გრანატკინის მემორიალის ფინალში არც ნიკა ყიფიანს უთამაშია და არც გიორგი მელქაძეს
ფოტოზე: ნიკა ყიფიანი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის იუნიორთა (1997 წელს დაბადებულები) ნაკრები ფიფას პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ვალენტინ გრანატკინის სახელობის მემორიალის ფინალში ქართველებმა გაიყვანეს.

სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ტურნირის ჯგუფისა და პლეი-ოფების მატჩებში სერგეი კირიაკოვის გუნდმა 8 გოლი გაიტანა, საიდანაც 5 ქართველთა ანგარიშზე იყო. ნახევარფინალში კი რუსეთმა ბელორუსი 6:0 დაამარცხა და ქართველებმა ამჯერად თავი 3 გოლით გამოიჩინეს, თანაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში - ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა გიორგი მელქაძემ, რომელმაც ორ წუთში დუბლი გაიფორმა; 45-ე წუთზე კი ნიკა ყიფიანმა მეტოქის კარი მესამედ, 25 მეტრიდან ლამაზი დარტყმით აიღო.

რუსეთის ნაკრებმა დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გაიტანა და ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ჩვენებურის ანგარიშზე 4-4 გოლია, რაც რუსეთის ნაკრებში საუკეთესო შედეგია. მელქაძე და ყიფიანი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებიც გახდნენ, მაგრამ სამხრეთკორეელ თანატოლებთან ფინალურ მატჩში არც ერთ ქართველს არ უთამაშია - მელქაძეს შედეგის გაუმჯობესების შანსი ბელორუსთან მატჩში მიღებულმა ტრავმამ წაართვა.

რაც შეეხება ყიფიანს, კირიაკოვი ამტკიცებდა, რომ ის ჯანმრთელად იყო და უნდა ეთამაშა, მაგრამ... ძირითად შემადგენლობაში არც ნიკა გამოჩენილა.

რუსებმა მატჩი ბოლო წუთზე გატანილი გოლით 2:1 მოიგეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

"ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ რუსეთის მეორე ნაკრებში (1998 წელს დაბადებულები) გიორგი მახათაძე თამაშობს. ამ გუნდმა მოსკოვის ნაკრებთან 1:3 წააგო. მახათაძემ კვლავ პენალტით გაიტანა.

მის მხარდამხარ, 81-ე წუთზე, კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა მოედანზე - დიმიტრი ჯარიაშვილი. ის 1996 წელსაა დაბადებული და შემტევი ნახევარმცველია. ჯარიაშვილი მოსკოვის ოლქის გუნდის, "სტროგინოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ნოემბერში, მოსკოვის ნაკრების შემადგენლობაში, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის ფინალური ტურნირის ბომბარდირი გახდა. თავისი ასაკის ნაკრებში ჯარიაშვილი ამის შემდეგღა მიიწვიეს.

დაბოლოს - ვიცით, რომ გულშემატკივრების უკმაყოფილებას იწვევს, რუსეთის სახელით მოთამაშე ქართველებზე რომ ვწერთ. ამას სასიამოვნო ფაქტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სადმე ქართველი რომ ყოჩაღობს, თვალებს ვერ დავხუჭავთ. ასევე იყო გია გრიგალავა, რომელმაც რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ, არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა.

წინასწარ კი ვერავინ იტყვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საბოლოოდ რუსეთის ნაკრების ქართველები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Goga gegeshidze
შAქარტველოM ხო ტამასჰობს Lიგაზე და ეხვროპაზე?
2014
ყველა ადამიანი თვითონ წყვეტს სად და რა უნდა აკეთოს. სადაც უფრო დააფასებენ(შეაფასებენ), მეტი გასაქანი და უკეთესი პირობები ექნებათ, იქ ითამაშებენ და იმ ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ. ე.წ. "პატრიოტები" წარუმატებელი და არაპროფესიონალები არიან, რომლებიც თავიანთ უხეირობას იმით ხსნიან, პატრიოტი ვარ, უცხოეთში იმიტომ არ წავედი თორემ მეხვეწებოდნენო. დაანებეთ თავი, ყველა ადამიანი ინდივიდია, იმის გამო, რომ ვიღაცა ვიღაცას ეომება, თავისი ცხოვრება რატომ უნდა გაიფუჭოს. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და ვიღაც ხელმოცარული პოლიტიკოსების იდეოლოგიისათვის რატომ უნდა დათმონ თავისი წარმატება.
guram kakabadze-s
როგორ შეიძლება ასე წერა?რუსეთში დარჩნენ და ბედნიერები იქნებიან?საერთოდ ქართველმა როგორ უნდა ჩაიცვას რუსული ფორმა?!
guram kakabadze
ტავს დაიგუპავს ეს ბიცჰები ტუ საქარტველოსჰი წამოსვლას გადაწყვეტენ
ერისკაცი
შეიძლება მათზე წერით მათ გაუღვივდეთ პატრიოტიზმი სულში და გულში და საქართველო აირჩიონ..
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
კვარაცხელია "როტორთან" მატჩის სასტარტოშია
"წარმატებები, ჟორა!" - მახათაძე მშობლიურ "როსტოვში" ბრუნდება
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
ლეგიონის უქმეები: არაბულის დუბლი, ძალამიძისა და ბერიძის გოლები [VIDEO]
დავითაშვილმა გაიტანა, არაბიძემ ხარიხას გაარტყა [VIDEO]
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
ნიკა ყიფიანი: "რუბინს" არ გაუმართლა
ლეგიონის უქმეები: არაბიძის დუბლი, კაჭარავას საგოლე პასი [VIDEO]
მახათაძეს, რომელმაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში თამაში არ ისურვა, "რუბინმა" კონტრაქტი გაუუქმა
"შეწყდება თუ არა ანტიროტორული სერია?!" - "რუბინი"-"როტორის" გადამწყვეტი მატჩის წინ რუსულ მედიაში
ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]
"როტორმა" მახათაძე დაიმატა - მან საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში თამაში არ ისურვა
გიორგი ნავალოვსკიმ ხაბაროვსკის სკა დატოვა
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
მოსკოვის "ლოკომოტივს" კიდევ ერთ ქართველს სთავაზობენ
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან