ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც შვიდი-ცხრა წევრისგან იქნება შემდგარი
ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნა გადაწყვიტა. მან ამის შესახებ შვეიცარიულ გაზეთ SonntagsZeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

კომიტეტში შვიდიდან ცხრა ადამიანამდე გაწევრიანდება - ბლატერის თქმით, ეს იქნება "ხალხი არამარტო სპორტიდან, არამედ პოლიტიკიდან, ბიზნესიდან და კულტურიდან". თვითონ ფიფას პრეზიდენტი ახალ სტრუქტურაში შესვლას არ აპირებს. კომიტეტის ფორმირება ფიფას კონგრესისთვის იგეგმება, რომელიც 2011 წლის ივნისში გაიმართება.

ბოლო დროს ფიფა კორუფციაში არაერთხელ დაადანაშაულეს. კერძოდ, თავისი ხმებით ვაჭრობაში ეჭვის გამო დასავლეთ აფრიკის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ნიგერიელმა ამოს ადამუმ და ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა რეინალდ ტემარიიმ ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში ადგილები დაკარგეს. აღმასკომის ხმის მიცემა, რომელმაც მსოფლიოს 2018 და 2022 წლის ჩემპიონატების ორგანიზატორები გამოარკვია, მათი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

აღმასრულებელი კომიტეტის ხმის მიცემამდე სამი დღით ადრე ახალი კორუფციული სკანდალი დაიწყო. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ფიფას სამი წევრი კომპანია ISL/ISMM-გან 1989-1999 წლებში ქრთამის მიღებაში დაადანაშაულეს. სკანდალში ბრაზილიელი რიკარდო ტეიშეირა, პარაგვაელი ნიკოლას ლეოსი და კამერუნელი ისა აიიატუ გაეხვნენ. საპასუხოდ ფიფამ განაცხადა, რომ მისი არცერთი ფუნქციონერისთვის ISL/ISMM-ის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა