ახალი საჩოგბურთო სეზონი აბუ დაბიში პრესტიჟული საგამოფენო ტურნირით გაიხსნა, სადაც თანამედროვე ჩოგბურთის კლასიკა შედგა

ახალი საჩოგბურთო სეზონი აბუ დაბიში პრესტიჟული საგამოფენო ტურნირით გაიხსნა. ჩოგბურთის მოყვარულთა გასახარად, 2011 წლის პირველ ფინალში თანამედროვე ჩოგბურთის კლასიკა შედგა - რაფაელ ნადალმა ორი ტაიბ-ბრეიკით დაამარცხა როჯერ ფედერერი.

ზედიზედ მესამე წელია, ნადალი და ფედერერი ახალ წელს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ხვდებიან. მათ გარდა, წელს ორგანიზატორებმა შვედი ტომას სიოდერლინგი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი, ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა და კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი მიიწვიეს. რეგლამენტი უცვლელი დარჩა. პირველი და მეორე ნომრები ავტომატურად ხვდებოდნენ ნახევარფინალში, მათი მეტოქეები კი მეოთხედფინალში ირკვეოდა.

ტურნირის გახსნის პატივი ბაღდატისსა და ბერდიხს ერგოთ. კვიპროსელმა წინა სეზონი ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა, მაგრამ უკვე მოასწრო კარგი ფიზიკური ფორმის აღდგენა. მეტოქეებმა პირველი ორი სეტი გაცვალეს, რის შემდეგაც ბერდიხი გადამწყვეტ პარტიაში 5:2 დაწინაურდა, მაგრამ მარკოსმა კინაღამ გადაარჩინა მატჩი. ზედიზედ სამი გეიმის მოგებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და 5:7 წააგო.

მეორე შეხვედრაში სიტუაცია პირველს ჰგავდა. ასევე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაბრუნდა კორტზე ცონგა და დიდი ბრძოლა გაუმართა სიოდერლინგს. მაგრამ ბოლო პარტიაში ფრანგმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რითაც შვედმა კარგად ისარგებლა - 6:4, 6:7, 6:1.

მეორე დღეს გაიმართა ნახევარფინალები. ორგანიზატორები ზედიზედ სამი წელი ელოდნენ კლასიკურ ფინალს, მაგრამ წინა ორ შემთხვევაში ფედერერმა დააღალატა. სადებიუტო წელს მან ენდი მიურეისთან წააგო, მომდევნო სეზონში კარიერაში პირველად დამარცხდა სიოდერლინგთან. მესამე ცდა როჯერისთვის წარმატებული აღმოჩნდა. შვეიცარიელს ნახევარფინალში ისევ რობინი ელოდა. შვედს შარშანდელი წარმატების იმედი მიეცა, როცა სასტარტო სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო, მაგრამ ფედერერმა შეამცირა შეცდომები და თითქმის თანაბარ თამაშში დაამარცხა სკანდინავიელი - 6:7, 6:3, 6:3.

მეორე ნახევარფინალში პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელმა სეზონისთვის კარგი მომზადება გამოამჟღავნა. ნადალი ბერდიხს ორ პარტიაში გაუსწორდა - 6:4, 6:4. პირველ სეტში მან გადამწყვეტი ბრეიკი პარტიის ბოლოს გააკეთა, მეორე სეტში კი მისი უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა.

ფინალმა გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. რაფაელი მეთოდურად მოქმედებდა, როჯერმა კი გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა. სეტის შუა ნაწილამდე ჩოგბურთელები ძალებს ზოგავდნენ, მაგრამ, როცა სეტი ფინალისკენ წავიდა, ორივემ გაზარდა ტემპი.

ამასთან, მომწოდებლებს სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ.

მთელი თამაშის განმავლობაში ვერც ერთმა ვერ გააკეთა ბრეიკი, თუმცა ამის შანსი ორივეს ჰქონდა. შესაბამისად, ორივე პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. პირველი ტაი-ბრეიკი შვეიცარიელმა რამდენიმე ბრწყინვალე დარტყმით დაიწყო, მაგრამ შემდეგ მიზანი გაუფუჭდა. ფედერერმა ძირითადად საკუთარი არაზუსტი დარტყმების გამო ბოლო რვა გათამაშებიდან შვიდი წააგო. მეორე ტაი-ბრეიკზე ესპანელი ოდნავ უფრო ყურადღებით თამაშობდა - 7:6(4), 7:6(3).

ნადალმა წარმატებით დაიცვა აბუ დაბიში მოპოვებული შარშანდელი ტიტული. რაფაელი პირველივე მატჩებიდან ამტკიცებს, რომ კვლავაც პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა ჩოგბურთელმა ახალი სეზონისთვის კარგი მომზადება აჩვენა.

ამასობაში, სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ (AIPS) 2010 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად რაფაელ ნადალი გამოაცხადა. 24 წლის ჩოგბურთელმა მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავებს - ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას გაუსწრო.

საუკეთესო ქალ სპორტსმენად ხორვატი სიმაღლეზე მხტომელი ბლანკა ვლასიჩი აღიარეს. ამ ნომინაციაშიც ფიგურირებდნენ ჩოგბურთელები: მესამე იყო ბელგიელი კიმ კლაისტერსი, ათეულში მოხვდნენ ამერიკელი სერენა უილიამსი და იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე - მათ შესაბამისად მეექვე და მეცხრე ადგილები დაიკავეს.

კაცები

1. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი) - 758 (16,32 %)

2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 695 (14,97 %)

3. ანდრეას ინიესტა (ფეხბურთი) - 684 (14,73 %)

ქალები

1. ბლანკა ვლასიჩი (მძლეოსნობა) - 884 (19,76 %)

2. ლინდსი ვონი (სამთო თხილამურები) - 682 (15,25 %)

3. კიმ კლაისტერსი (ჩოგბურთი) - 637 (14,24 %)

Mubadala World Tennis, აბუ დაბი (საემიროები). ჰარდი, საპრიზო ფონდი: 250 000 დოლარი

1/4 ფინალი

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ)-მარკო ბაღდატისი (კვიპ) 6:3, 3:6, 7:5; რობინ სიოდერლინგი (შვედ)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 6:4, 6:7 (5:7), 6:1.

1/4 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც)-რობინ სიოდერლინგი (შვედ) 6:7 (3:7), 6:3, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 6:4, 6:4.

მე-3 ადგილისთვის

რობინ სიოდერლინგი (შვედ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 6:4, 7:6 (7:4).

ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ)-როჯერ ფედერერი (შვეიც) 7:6 (7:4), 7:6 (7:3).

კიმმა კაროს მოუგო

კიდევ ერთი საჩვენებელი შეხვედრა ტაილანდში გაიმართა, სადაც WTA-ის ტურის პირველმა და მესამე ნომრებმა - დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ და ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა გაარკვიეს ურთიერთობა. გამარჯვებულის გამოსავლენად სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო. პირველი ორი სეტის (6:3, 4:6) გაცვლის შემდეგ, მესამე სეტში საჩემპიონო ტაი-ბრეიკი გაიმართა, რომელიც კლაისტერსმა 12:10 მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩოგბურთელებმა საკუთარი ავტოგრაფებით დამშვენებული 84 ბურთი გაუშვეს ტრიბუნებისკენ. რიცხვი - 84 შემთხვევითი არ ყოფილა: 2011 წელს მონარქი პუმიპონ ადულიადეტი 84 წლის გახდება. ჩოგბურთელები ტაილანდში მეფის პირადი მოწვევით ჩავიდნენ.

კიფერმა დაამთავრა

ცნობილმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ნიკოლას კიფერმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ვეტერანმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ოჯახთან მეტი დროის გატარებით არის განპირობებული.

კიფერს ATP-ის ტურში ექვსი ტურნირი აქვს მოგებული, თუმცა ბოლო ტრიუმფი 2000 წლით თარიღდება. სწორედ მაშინ მიაღწია მან რეიტინგში საუკეთესო შედეგს - ATP-ის კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, ნიკოლასმა 2004 წელს ათენში ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

"ჩვენი ქალიშვილის, მაბელ ემელიენის დაბადების შემდეგ ასრულდა ჩემი მთავარი ოცნება.

ახლა მინდა ახალი ცხოვრების ჩამოყალიბებაში მივიღო მონაწილეობა, რომელშიც ჩოგბურთს ყველაზე ნაკლები როლი ექნება", - ამბობს 33 წლის კიფერი.

ადრეულ ასაკში კიფერს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 1995 წელს მან იუნორთა შორის ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობები მიიღო და მისგან ლეგენდარული თანამემამულის ბორის ბეკერის წარმატებების გამეორებას ელოდნენ, მაგრამ კიფერმა ვერ გაამართლა გაცემული ავანსები და კარიერა ისე დაასრულა, რომ ერთხელაც არ უთამაშია "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში.

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!