გიორგი ხიდეშელსა და ომარ მიგინეიშვილს ოფიციალური დასტურიღა სჭირდებათ
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა გორის "დილამ" ქვეყნის პირველობის კვალობაზე ორი ძალიან სერიოზული ტრანსფერი განახორციელა. როგორც შევიტყვეთ, 13 იანვარს კლუბთან კონტრაქტებს გააფორმებენ ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი და მეკარე ომარ მიგინეიშვილი.

ჩვენი საფეხბურთო თემი გორელთა ახალწვეულებს ძალიან კარგად იცნობს. დავიწყოთ ხიდეშელით. 26 წლის უკანახაზელს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია - "თბილისში", "კახეთში", "ტორპედოში", "დინამოსა" და "ზესტაფონში".

მან სეზონი "ზესტაფონში" დაასრულა, თუმცა იმერულ კლუბში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ გუნდიდან ყველა ფეხბურთელი წავიდა და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ხიდეშელი ყოფილა.

ხიდეშელის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 3 მატჩია. თავის დროზე, "ზესტაფონში" პირველად მისვლის დროს, მისი გადაბირება კიევის "დინამოს" სურდა, თუმცა მოლდოვურ "დაჩიასთან" ჩემპიონთა ლიგის საგარეო მატჩში ხიდეშელმა მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს კარგა ხნით ჩამოშორდა.

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე - ომარ მიგინეიშვილი 30 წლისაა. კარიერის განმავლობაში მას "სამტრედიაში", "ტორპედოში", "ლოკომოტივსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია.

"დინამოდან" წასვლის შემდეგ მიგინეიშვილი ქუთაისის "ტორპედოში" უნდა გადასულიყო, თუმცა გიორგი დარასელიასა და გამოცდილ მეკარეს შორის თანამშრომლობა არ შედგა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მიგინეიშვილმა 1 შეხვედრა ჩაატარა. მას "დილაში" კიდევ ერთ გამოცდილ მეკარესთან, გიორგი სომხიშვილთან მოუწევს პირველობისთვის ბრძოლა.

ჯერჯერობით, "დილა" ოფიციალურად არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფეხბურთელებს ამ მომენტისთვის კონტრაქტები არ გაუფორმებიათ, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

როგორც ვწერდით, უახლოეს მომავალში საქართველოში უნდა ჩამოსულიყო ბრაზილიელი ფორვარდი, რომელიც "დილას" ხელმძღვანელობას პირობებზე მოელაპარაკებოდა. შევიტყვეთ, რომ ამ ეტაპზე სამხრეთამერიკელის ჩამოსვლა გამოირიცხა, თუმცა საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და, შესაძლოა, ბრაზილიელმა გორულ კლუბს თურქულ შეკრებაზე ჩააკითხოს.

პარალელურად, გორელები ქართველი ფორვარდის დამატებაზეც მუშაობენ, თუმცა ჯერ მისი ვინაობა არ არის ცნობილი.

როგორც მოგეხსენებათ, "დილა" თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება. ჯერ არ დაზუსტებულა იმ გუნდების ვინაობა, რომლებთანაც გორელები თურქეთში ისპარინგებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

PSG
სულ ერთი და იგივე ფეხბურთელები ერთი გუნდიდან მეორეში და ასე გრძელდება უკვე რამდენი წელია! დავიჯერო ახალგაზრდები არ არიან უმაღლეს ლიგისთვის მზად? სად არიან 17 ან 19 წლამდელები რატომ არ ენდობიან უმაღლესი ლიგის გუნდები თუ ისევ ნაცნობობა გამაზვების ეპოქაა?!მერე იტყვიან 17 წლამდე ქართველი ფეხბურთელები მაგრები არიან მერე ვეღარ ვითარდებიანო, როგორ განვითარდება თუ არ ათამაშე ჯერ საქართველოს ჩემპიონატი რაარის და იქაც რომ არ ათამაშებენ! პატრონი არ ყავს ქართულ ფეხბურთს ეს არველაძეც ვერ მოცილდა მანდავუშკასავით არის არაფრის მაქნისი!
erekles
ხო ისევ დილა თუ იზამს რამეს თორემ სხვები რა ჩიტებია აჩვენა გასულმა ზაფხულმა :) მიდით დილელებო, აბა თქვენ იცით!!!
erekle
ra transferebia damburdzgla :D albat dila evropa liis fleiofs umidzndbs :D
Vasiko
საბედნიეროდ დილამ ადგილობრივი თვითმმართველობიდან დაფინანსება მიიღო მთელი მომავალი სეზონის განმავლობაში. მთავარი მწვრთნელი 26 წლის უჩა სოსიაშვილი ნამდვილად აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. წესით დილას ყველა პირობა აქვს ახლა ჩემპიონობისთვის. გვახსოვს ამ გუნდის მიერ ჩატარებული თამაშები უცხოურ კლუბებთანაც. რატომღაც მიმაჩნია რომ ამ სეზონში ეს გუნდი თავის სათქმელს იტყვის.
გორელის
ვინაა პენსიონერი, 26 წლის ხიდაშელი??? ვა ხა ხა ხა ხააა
goreli
ეს პენსიონერები გაადზლიერებენ დილას ხო? და და ესაა სერიოზული ტრანსფერი ? მოვკვდი გიმილით
გივი გაგნიძე
მივესალმები გორის დილაში ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების მოსვლას, როგორებიც გიორგი ხიდეშელი და ომარ მიგინეიშვილია,მათი მოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს-ისედაც დაბალანსებულ დღევანდელ გორის დილას შემადგენლობას.
Fc Dila
და ვინ თქვა რომ ,,დილას" ფული არ ქონდა?
ubeduro saqartvelov, sait mieqanebi....
სააკაშვილი, და მერაბიშვილი აფინანსებს, თურმე სროკიდან.....
koba
მასე არააქ ყველას და კი იმატებენ ფეხბურთელებს
rato
აკი ფული არ ქონდათ?
giorgi
ილურიძეზე რა ხდებაა?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
გოგი ფიფია: დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში გადასვლის მოთხოვნაც გაჩნდება
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
თბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
ომარ მიგინეიშვილი: პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი
ეროვნული ლიგა. XX ტური: თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 3:1 - უფრო მოტივირებულები [VIDEO]
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
საქართველოშიც არიან ნამდვილი ქომაგები! - "ლოკომოტივის" მადლობა "გურიის" ფანებს!
მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა