კრეტას ოფი ცუდ დღეშია, გიორგი ლორიას კარში კი ოთხი გოლი გავიდა
ლევან მჭედლიძის დაბრუნება "ემპოლის" სასტარტოში 4-თვიანი პაუზის შემდეგ; ირაკლი შეყილაძის დებიუტი "ლატინაში"; ჰოლანდიის ჩემპიონატის უიღბლო რესტარტი ქართველი ფეხბურთელებისთვის და ელგუჯა გრიგალაშვილის "გასროლა" კვიპროსში - ეს არის დღევანდელი ლეგიონის მიმოხილვის მთავარი თემები...

ლევან მჭედლიძე სექტემბრის შემდეგ პირველად ათამაშეს "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში და ეს მილანის "ინტერთან" მოხდა.

ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ 24 წლის ფორვარდმა თავი დიდად ვერ გამოიჩინა 0:0-ზე დასრულებულ შეხვედრაში, რომელშიც ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო, სანამ მასიმო მაკარონეთი ჩაანაცვლებდნენ 71-ე წუთზე.

"რამდენიმე მომენტი შევქმენით და უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. მეტოქე ძლიერი იყო, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ამ სტადიონზე ყველას უჭირს. მეორე ტაიმში უკეთ თამაში გვმართებდა. ბევრს ვმუშაობთ, რომ უკეთ ვითამაშოთ მომავალში", - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა მატჩის მერე.

"მჭედლიძე - 6,5 ბალი. ქართველმა ჩვეული შემართებით და ფიზიკური ძალით ითამაშა. იბრძოდა, თავს სწირავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა თვისებები ნაკლებად აქვს - თუნდაც "მკვლელის" ინსტინქტი. საერთო ჯამში, კარგად ითამაშა", - ეს "პიანეტა ემპოლის" შეფასებაა.

მჭედლიძის ყოფილ თანაგუნდელ ირაკლი შეყილაძეს კი სერია B-ს "ლატინაში" ჰქონდა დებიუტი. "ლატინა" შინ დაუზავდა (0:0) "ვიჩენცას". ირაკლიმ მოედანზე ბოლო 20 წუთი გაატარა და "ტუტო ლატინას" ცნობით, ურიგოდ არ უთამაშია.

ფრანგულ ლიგა 1-ში "ბასტიამ" სტუმრად 1:1 ითამაშა "ტულუზთან". კორსიკელთა განაცხადში კვლავ არ ყოფილა ლუკა კიკაბიძე.

მართალია, ამირან სანაია უკვე ფრანგული ლიგა ნასიონალის ბინადარ "პარიზის" წევრია, მაგრამ მას არ უთამაშია "ლე პუართან" 1:0-ზე მოგებულ შეხვედრაში. "პარიზი" 38 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ცუდად განაახლა პირველობა ქართველთა "ვიტესმა", რომელიც შინ ლიდერ პსვ-სთან 0:1 დამარცხდა. კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 74-ე წუთზე შეცვალეს.

ბელგიის ჟუპილერ ლიგაში ქართველების "გენკი" "ლოკერენს" სტუმრობდა. თორნიკე ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა და 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ლუკა ზარანდია კი განაცხადში იყო და ბოლომდე თადარიგში დარჩა.

რაც შეეხება თამაშს, ის 1:1 დამთავრდა. ამ შედეგმა "გენკის" სატურნირო მდგომარეობა ვერ შეცვალა - ალექს მაკლიშის გუნდი 33 ქულით მე-7 ადგილზეა.

საბერძნეთში ძალიან ცუდ სიტუაციაშია ქართველთა ოფი. ფინანსური პრობლემების გამო კრეტულ კლუბს 6 ქულა ჩამოაკლეს და ახლა გასავარდნ ზონაშია. სწორედ ამ მიზეზით არ უთამაშია გიორგი მერებაშვილს "ვერიასთან" 1:4-ზე წაგებულ შეხვედრაში.

გიორგი ლორიას კარში 4 გოლი გავიდა, თუმცა მეტიც თავისუფლად შეიძლებოდა. 30-ე წუთზე სტუმრები ათნი დარჩნენ, ხოლო ლორიამ მეტოქეს მეორე პენალტი არ გაატანინა. მანამდე "ვერია" სწორედ პენალტით დაწინაურდა. სხვათა შორის, ქართველი გოლკიპერი მთლად მზად არ იყო, მაგრამ გუნდის ინტერესები საკუთარ ჯანმრთელობაზე წინ დააყენა.

აკაკი ხუბუტიას დებიუტს "კერკირაში" კვლავ ველით. ის "ქსანთისთან" უგოლოდ დასრულებულ მატჩში მასპინძელი გუნდის სათადარიგო იყო.

კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი, მე-17 ტური გაიმართა. "ოთელოსი" ჩემპიონ აპოელ-ს ესტუმრა და ქულები დააკარგვინა - 1:1. ეს კი ქართველთა დამსახურებაა, სტუმართა კარში როინ კვასხვაძე იდგა, სრულად ითამაშა ლევან ხმალაძემ, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილმა 50-ე წუთზე ანგარიში შესანიშნავი შორეული დარტყმით გახსნა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს. გრიგალაშვილმა ამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

"ნეა სალამინა" სტუმრად 0:5 დამარცხდა "აპოლონთან". შოთა გრიგალაშვილს არ უთამაშია.

უჩა ლობჟანიძის "ომონია" სტუმრად დაუზავდა "ერმისს". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, მეორე ტაიმში კი გააფრთხილეს.

"ანორთოსისი" აელ-თან აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:1 იმარჯვა უშუალო კონკურენტთან (ზედა ექვსეულში მოსახვედრად). ირაკლი მაისურაძემ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეექვსეა და შემდეგი ტურის გამოტოვება მოუწევს. გიორგი აბურჯანია 69-ე წუთზე გამოჩნდა.

პორტუგალიის ჩემპიონატში კვლავ არ ჩანს აუტსაიდერ "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველი ავთო ებრალიძე, რომელმაც ტრავმა კი მოირჩინა, მაგრამ ეტყობა, ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

ამასობაში კი მისმა გუნდმა მორიგი მარცხი იწვნია - სტუმრად 0:2 დამარცხდა "ბელენენსეშთან" და კვლავ ბოლო ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
იტალიურ ლეგა პროში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ირაკლი შეყილაძე კარიერას იტალიის სერია ც-ს კლუბში გააგრძელებს
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
იტალიური პრესა: ირაკლი შეყილაძის გადაბირება სერია ც-ს კლუბს სურს
ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია
მანჯუკიჩი შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ - 21 აგვისტოს დაიჯესტი
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
ჯილარდინო "სპეციაში", შეყილაძეს იჯარით "ლუკეზეში" უშვებენ?
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
"რუსთავი" "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელით გაძლიერდა და "არაგვი" დაამარცხა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
ლეგიონის უქმეები: ჰეთ-თრიკი, დუბლი და 3 საგოლე პასი [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: ბათუმის "დინამომ" "დილა" დაამარცხა [VIDEO]
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ