12 იანვარს ოქტეტის მერვე წევრის ვინაობაც გაირკვა
საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 74-ე ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც ნოკაუტ-სისტემით ტარდება, 16 მამაკაცი ჩაება. ორ-ორი კლასიკური პარტიის შემდეგ შვიდი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა: მიხეილ მჭედლიშვილი, თორნიკე სანიკიძე, მერაბ გაგუნაშვილი, ლუკა პაიჭაძე, დავით ჯოჯუა, ლევან ფანცულაია და დავით ბენიძე.

12 იანვარს ოქტეტის მერვე წევრის ვინაობაც გაირკვა: გიგა ყუფარაძემ დავით მაღალაშვილთან პაექრობისას პირველი კლასიკური პარტია მოიგო, მეორე კი დათმო. ამ წყვილში უძლიერესის გამოსავლენად დაინიშნა ორი 15-წუთიანი პარტია, ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით. 1,5:0,5 გაიმარჯვა ყუფარაძემ და დღეს მეოთხედფინალის პირველ პარტიაში დავით ჯოჯუას შეხვდება. დავითმა კი, როგორც ვწერდით, ნიკოლოზ ჩხაიძეს აჯობა - 1,5:0,5.

წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში რეიტინგით მეორეა დავით ჯოჯუა, რომელიც ჭაბუკობიდანვე იმედისმომცემ მოჭადრაკედ მიიჩნეოდა. თანატოლებში საქართველოს ორგზის ჩემპიონმა და ხუთგზის პრიზიორმა ევროპის პირველობებზე თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა, მსოფლიოზე კი მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში 2003 წლიდან მონაწილეობს. 2013 წელს მესამე იყო, შარშან მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა, თუმცა 2014 წელი მისთვის საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა.

- შარშან უფრო მეტხანს სამწვრთნელო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, - გვითხრა დავით ჯოჯუამ. - სულ სამ ტურნირში ვიასპარეზე. საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ვიყავი, ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატში ბათუმის "ნონას" შემადგენლობაში ოქროს მედალი მოვიპოვე, ხოლო საქართველოს თასის გათამაშებაში მეორე ადგილზე გავედი.

ფიდეს ქალთა მსოფლიო გრან პრისთვის ბელა ხოტენაშვილს ვამეცადინებდი, ხოლო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის წინ მირანდა მიქაძესაც ვავარჯიშებდი. როგორც საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი, გუნდს ვახლდი ტრომსოში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე.

ჩვენი გუნდი საშუალო რეიტინგით მე-4 იყო და საბოლოოდაც მე-4 ადგილზე გავიდა; არადა, ბევრად უკეთესი შედეგის მოპოვება შეიძლებოდა, ფავორიტებისთვის - რუსეთისა და უკრაინის ნაკრები გუნდებისთვის, ფაქტობრივად, მოგებული მატჩები რომ არ დაგვეთმო.

ჩვენთვის სასიამოვნო იყო, რომ ტრომსოში ზურაბ აზმაიფარაშვილმა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობა მოიპოვა, ხოლო აჭარის დედაქალაქს 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება ერგო.

ძალიან გამახარა ბილბაოში ბათუმის საჭადრაკო კლუბ "ნონას" წარმატებამ, რომლის ერთ-ერთი მწვრთნელი მეც ვიყავი. ზღვისპირელებმა პირველ ტურში მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული "მონტე კარლო" დაამარცხეს, შემდეგ სამ რუსულ კლუბს აჯობეს.

საერთოდ, შვიდივე შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონობა მოიპოვეს.

- ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატზე რას იტყვი?

- თოთხმეტი წლის ვიყავი, 2003 წელს უფროსებში ქვეყნის პირველობაზე რომ ვითამაშე. შეჯიბრება მაშინაც ოლიმპიური სისტემით გაიმართა. პირველსავე წრეში დავით ლობჟანიძესთან დავმარცხდი.

მას შემდეგ ნოკაუტ-სისტემა არ მიყვარს - წრიული ტურნირი მირჩევნია, მაგრამ... ჩემ მოწონებაზე ხომ არ არის. ჩემპიონატში, ბაადურ ჯობავას გარდა, ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს. პირველ წრეში, მიმაჩნია, რომ ფაქტობრივად, ფავორიტებმა იმარჯვეს.

მეოთხედფინალში ორ პარტიას ვეთამაშები გიგა ყუფარაძეს. ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს. ანგარიშში, თუ არ ვცდები, თანაბარი მდგომარეობაა. ნახევარფინალში გასასვლელად დაძაბული პაექრობა გვექნება. გამოწვევისთვის მზად ვარ...

13 იანვარს, მეოთხედფინალში ითამაშებენ: მჭედლიშვილი-სანიკიძე, გაგუნაშვილი-პაიჭაძე, ფანცულაია-ბენიძე, ჯოჯუა-ყუფარაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დღეიდან რეიკიავიკში მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი იწყება
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
კოსოვოში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატზე ხუთი ქართველი გამოვა
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ზედიზედ ორი ფრე
ჭადრაკი. თბილისის მერიის თასი: გიგა ყუფარაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა