საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები უკვე თბილისშია და ახლა ადგილზე გააგრძელებს მზადებას სათადარიგო ფალავნებთან ერთად
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები უკვე თბილისშია და ახლა ადგილზე გააგრძელებს მზადებას სათადარიგო ფალავნებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები ავსტრიულ მიტერშილში იყვნენ ერთობლივ შეკრებაზე, სადაც ირაკლი უზნაძემ ნაკრების ყველა ლიდერი, 16 ფალავანი წაიყვანა.

ეს იყო ძიუდოს ევროპული კავშირის მიერ ორგანიზებული ოლიმპიური საწვრთნელი კემპი, რომელშიც 700-მდე ათლეტი მონაწილეობდა. მათ შორის ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის 40 მედალოსანიც გამოდიოდა - ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი), კაილა ჰარისონი (აშშ), სარა მენეზესი (ბრაზილია), იარდენ გერბი (ისრაელი), მაილინდა კელმენდი (კოსოვო), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვალერი ლიპარტელიანი (ორივე - საქართველო), ილიას ილიადისი (საბერძნეთი), გიორგი ზანთარაია (უკრაინა), არსენ გალსტიანი (რუსეთი) და სხვები...

სპორტსმენები დღეში ორჯერ ვარჯიშობდნენ - თავიდან ვაჟები და ქალები ცალ-ცალკე ემზადებოდნენ, შეკრების მეორე ნახევარში კი ერთად გადიოდნენ წვრთნას. კემპის ფარგლებში მოეწყო მსაჯთა სემინარიც. უზნაძის თქმით, შეკრებამ წარმატებით ჩაიარა. ბიჭებმა სრული დატვირთვით, ნაყოფიერად ივარჯიშეს და რაც მთავარია, ყველაფერმა ტრავმების გარეშე ჩაიარა.

ამ შეკრების პარალელურად, თბილისში დარჩენილი ეროვნული ნაკრების სხვა კანდიდატები ადგილზე გადიოდნენ წვრთნას.

ავსტრიიდან დაბრუნებული გუნდი ახლა მათ შეუერთდება და ერთობლივად გააგრძელებენ მზადებას უახლოესი შეჯიბრებებისთვის. ამ ტურნირების სიას ბოლო პერიოდში ერთიც დაემატა - რომის შეჯიბრება. ამდენად, ჩვენები 7-8 თებერვალს სოფიაში იჭიდავებენ "ევროპის ღია თასზე", იქიდან რომში გადაინაცვლებენ, სადაც მომდევნო უქმეებზე - 14-15 თებერვალს იასპარეზებენ, ამას კი ისევ ერთკვირიანი შუალედით დიუსელდორფის "დიდი პრიზის" ტურნირი მოსდევს - 21-22 თებერვალს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ჯერ არ ჩქარობს ბულგარეთში წასაყვანი შემადგენლობის დასახელებას.

ცხადია, სამწვრთნელო შტაბისთვის ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩენილია გარკვეული დეტალები, რომლებსაც მიმდინარე შეკრებაზე გაარკვევენ. თუმცა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი კულუარებიდან, ნაკრების ხელმძღვანელობა აპირებს, "ევროპის თასებზე", ანუ სოფიასა და რომში სათადარიგოები წავიდნენ, ლიდერები კი დიუსელდორფში იასპარეზებენ.

კონტინენტურ თასებზე იმ კონტინენტის წარმომადგენლებს წონაში 4-4 ფალავნის გამოყვანა შეუძლიათ, რათა სათადარიგოებს რაც შეიძლება, მეტი შანსი მიეცეთ. აქედან გამომდინარე, ევროთასებზე, რომელიც უფრო დაბალი რანგის ტურნირია და სალიცენზიო ქულებიც ბევრად ნაკლები გაიცემა, 4-4 ფალავნის გამოყვანა შეგვიძლია.

ისევ და ისევ დაუზუსტებელი ხმებით, ჩვენები აპირებენ, სოფიაშიც და რომშიც ეს კვოტა სრულად გამოიყენონ, ანუ 28-28 კაცი წაიყვანონ, ოღონდ არა ლიდერები. ოღონდ რამდენად შეიცვლება ბულგარეთში ნამყოფი შემადგენლობა იტალიაში, ეს სოფიური შეჯიბრების შემდეგ გაირკვევა. ბევრად უფრო მეტი სიცხადე იქნება დიუსელდორფის გუნდთან დაკავშირებით, რადგან იქ ლიდერები იჭიდავებენ.

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიაში ჩვენი ქალთა ნაკრების ლიდერი ესტერ სტამიც (70) გამოვა, თუმცა ვიმედოვნებთ, მას შანსი მანამდეც მიეცემა. დღეისათვის ის შედის სალიცენზიო 22-კაციან სიაში, შედარებით სუსტ ევროთასებზე კი გამარჯვების მეტი შანსი აქვს და თუმცა ქულებსაც ნაკლებს მიიღებს, მაგრამ მის პოზიციებს ესეც საგრძნობლად გაამყარებს.

ცხადია, ჩვენები ამ სამი ტურნირის შემდეგაც ბევრ შეჯიბრებაში გამოვლენ - თებერვალ-მარტის მიჯნაზე ვარშავაშია ევროთასი, მარტის ბოლოს კი მიჯრით "დიდი პრიზის" ორი შეჯიბრებაა - თბილისსა და სამსუნში.

მწვრთნელებს გარკვეული მონახაზი იმ ტურნირებზე წამსვლელებზეც აქვთ, თუმცა იმათი შემადგენლობა დიდწილად დიუსელდორფის შემდეგ გაირკვევა. აქ ისიც გასათვალისწინებელია, ვის რა მდგომარეობა ექნება სალიცენზიო რეიტინგში - იქნებ ვიღაცას ქულები განსაკუთრებით სჭირდება სალიცენზიო ჩათვლაში ან სულაც განთესილთა შორის მოსახვედრად, ანაც - უკეთესი ბადის მისაღებად.

ევროპა-მსოფლიოს პირველობების მოახლოების კვალდაკვალ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება და ძიუდოს ფედერაცია არაერთხელ დაიანგარიშებს სალიცენზიო რეიტინგის მონაცემებს.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ძიუდოისტები შეკრებას კვლავ ვაკეში, ძიუდოს ყოფილ დარბაზში გადიან, რომელიც ახლა სამბოს ფედერაციის საკუთრებაშია.

ძიუდოისტებს იქ გადაბარგება იმიტომ მოუხდათ, რომ დიღომში მათ ბაზაზე - ძიუდოს აკადემიის შენობაში, "თბილისი-2015"-ის ფარგლებში, რემონტი მიმდინარეობს, რომელიც თანდათან დასასრულს უახლოვდება, თუმცა ამათ ხელში აგვისტომდე ვერ გადავა, ვიდრე ზემოაღნიშნული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი არ დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის