მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი
შვეიცარიის ადელბოდენში დასრულდა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი. ბოლო დისციპლინა, რომელშიც პირველობა გათამაშდა, სპეციალური სლალომი იყო. წინა დღეს გიგანტურ სლალომში მარსელ ჰირშერმა გაიმარჯვა და სლალომშიც მას უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, თუმცა ეტაპი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. სიურპრიზის ავტორი გახდა იტალიელი სტეფანო გროსი, რომელმაც კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. აპენინელმა პოდიუმზე ფრიტც დოპფერი და მარსელ ჰირშერი შეავიწროვა.

არადა, პირველი დაშვების შემდეგ გროსი მხოლოდ მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა - ის წამს აგებდა ლიდერთან, გერმანელ დოპფერთან. გროსმა მეორე დაშვებისას ძალიან დამაჯერებლად გაიარა ტრასის ზედა ნაწილი, შემდეგ კი უნაკლოდ გაუმკლავდა ყველაზე დამრეც მონაკვეთს. მან ფინიშთან მისულებს სოლიდური სხვაობით მოუგო და ცხადი გახდა, რომ იტალიელი - პოდიუმის ერთ-ერთი პრეტენდენტი გახდა.

გროსის გასწრება შეეძლოთ დოპფერსა და ჰირშერს. გერმანელს სოლიდური ჰანდიკაპი ჰქონდა, ამიტომაც ზედმეტად აკურატულად გადიოდა კარებში და ძალიან ფრთხილობდა. შესაბამისად, გროსთან 0.02 წამი წააგო. რაც შეეხება ჰირშერს, მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა ერთ-ერთ მონაკვეთში დამუხრუჭებისას შეცდომა დაუშვა და ეს გროსთან 0.03-წამიან ჩამორჩენად დაუჯდა.

მიუხედავად ამისა, ჰირშერი ძალიან დამაჯერებლად იგებს გენერალურ კლასიფიკაციაში - უახლოეს მდევარ ჩეტილ იანსრუდს 212 ქულას უგებს. გარდა ამისა, ავსტრიელი სათავეში უდგას სლალომისა და გიგანტური სლალომის ჩათვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა