სანაძის გუნდი "ვესთ ქოუსთის" კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "პეპერდაინთან" დამარცხდა
დუდა სანაძის გუნდი "ვესთ ქოუსთის" კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "პეპერდაინთან" დამარცხდა.

ქართველი უკანახაზელი სანდიეგოელებს ვერ დაეხმარა - მას ისევ ტრავმა აწუხებს და პეპერდაინელებთან მხოლოდ 10 წუთს, ისიც უშედეგოდ ითამაშა.

თუკი აქამდე დუდას ფეხის ტრავმა აწუხებდა, ახლა გვერდი სტკივა, რომელიც 2 მატჩის წინ დაიშავა:

"ტრავმების გამო ამ სეზონში ფორმაში ვერ ჩავდექი. ხან რა მაწუხებს და ხან რა - გვითხრა სანაძემ - ფეხის ტრავმა, რომელიც ჩემპიონატის დაწყებიდან მაწუხებდა და ამის გამო ხუთეულში ადგილი დავკარგე, როგორც იქნა, მოვირჩინე, მაგრამ ახლა გვერდი მაწუხებს, რომელიც 2 მატჩის წინ თამაშისას დავიშავე და დალურჯებამ დღემდე არ გამიარა".

სანაძემ "პეპერდაინთან" 10 წუთი ითამაშა, მაგრამ უფორმოდ მყოფი შედეგიანობით ვერ გამოირჩა.

დუდამ 2 ორქულინი და ამდენივე სამიანი ააცილა და შეხვედრა 2 მოხსნითა და 2 დაფარებით დაასრულა. ვერც ერთმა სანდიეგოელმა 10-ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია და "ტორეროსი" "პეპერდაინთან" 47:59 დამარცხდა.

2 მოგებითა და 4 მარცხით "სან დიეგო ტორეროსი" "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 15 იანვარს, სტუმრად "სეინთ მერისთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს
დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"
დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები
დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება
დუდა სანაძის MVP-ს ტიტული და 21 ქულა "ბეტესდასთან"
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა