"საკუთარ თავს უკვე ვაჯობე, ახლა მეტი მინდა!"
დოსიე

კრიშტიანო რონალდო დოშ სანტუშ ავეირო

დაიბადა: 1985 წ. ფუნშალი (მადეირა, პორტ)

ამპლუა: ფორვარდი

კარიერა: 1995-97 - ნასიონალი; 1997-2003 - სპორტინგი; 2003-09 - მანჩესტერ იუნაიტედი; 2009-დან - რეალი.

პორტუგალიის ნაკრები: 118 თამაში, 52 გოლი

"ოქროს ბურთი": 2008, 2013 და 2014

12 იანვარს კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეორედ, ჯამში კი, მესამედ მოიგო პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი "ოქროს ბურთი".

FIFA Ballon d'Or 2014: კრიშტიანო რონალდო სამგზის გამარჯვებულია [VIDEO+PHOTO]

რონალდო შვეიცარიულ ციურიხში ცერემონიალზე რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლა, თუმცა პორტუგალიური ფირმის, Sacoor Brothers-ის ვებსაიტზე მისი ექსკლუზიური ინტერვიუ გამოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ეს ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმა კრიშტიანოს ერთ-ერთი სპონსორია და მას 29 წლის პორტუგალიელთან ინტერვიუ სასპონსორო ხელშეკრულების წყალობით, ეკუთვნოდა.

- 2014 წელს თქვენ მოიგეთ როგორც "ოქროს ბურთი", ასევე ევროპის ბომბარდირისთვის განკუთვნილი "ოქროს ბუცი". შეიძლება ითქვას, რომ ეს წელიწადი თქვენთვის კარიერაში საუკეთესო იყო?

- სავარაუდოდ, ასეა, როგორც ინდივიდუალური ჯილდოებით, ასევე გუნდურითაც. თუმცა, ასევე წარმატებული წლები მქონია "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშისას; ასევე, თუნდაც, "რეალში" ასპარეზობის დროსაც. ამიტომაც მუდამ პოზიტიურად ვუდგები საქმეს.

2014 წელი მაინც გამორჩეული იყო, რადგან ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ასე რომ, დიდი შანსია, ეს ჩემი კარიერის საუკეთესო წელიწადი ყოფილიყო...

- რას ნიშნავს თქვენთვის "ოქროს ბურთი"?

- ეს არის ინდივიდუალური პრიზი, რომლის მოგებაზეც მსოფლიოს ნებისმიერ ფეხბურთელს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია. როგორც იცით, ორი ინდივიდუალური პრიზი მივიღე და ბოლოს "ოქროს ბურთის" მოგება ნამდვილი კულმინაცია იყო.

ეს ყველაფერი იოლად არ მოსულა, 2014 წელს ძალიან ბევრი ენერგია შევალიე წარმატებას. ფაქტია, ბოლო 7 სეზონია, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში ვარ და მე ეს ძალიან მეამაყება. ეს ნიშანია, რომ ექსტრაორდინარული კარიერა მაქვს. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ.

- თქვენ ფეხბურთში უკვე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი დაგიგროვდათ. რომელი გოლია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ეს ძალიან რთული შეკითხვაა. ძალიან ბევრი საკლუბო თუ ინდივიდუალური სიხარული შემხვედრია ფეხბურთში. ტიტულები და გოლები მუდმივად მახარებს. ამიტომ ამდენი გოლიდან ერთის ამორჩევა მიჭირს. ამიტომ ამ კითხვაზე ასე ვპასუხობ: ყველაზე მნიშვნელოვანი ის გოლია, რომელიც ბოლოს გავიტანე.

- თქვენ, ეჭვგარეშეა, ძალიან მონდომებული სპორტსმენი ხართ. ფიქრობთ, რომ სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდით?

- მიმაჩნია, რომ ბევრ რამეს ადამიანი შრომის პროცესში სწავლობს. ბავშვი ვიყავი, როცა ჩემს საქმეს უკვე სერიოზულად ვუდგებოდი. ბოლო დროის წარმატებებმა, ამ მხრივ, ჩემზე ვერ მოახდინა უარყოფითი გავლენა, რადგან შრომა და თავდადება უკვე სისხლში მაქვს, ეს ჩემი ბუნებრივი პოზაა.

ამდენი ტიტული, აღიარება, წარმატება... ყველაფერი წლების განმავლობაში დიდმა შრომამ და პროფესიონალიზმმა მომიტანა. ის, რასაც მივაღწიე, თავს ბედნიერ ადამიანად მაგრძნობინებს.

- თქვენ ხშირად მონაწილეობთ საქველმოქმედო აქციებში...

- ვფიქრობ, უნდა გამოიყენო ის უპირატესობა, რომ საზოგადო პიროვნება, სელებრითი ხარ, რომ ფანებს უყვარხარ. მაგრამ, ალბათ, ხვდებით, რომ ყველას ვერ დაეხმარები. ბოლო წლებში მე და ჩემი ჯგუფი ბევრ კეთილ წამოწყებას დავუდექით გვერდში.

ჩემი მოსაზრება ამ საქმესთან ასეთია: ეხმარები? ამის აფიშირება საჭირო არ არის. მჯერა, რომ გაცემული სიკეთე მომავალში ისევ წინ დახვდება ადამიანს, დაუფასდება. და ეს ყველაფერი უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

- როგორ წარმოგიდგენიათ კარიერის დასასრული, მწვრთნელობაზე გიფიქრიათ?

- ახლახან ჩემს მეგობრებს გავუზიარე ჩემი გულისტკივილი, რადგან ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად მელაპარაკებიან კარიერის დასრულებაზე. მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ კარგა ხანი დარჩა.

იმედია, ფეხბურთს კიდევ 7-10 წელიწადი ვითამაშებ. თუმცა ვიცი, რომ დიდწილად, ეს ჩემს მოტივაციაზე იქნება დამოკიდებული. უბრალოდ, ახლა მინდა მჯეროდეს, რომ კარიერის დასასრულამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო დარჩა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ გაიხსენებენ ფეხბურთელ რონალდოს 30 წლის მერე?

- მინდა, რომ გამიხსენონ, როგორც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. დიახ, ისტორიაში საუკეთესო. ეს არის ჩემი მიზანი და ყოველდღიურად სწორედ ასეთ კარიერას "ვაშენებ". ყოველი წლის ბოლოს მსურს, იმაზე უკეთესი ფეხბურთელი ვიყო, ვიდრე წინა წელს.

ბოლო წლებში მართლაც ასეა - ყოველ წელს უკეთესად ვთამაშობ, ვპროგრესირებ. საკუთარ თავს გავასწარი და ახლა კიდევ მეტის მიღწევა მსურს მომდევნო წლებში. აი, ამიტომაც მჯერა, რომ მომავალში საუკეთესოდ მომიხსენიებენ.

- როგორ უთავსებთ პირად ცხოვრებას და პროფესიას ერთმანეთს?

- ყოველდღიურად ვცდილობ, ის ვაკეთო, რაც ჩემს თამაშს წაადგება. სიმართლე ითქვას, ძალიან ძნელია პირადი ცხოვრებისა და პროფესიული მოთხოვნების თანაცხოვრება, მაგრამ უკვე მივეჩვიე ამ რეჟიმში ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, მომავალში, უკან რომ გამოვიხედები, ერთხელაც არ ვინანებ, რომ ამხელა დრო დავუთმე კარიერას.

- და მაინც, როცა გაქვთ, რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- გააჩნია დროს, სიტუაციას, დღეს. ძალიან მიყვარს ოჯახთან ერთად ყოფნა, ჩემს გელფრენდთან, მეგობრებთან, ჩემს ბიჭთან... რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვისაც ვცდილობ, დრო დავიტოვო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიყვარს ცურვა. საღამოობით კი მეგობრებთან ერთად რესტორანში წასვლა მომწონს.

- მზარეულობაც ხომ არ გეხერხებათ?

- არა, ოჯახში ჩემზე უკეთესი მზარეულები არიან და სიამოვნებით ვუთმობ მათ ამ "ასპარეზს".

- ყველაზე მეტად რა განიჭებთ შვებას?

- მშვიდად ყოფნა, სახლში ყოფნა, მეგობრებთან ერთად ყოფნა. ეს მაშინ, როცა დილით ადრე ვარჯიშზე არ მიმეჩქარება ან მატჩი არ მელის.

- როგორი არდადეგებია თქვენთვის საუკეთესო?

- როცა მზეს ვეფიცხები და მივირთმევ საყვარელ კერძებს.

- შინ, მადეირაზე დაბრუნება თქვენთვის კარგი დასვენებაა?

- მადეირა ჩემთვის უამრავი მოგონების თაიგულია. ეს არის ადგილი, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს.

- მამაკაცმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს თავის გარეგნობას?

- იმდენი არა, რამდენიც ქალმა, თუმცა ეს ასპექტიც მნიშვნელოვანია.

- მოდას მიჰყვებით თუ თქვენი სტილი ჩამოყალიბებული გაქვთ?

- ჩემი სტილი მაქვს, მაგრამ ყოველთვის ვუსმენ ისეთ ადამიანებს, ვისაც ჩემზე მეტი გაეგება ამ საკითხში.

- თქვენი შოპინგის საუკეთესო ადგილი არის...

- ... ინტერნეტი.

- რომელი აქსესუარის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ თავი?

- საათის, სპორტული ფეხსაცმლის, ქამრის და საპარსის.

- აფასებთ Sacoor Brothers-თან თანამშრომლობას?

- რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად დავიწყეთ "მოგზაურობა" ბიზნესსამყაროში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს