შეტევაში ჩართული მეკარე ყოველთვის სახალისო საცქერია და ფეხბურთის იმ ხიბლს გვახსენებს, ჯერაც ველური ფეხბურთის პერიოდში ხშირი მოვლენა რომ იყო

შეტევაში ჩართული მეკარე ყოველთვის სახალისო საცქერია და ფეხბურთის იმ ხიბლს გვახსენებს, ჯერაც ველური ფეხბურთის პერიოდში ხშირი მოვლენა რომ იყო. დღეს ასეთი რამ იშვიათი სანახავია, მაგრამ შემორჩენილთა შემხედვარე ვხვდებით, რომ ფეხბურთს სქემების სილამაზეს ეს არაორდინარული პიროვნებები მატებენ.

ყველას კარგად გვახსოვს ბოლო წუთზე შეტევაში ჩართული "მანჩესტერისა" და დანიის ნაკრების ლეგენდარული პეტერ შმეიხელი, "სევილიას" გოროზი კიპერი ანდრეს პალოპი, არანორმალური კოლუმბიელი რენე იგიტა და მისი "მორიელის დარტყმა", პარაგვაელთა კაპიტანი ხოსე ლუის ჩილავერტი, მექსიკელი ხოსე კამპოსი. ეს უკანასკნელი ერთხელ საკუთარ კლუბში საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ბულგარეთისა და "ბურსასპორის" მეკარე დიმიტარ ივანკოვი მოქმედი მეკარეა და კარიერაში 40 გოლი გაუტანია, გერმანიის ნაკრების მეკარე ჰანს-იორგ ბუტს კი - 28.

ჩვენთვის არანაკლებ საინტერესოა იმ ქართველი მეკარეების ჩამონათვალი, რომლებიც უცხოელი კოლეგებივით გამოირჩეოდნენ. მათ შორის ლიდერები ბათუმის "დინამოს" ყოფილი მეკარეები, ნიკა ტოგონიძე და ასლან ბალაძე არიან.

ეროვნული ნაკრების ყოფილ მეკარე ტოგონიძეს საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მატჩებში 14 გოლი გაუტანია. ის არ იყო ტიპური მეკარე, მოედანზეც არაორდინარული იყო და ცხოვრებაშიც ასეთია. წინ გამოსული, რისკიანი და მაყურებლის ყოჩი თერთმეტმეტრიანების შესრულებითაც იყო ცნობილი.

იყო ასეთი შემთხვევა: ნიკა ხაშურის "ივერიაში" თამაშობდა, ქართლელებს ფეხბურთელები დააკლდათ და ბათუმის "დინამოს" მაშინდელ პლეიმეიკერ ბახვა ამბიძის წინააღმდეგ ვოვა ხაჩიძემ საყრდენ ნახევარმცველად ტოგონიძე დააყენა.

ცხადია, ნიკა მხოლოდ ამით არ გამოირჩეოდა, მეკარედ ვარგოდა და ეროვნულ ნაკრებში ამიტომ მიიწვიეს. ტოგონიძემ ერთხელ, ისევ და ისევ ბათუმის "დინამოსთან", აჭარელთა ბომბარდირ პაატა მაჭუტაძეს სამიდან ორი პენალტი აუღო, მესამეზე კი არ განძრეულა, ისე გაუშვა. სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ გადაიყვანეს ტოგონიძე ბათუმის "დინამოში", სადაც დავით ყიფიანმა შენიშნა, ეროვნულ ნაკრებში მიიწვია და დღემდე ერთადერთი ქართველია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს - ეს საჩუქარი 1997 წელს იტალიასთან მშვენივრად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "სქაისპორტმა" უძღვნა.

ინგლისურმა ტელეკომპანიამ ქართველებს კონკურენტ იტალიასთან ფრე, მისი მეორე ადგილზე ჩაჩოჩება და ჯგუფში ინგლისის პირველ ადგილზე გადაყვანა დაუფასა - ნიკა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ტოგონიძეს ბათუმში მეორე ქართველი "იგიტა", ასლან ბალაძე დახვდა. ბალაძე "ბათუმის" შტატიანი პენალტისტი იყო და "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატში და თასზე 12 პენალტი აქვს გატანილი და ერთიც არ გაუცუდებია.

მომხდარა ისიც, რომ ნაკრებში ციკლის დასაწყისში მეკარედ აყვანილი ციკლის ბოლოს თავდამსხმელად მოგვევლინა, 1999 წელს კი 3 გოლით ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - ვალერი გაგუა, პირველი ლიგის "ნორჩი დინამოს" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი.

შოთა არველაძემ საფეხბურთო სკოლა "ავაზაში" ვარჯიში მეკარეობით დაიწყო და ნეტა ყველა მეკარე ისე გამოვიდეს კარიდან, როგორც "კაისერის" დღევანდელი მწვრთნელი - კარიერის ბოლოს შოთას საქართველოს, თურქეთის, ჰოლანდიისა და შოტლანდიის სტადიონებზე გატანილი 291 გოლი დაუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა