ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ლევან მჭედლიძე: ნებისმიერ ნაკრებში სიხარულით ვითამაშებ

ლევან მჭედლიძე: ნებისმიერ ნაკრებში სიხარულით ვითამაშებ

"ემპოლის" ქართველი თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ თებერვლამდე ოპტიმალურ ფორმას დაიბრუნებს

ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ სერია B-ს "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მწყობრშია და უახლოესი მატჩებისთვის ემზადება. სხვა ლეგიონერების მსგავსად ამ საახალწლოდ ისიც სამშობლოშია.

- ჩემპიონატი ნორმალურად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო 5 თამაში წავაგეთ. მიზეზი ტრავმებიც იყო და უიღბლობაც. ახლა 25 ქულით მე-11 ადგილზე ვართ, ჩემპიონატის დამთავრებამდე კიდევ 22 მატჩია და უფრო შედეგიანად უნდა ვიასპარეზოთ.

- საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ?

- კმაყოფილიც ვარ და უკმაყოფილოც. ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ გუნდში ვარ, სათამაშო პრაქტიკა მაქვს და სერიოზული ტრავმა არ მქონია. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ 11 მატჩში ბურთი ვერ გავიტანე. არადა, საგოლე მომენტების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივი. ზუსტად არ მახსოვს, ათამდე გოლი გავატანინე ფოტისა და კორალის. მეკარეებმა ისეთი ბურთები ამიღეს, ყველას გაუკვირდა.

დანავსულივით ვარ. ვიცი, ერთი რომ გავიტანო, ნავსს გავტეხ და მერე ბევრსაც შევაგდებ. ერთი შეხედვით ცუდად არ გამოვიყურები, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ.

- ტრავმის გამო თითქმის თვე გაგიცდათ.

- ეგრე იყო და გამოვჯანმრთელდი თუ არა, პირველივე მატჩში მეტოქემ იდაყვი ნეკნში მომარტყა. გამაყუჩებელი ნემსი გამიკეთეს, მაგრამ მაინც ექიმებმა დასვენება მირჩიეს. უკვე მწყობრში ვარ და უახლოესი მატჩისთვის ვემზადები.

- "ემპოლი" რა მიზნისთვის იბრძვის?

- სეზონის წინ სერია A-ში გადასვლა დავისახეთ მიზნად. სერია B-ში აქამდე არ მითამაშია, სპეციფიკური პირველობაა და, როგორც ამბობენ, მთავარი ბრძოლები სეზონის მეორე ნახევარშია, ასე რომ, იმედი არ დაგვიკარგავს. 8 და 14 იანვარს ორი შინაური თამაში გვაქვს და ორივე რომ მოვიგოთ, მდგომარეობას გავიუმჯობესებთ.

- სერია A-სა და სერია B-ს შორის სხვაობას რაში ხედავთ?

- მთავარ ლიგასთან შედარებით სერია B-ში უფრო დაბალი კლასია და ტაქტიკა-სტრატეგიაზე ნაკლებად არიან ორიენტირებული. ამ ლიგაში უფრო ფიზიკური კონდიციებია მთავარი. იმდენად სპეციფიკური პირველობაა, "სიენასაც" კი უჭირს თამაში, რომელიც სერია A-დან დაქვეითდა. ამ ლიგაში ყველაფერი გამძლეობაზეა აგებული. გუნდები უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, კლუბები მათ ზრდიან და მერე სერია A-ს ან სხვა ქვეყნის მთვარი ლიგის გუნდებში ასხვისებენ.

- უახლოეს მომავალში თქვენს კარიერაშიც ხომ არ იქნება სიახლე?

- ჩემმა აგენტმა დევიდე ტორკიამ მითხრა, რომ ინტერესი არის რამდენიმე კლუბიდან, მაგრამ "ემპოლიდან" წასვლა ჯერ არ გადამიწყვეტია. 14 წლის ვიყავი, როცა "ოლიმპიკიდან" ამ გუნდში გადავედი. კლუბის პრეზიდენტ კორსისთან და სპორტულ დირექტორ პინო ვიტალესთან საკმაო ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ვატყობ, სერია A-ში გადასვლის ძალიან დიდი სურვილი აქვთ და უნდათ ამაში დავეხმარო. ასე რომ, წასვლას არ ვჩქარობ.

თანაც, როცა 100 პროცენტით მზად არ ხარ, სჯობს დარჩე. მით უმეტეს, რომ სათამაშო პრაქტიკა მაქვს. ასე რომ, გუნდის შეცვლაზე ჯერ არ ვფიქრობ. უკეთეს გუნდში სათამაშოდ "ემპოლიში" მოვემზადები. ამ სეზონს ჩავამთავრებ და მერე ვნახოთ.

- "ემპოლიში" კიდევ ერთი ქართველია, თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე.

- ყველა აღნიშნავს, რომ ირაკლიმ საგრძნობლად მოუმატა. სეზონის დაწყებამდე ჭაბუკთა გუნდიდან პრიმავერაში ანუ დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას "ემპოლიმ" რომელიმე შემტევი ფეხბურთელი გაასხვისა, შეყილაძეს მთავარი გუნდის შანსი ექნება. თუ არა, მთავარ გუნდში ზაფხულში გადაიყვანენ.

- შემოდგომაზე ოთარ გაბელიამ ახალგაზრდულში გამოგიძახათ, მაგრამ ნაკრების შტაბს აცნობეთ, რომ მზად არ იყავით სანაკრებო დონეზე სათამაშოდ. მაინც რა მოხდა?

- ვიცი, ჩემი ამბავი ზოგმა არასწორად გაიგო. არადა, ჩემი პოზიცია პროფესიული იყო და ვინც მდგომარეობა იცოდა, ყველა დამეთანხმება, რომ სწორად მოვიქეცი. თავად განსაჯეთ, 8 თვის უთამაშებელი ვიყავი, სპეციალური თვე-ნახევრიანი პროგრამა მქონდა მოსამზადებლად, 20 დღეც არ იყო გასული, როცა ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს.

ალალად გეუბნებით, სანაკრებო დონეზე სათამაშოდ კი არა, სერია B-ს დონეზეც არ ვიყავი მზად. ერთ მატჩში 20 წუთით შემიშვეს მოედანზე, თამაშის შეგრძნება არ მქონდა.

ნაკრებში, თუნდაც ახალგაზრდულში, თამაში ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტია, მაგრამ, ვიმეორებ, მზად არ ვიყავი. როცა ფეხბურთელი სანაკრებო დონეზე სათამაშოდ მზად არ არის, სჯობს, ეს თქვას და არ დამალოს.

- ზოგმა მაშინ თქვა, მჭედლიძე ეროვნულ ნაკრებში რომ გამოეძახათ, ჩამოვიდოდაო.

- რას ამბობთ, ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მაღალი დონე და მეტი პასუხისმგებლობაა.

არც ახლა ვარ ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ასეთ კონდიციაში რომ ვყოფილიყავი, ახალგაზრდულში სათამაშოდ ჩამოვიდოდი. მოედანზე მყოფი ფეხბურთელი თამაშს უნდა გრძნობდეს, რაც მაშინ არ მქონდა. საქმეს პროფესიულად მივუდექი და ეს არც დამიმალავს.

20 წლის ვარ და ახალგაზრდულ ნაკრებში კვლავაც მიწევს თამაში. ეროვნულშიც მითამაშია, ახალგაზრდულშიც და ასაკობრივ ნაკრებებშიც. ყველა ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.

- ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მატჩებს თუ ადევნებდით თვალს?

- შეძლებისდაგვარად ვახერხებდი. ახალგაზრდულ ნაკრებს ბოლომდე ვქომაგობდი, ძალიან მინდოდა, ჯგუფიდან გავსულიყავით, ბოლო თამაშამდე მქონდა იმედი, მაგრამ... რაც შეეხება ეროვნულს, ჩემი თანაგუნდელები და ყველა, ვისაც კი იტალიაში ვიცნობ, აღნიშნავენ, რომ ჩვენმა ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა. თემურ ქეცბაიას ხელი უკვე აშკარად ეტყობა ეროვნულს. უპირველესად სათამაშო დისციპლინა გამოსწორდა. ეს აშკარად აკლდა ჩვენს ნაკრებს. ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ იციან, რა უნდა აკეთონ.

მწვრთნელის დავალების შესრულებას ცდილობენ. ნაკრები უფრო შეთამაშდება, გუნდს დაუბრუნდებიან ლევან ყენია, ჯაბა კანკავა და ის ფეხბურთელები, რომლებსაც ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდათ. ამდენი დამარცხების შემდეგ გუნდს რვამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და აშკარაა, რომ ბევრი რამ გამოსწორდა.

- სლოვენიასთან 17 ნოემბრის ამხანაგურ მატჩში ქეცბაიამ ნაკრებში ახალი ფეხბურთელები გამოსცადა. ამ თამაშის შემდეგ, ფეხბურთის სპეციალისტებმა აღნიშნეს, ქეცბაიამ ნაკრებში ლევან მჭედლიძეც უნდა გამოიძახოსო. 9 თებერვალს ეროვნულს სომხეთთან ამხანაგური მატჩი აქვს. ამ თამაშისთვის ნაკრებში რომ გამოგიძახონ, მზად ხართ?

- რომელ ნაკრებშიც გამომიძახებენ, მზად ვარ, ვითამაშო. ეროვნულში ადრეც ვყოფილვარ და ამ დონეზე თამაში ჩემთვის უცხო არ არის. იმედია, ტრავმა ხელს არ შემიშლის, თებერვლამდე კარგ ფორმაშიც ვიქნები. თუ ნაკრებში გამომიძახებენ, ამჯერადაც ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა