სიდნეიში ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა: ჰალეპი, რადვანსკა, კვიტოვა...
მომავალ ორშაბათს სტარტს იღებს "დიდი სლემის" პირველი ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა. ამ კვირას ჩოგბურთელები ბოლო რეპეტიციას გაივლიან სეზონის პირველი მთავარი სტარტისთვის...

WTA

სიდნეი (ავსტრალია)

Apia International

საპრიზო ფონდი: $731 000

საფარი: ჰარდი, ღია კორტები

ჩატარების თარიღი: 11-16 იანვარი

მოქმედი ჩემპიონი: ცვეტანა პირონკოვა

მონაწილეები: სიმონა ჰალეპი (3), პეტრა კვიტოვა (4), აგნიეშკა რადვანსკა (6), კაროლინ ვოზნიაცკი (8), ანჟელიკ კერბერი (9), დომინიკა ციბულკოვა (10), ეკატერინა მაკაროვა (11), ფლავია პენეტა (12).

სიდნეიში ტურნირი - ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში: ის 1885 წლიდან თამაშდება. 2000 წლიდან ჩოგბურთელები სიდნეის ოლიმპიურ საჩოგბურთო ცენტრში იკრიბებიან. აქ ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენია მარგარეტ კორტი - რვა (1961-1965, 1969, 1971, 1973). ასევე, სიდნეიში მოგებული აქვთ: ივონ გულაგონგს (1972, 1974, 1975, 1977), კრის ევერტს (1981), მარტინა ნავრატილოვას (1982, 1984, 1985, 1989), ნატალია ზვერევას (1990), ჯენიფერ კაპრიატის (1993), მონიკა სელეშს (1996), მარტინა ჰინგისს (1997, 2001, 2002), ლინდსი დევენპორტს (1999), კიმ კლაისტერსს (2003, 2007), ჟუსტინ ანენს (2004, 2006, 2008), ელენა დემენტიევასა (2009, 2010) და ვიქტორია აზარენკას (2012).

შარშან აქ მოულოდნელად ჩემპიონი გახდა ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. წლევანდელი შემადგენლობა, ჩვეულებრივ, ძალიან ძლიერია. ყველაზე მაღალი განთესვის ნომერი ტოპ-ოთხეულის წევრებს - სიმონა ჰალეპსა და პეტრა კვიტოვას აქვთ.

ჰობარტი (ავსტრალია)

Hobart International

საპრიზო ფონდი: $250 000

საფარი: ჰარდი, ღია კორტები

ჩატარების თარიღი: 11-17 იანვარი

მოქმედი ჩემპიონი: გარბინ მუგურუსა

მონაწილეები: კეისი დელაკუა (29), ზარინა დიასი (33), კამილა ჯორჯი (34), სლოუნ სტივენსი (36), კლარა კუკალოვა (40), მონა ბარტელი (42), ელისონ რისკე (43), კურუმი ნარა (44), დანიელა ჰანტუხოვა (WC).

ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე ქალთა ტურნირი 1994 წლიდან იმართება. შარშანდელი გამარჯვებულია გარბინ მუგურუსა, რომელიც არ ჩავიდა ჰობარტში ტიტულის დასაცავად და ამ კვირას სიდნეიში ითამაშებს.

ATP

სიდნეი (ავსტრალია)

Apia International

საპრიზო ფონდი: $494 310

საფარი: ჰარდი, ღია კორტები

ჩატარების თარიღი: 12-17 იანვარი

მოქმედი ჩემპიონი: ხუან მარტინ დელ პოტრო

მონაწილეები: ფაბიო ფონინი (20), დავიდ გოფენი (22), ფილიპ კოლშრაიბერი (24), ჟულიენ ბენეტო (25), ლეონარდო მაიერი (28), ჟერემი შარდი (29), პაბლო კუევასი (30), მარტინ კლიჟანი (34), ხუან მარტინ დელ პოტრო (WC).

ამ ტურნირზე გაუმარჯვიათ ისეთ ცნობილ ჩოგბურთელებს, როგორებიც არიან პიტ სამპრასი (1993, 1994), ლეიტონ ჰიუიტი (2000, 2001, 2004, 2005, 2006), როჯერ ფედერერი (2002). მოქმედი ჩემპიონი კი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო გახლავთ, რომელიც სწორედ სიდნეიში ბრუნდება კორტზე თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ. ორგანიზატორებმა მას "უაილდ-ქარდი" მიანიჭეს. დელ პოტროს პირველი გამომცდელი იქნება უკრაინელი სერგეი სტახოვსკი.

ოკლენდი (ზელანდია)

Heineken Open

საპრიზო ფონდი: $519 395

საფარი: ჰარდი, ღია კორტები

ჩატარების თარიღი: 12-17 იანვარი

მოქმედი ჩემპიონი: ჯონ ისნერი

მონაწილეები: დავიდ ფერერი (10), ერნესტ გულბისი (13), რობერტო ბაუტისტა-აგუტი (15), კევინ ანდერსონი (16), ტომი რობრედო (17), სანტიაგო ხირალდო (32), გილერმო გარსია-ლოპესი (36), სტივ ჯონსონი (37), ბორნა ჩორიჩი (WC).

ოკლენდის ტურნირი გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ტარდება. სხვადასხვა წელს აქ მთავარ პრიზს იღებდნენ ბიორნ ბორგი (1974), სეულის ოლიმპიური ჩემპიონი მიროსლავ მეჩირჟი (1987), მარსელო რიოსი (1998), გუსტავო კუერტენი (2003), დავიდ ფერერი (2007, 2011-13) და ხუან-მარტინ დელ პოტრო (2009). მოქმედი ჩემპიონია ჯონ ისნერი, რომელიც წელსაც იყო განაცხადში, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა თამაშზე. წელს პირველ ორ ნომრად ფერერი და ერნესტ გულბისი არიან განთესილები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
რეიტინგები: სერენას ახალი მდევარი
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
ფოტო-NEWS: აგნიეშკა გათხოვდა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
ბოლო პრემიერი აგნიეშკა რადვანსკასია
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ინდიან უელსი: 6:2 ჯოკოვიჩთან - სენსაციაა!
ინდიან უელსი: სასწაულების დღე
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ