ზაზა ფაჩულიასთვის ორმაგი დუბლი ჩვეული მოვლენა გახდა და ქართველმა ფორვარდმა სამმაგ დუბლს შეუტია
ზაზა ფაჩულიასთვის ორმაგი დუბლი ჩვეული მოვლენა გახდა და ქართველმა ფორვარდმა სამმაგ დუბლს შეუტია.

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, რომელიც მისმა "მილუოკიმ" ფილადელფიაში გამართა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ფაჩულიას გამორჩეულ შედეგამდე 3 პასი დააკლდა.

ქულა-მოხსნები ზაზამ ორნიშნა რიცხვით გამოხატა, თუმც პასებში "მხოლოდ" 7-ს უწია და სამმაგ დუბლს ვერ შესწვდა.

აქ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს ეგების გახსენება. ოფიციალურ მატჩებში ზაზას სამმაგი დუბლი არასდროს შეუსრულებია, თუმცა ამ გამორჩეულ შედეგამდე ყველაზე ახლოს გასული წლის 27 აგვისტოს გამართულ მატჩში იყო.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩი თბილისში, პორტუგალიასთან ჩაატარა და 71:59 იმარჯვა, ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ კი შეხვედრა 15 ქულით, 10 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.

სამმაგ დუბლს მიუახლოვდა ზაზა დღესაც, გამთენიისას, ფილადელფიაში. "მილუოკიმ" ადგილობრივი "სიქსერსი" 97:77 გაანადგურა, ქართველმა ცენტრმა კი ამ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ზაზას განსაკუთრებული როლი იქიდანაც ჩანს, რომ მან მილუოკელთაგან ყველაზე მეტი - 32:12 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ფაჩულიამ 10-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ზაზამ 5 ჯარიმა მიიღო და ბურთი 4-ჯერ დაკარგა.

მილუოკელებმა გუნდურად ითამაშეს. არც ერთ მათგანს არ დაუგროვებია 20 ქულა. ყველაზე მეტი - 18-18 ბრენდონ ნაითმა და კრის მიდლტონმა მიითვალეს. 15 დააგროვა ოჯეი მაიომ, ჯარიდ ბელისის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. მილუოკელებმა მასპინძლებს თავიდანვე მოუთავეს ხელი, როცა საწყის პერიოდში 27:11 გააცამტვერეს და მოპოვებული უპირატესობა დარჩენილ დროში იოლად შეინარჩუნეს.

მილუოკელები, რომლებიც კარგა ხანია უკვე აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 საფეხურზე იმყოფებიან, მათ წინ მყოფ გუნდთან ჩამორჩენას ნელ-ნელა ამცირებენ. "კლივლენდს", რომელიც მე-5 ადგილზეა, 19 მოგება და 17 მარცხი აქვს, ფაჩულიას გუნდს კი - 19 მოგება და 18 წაგება.

მომდევნო მატჩს მილუოკელები 9 იანვარს, შინ "მინესოტასთან" ჩაატარებენ.

წყარო: gbf.ge

bneli
მიდი ზაზა მიდი წელს ოსლსტარი უნდა ითამაშო მიდიიი
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მაგიური ნიკოლა - იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა