56 წლის ბელარუსი ფეხბურთელი იური პუდიშევი ბრესტის "დინამოს" შემადგენლობაში აქამდე ჩნდება

სტენლი მეტიუზი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელობის წყალობით, არამედ რეკორდითაც შევიდა - მან კარიერა 50 წლისამ "სტოკ სიტიში" დაასრულა. ამ ასაკამდე არც ერთ ფეხბურთელს არ ეთამაშა. თუმცა ინგლისური ფეხბურთის ლეგენდას რეკორდი ბელარუსმა იური პუდიშევმა ჩამოართვა.

პუდიშევის მაგალითი ამტკიცებს, რომ ფეხბურთი დიდი ხანია, შოუდ გადაიქცა, ამ ტენდენციას კი საქართველოში ანგარიშს არ ვუწევთ. მსოფლიოს მედიამ 2010 წლის 26 ოქტომბერს ერთ ჩვეულებრივ კლუბს, ბრესტის "დინამოს" ყურადღება სწორედ პუდიშევის გამო მიაქცია. ის ბრესტელთა კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, ამჟამად 56 წლისაა და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მინსკის "დინამოს" კაპიტნობდა.

საქმე ისაა, რომ პუდიშევი 26 ოქტომბერს "ბატესთან" მატჩის 90-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, რითაც საკუთარი თავიც და ბრესტელებიც თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ჩაწერა - 56 წლისას ასეთი დონის პირველობაზე ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ უთამაშია.

რატომ გავიხსენეთ პუდიშევი? ბრესტის "დინამოს" ქართველი ნახევარმცველი ზაზა ჭელიძე ამბობს, რომ მსოფლიოს რეკორდსმენი საქართველოზეა შეყვარებული.

"პუდიშევი მთავარი მწვრთნელის, იური პუნტუსის ასისტენტი და მეგობარია. ახლა 56 წლისაა, უკვე სამი წელია, მასთან ერთად მუშაობს. კლუბში ასაკის შესაბამის ნომერს იღებს და თამაშობს - ასე იყო "მტზ-რიპოში", შემდეგ კი ბრესტის "დინამოში". წელს 56 წლის გახდა და "დინამოში" 56-ნომრიანი მაისურა გადასცეს. მოედანზე იმ დროს გადის, როდესაც 3:0-ს ან 4:0-ს ვიგებთ, ან უიმედოდ ვაგებთ, მაქსიმუმ ხუთ-ათ წუთს თამაშობს. გასაგებია, რომ თანამედროვე ფეხბურთის ტემპს ვერ უძლებს და ვეღარ დარბის, მაგრამ ბურთსაც არ დაკარგავს, რადგან კლასი მაინც ეტყობა. ჩივაძის, შენგელიას, სულაქველიძის, გუცაევის, ყიფიანის, დარასელიას დონეზე არ უთამაშია, მაგრამ საბჭოთა კავშირის ნაკრების ფორმა მასაც მოურგია.

წლეულს პუდიშევი თითქმის ყველა მატჩის განაცხადში იყო. ამას საგანგებოდ აკეთებდნენ, მისი რეკორდი დიდხანს რომ ვერ მოხსნან. რეკორდი იქით იყოს და, ბელარუსებმა მიზანს მიაღწიეს, ამბის უჩვეულობის გამო მთელი მსოფლიოს მედია ბრესტის "დინამოზე" წერდა.

პუდიშევი კარგი ადამიანია. პირადად ჩემთვის უთქვამს, "დინამოსთან" უამრავჯერ მითამაშია, ბოლოს კი თბილისში ჩამოვედი, მინდორს ვაკოცე, თქვენი სტადიონი ისე მიყვარსო", - გვითხრა ჭელიძემ.

ქართველებს ბევრად უფრო ცნობილი ფეხბურთელები გვყავს და ასეთი პიარ-აქცია ჩვენს ფეხბურთსაც არ აწყენდა, თორემ საქართველოს პირველობა ყველასგან დავიწყებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე