავიდა, კომა - მეოთხეზე.

ავტომობილების კლასში გამარჯვება მოიპოვა არგენტინელმა ორლანდო ტერანოვამ, რომელიც "მინის" მანქანით გამოდის. მან თითქმის ორი წუთი მოუგო მეორე ადგილზე გასულ "ტოიოტას" წარმომადგენელს, სამხრეთაფრიკელ ჟინიელ დე ვილიერსს. გენერალურ კლასიფიკაციაში პირველ ადგილს ინარჩუნებს ყატარელი ნასერ ალ-ატიია, რომელიც ეტაპზე მეხუთე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა