13 იანვარს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურში სენსაციის მოწმენი გავხდით
13 იანვარს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურში სენსაციის მოწმენი გავხდით - ალექსანდრა ვახანიამ თეთრი ფიგურებით, ლაზიერების ენდშპილში, 62-ე სვლაზე ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორ სალომე მელიას აჯობა და ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გათამაშების ცხრილში პირველი ქულა ჩაიწერა...

გონებაში დიდი ხნის წინათ ნანახი სურათი ამოტივტივდა: ცეროდენა გოგონა, ძლივს რომ სწვდებოდა საჭადრაკო მაგიდას, ნიკაპით მარცხენა ხელს დაყრდნობოდა და გულისყურით ადევნებდა თვალს ფიგურების გადაადგილებას, რომ მეტოქის მანევრი არ გამოჰპარვოდა. რამდენიმე სვლის შემდეგ საერთაშორისო ოსტატმა ალა ჩაიკოვსკაიამ საათი გააჩერა და 12 წლის სეხნიას გამარჯვება მიულოცა.

წლისაც არ იქნებოდა ალექსანდრა ვახანია, მისი მშობლები სენაკიდან სოხუმში რომ გადასახლდნენ. იქ აიდგა ფეხი, იქ ეზიარა ბრძენთა თამაშის საიდუმლოებასაც - ხუთი წლისას ბაბუამ ასწავლა პირველი სვლები. აფხაზეთში არეულობა რომ დაიწყო, ვახანიების ოჯახი მშობლიურ კერას დაუბრუნდა, ალა სენაკის პირველ საშუალო სკოლაში მიიყვანეს, სადაც მერაბ ჯღამაძეს ჭადრაკის წრე ჰქონდა გახსნილი.

მერე ოთარ თურქესტანიშვილი ამეცადინებდა, 1998 წლიდან დიდოსტატ თამარ ხმიადაშვილთან იმაღლებდა ოსტატობას. 1995 წელს, 12-წლიანთა საქართველოს პირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავა.

1997 წელს ესენტუკში თოთხმეტწლიანთა სამხრეთ რუსეთის პირველობა მოიგო, ქობულეთში განათლების სამინისტროს ეგიდით გამართულ საქართველოს პირველობაზე მესამე იყო, მომდევნო წელსაც მსგავსი შედეგი ჰქონდა თოთხმეტწლიანებში.

2000 წელს 16-წლიანებში თბილისის ჩემპიონი გახდა, საერთაშორისო ტურნირში ბრინჯაოს მედალი ხვდა, 2001 წელს საქართველოს პირველობაზე მეორე იყო, თბილისის ვაჟთა ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, შავი ზღვის ქვეყნების ჩემპიონატში საერთაშორისო ოსტატის პირველი ბალი დაიმსახურა.

2013 წელს, ქალაქ ფოთში გამართულ ნანა ალექსანდრიას საერთაშორისო ტურნირზე ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. შარშან საქართველოს თასის გათამაშებაში პირველი-მესამე ადგილები გაიყო, უარესი კოეფიციენტით ბრინჯაო ხვდა, ქალთა პირველი ლიგის გათამაშებაში უმაღლესი ეშელონის საგზური დაიმსახურა.

- ექვსი წელიწადია, უმაღლეს ლიგაში არ მითამაშია - საგზურის მოსაპოვებლად ან მეხუთე-მეექვსე ადგილებს ვიყოფდი, ან ნახევარი ქულა მაკლდებოდა პირველი ლიგის შეჯიბრებებში. შარშან მიზანს მივაღწიე, მაგრამ ჩემპიონატის სტარტზე თურმე დიდი იმედგაცრუება მელოდა - ზედიზედ სამი პარტია წავაგე. მე-4 ტურში სალომე მელიას ვეთამაშე. ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს.

დადებითი ბალანსი მის მხარესაა, ამის მიუხედავად, დღეს ძალიან მოვინდომე და გავიმარჯვე. ჩემი მიზანია, ამ ჩემპიონატზე საერთაშორისო ოსტატის მეორე ბალი შევასრულო. იმედია, ფორტუნა ზურგს არ მაქცევს.

- რაზე ოცნებობ?

- სოხუმში დედას და ჩემს უფროს ძმას საღამოობით სასეირნოდ დავყავდი. ძალიან ლამაზი იყო ქალაქი, განსაკუთრებით - ღამით, ლამპიონები რომ აენთებოდა. უამრავი ხალხი სეირნობდა სანაპიროზე. 1998 წელს ქობულეთში რომ გავემგზავრე ტურნირზე და 6 წლის შემდეგ პირველად ვნახე შავი ზღვა, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა.

ფეხსაცმლიანმა შევტოპე წყალში და ტალღებს ხელი შევუშვირე. ასე მეგონა, ჩემს სოხუმს ვეფერებოდი.

ახლა თბილისში ვცხოვრობ, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლაში ჭადრაკს ვასწავლი პირველ-მეორეკლასელებს. ორასამდე მოზარდი ეუფლება ბრძენთა თამაშს. განსაკუთრებით ნიჭიერებს მინდა გზა გავუკვალო დიდი სარბიელისკენ, თუმცა ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა სოხუმში დაბრუნება.

მართალია, ბავშვობის დღეები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ იქაურობა უხმოდ მეძახის და უსაზღვროდ მენატრება...

ქალთა ჩემპიონატის მეოთხე ტურში 13 იანვარს სოფიო გვეტაძემ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლელა ჯავახიშვილი დაამარცხა; ბელა ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით ანა კუჭავას აჯობა და ლიდერობა განიმტკიცა. მერი არაბიძემ თეთრებით მერი ჟორჟოლიანს მოუგო. ნინო ბაციაშვილი და ნინო ხურციძე კი ყაიმზე შეთანხმდნენ.

ამდენად, ოთხი ტურის შემდეგ: ხოტენაშვილი-3,5, ბაციაშვილი, არაბიძე, გვეტაძე- 2,5-2,5, მელია-2, ჯავახიშვილი, ხურციძე, კუჭავა- 1,5-1,5, ჟორჟოლიანი- 1-1 ქულა.

14 იანვარს მოჭადრაკეები დაისვენებენ. 15 იანვარს, მეხუთე ტურში კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ჟორჟოლიანი-გვეტაძე, ხოტენაშვილი-არაბიძე, ხურციძე-კუჭავა, მელია-ბაციაშვილი, ჯავახიშვილი-ვახანია.

სოფიო ნიკოლაძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატი: სხვაობა ნახევარ ქულამდე შემცირდა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე