თბილისის "დინამოსა" და ახალგაზრდული ნაკრების მცველი ევროთასებზე წარმატებით გამოსვლას იმედოვნებს

თბილისის "დინამოსა" და ახალგაზრდული ნაკრების მცველმა გულვერდ თომაშვილმა კარიერაში საუკეთესო წელი დაასრულა. მისი თამაშის დასახასიათებლად ერთი სიტყვაც საკმარისია - საიმედო. ნაკრებშიც და კლუბშიც გულვერდი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი იყო, რაც ძალიან ფასობს.

- 2010 წელი რით დაგამახსოვრდა?

- კლუბშიც და ნაკრებშიც შეუცვლელად ვითამაშე, თუ არ ჩავთვლით ყვითელი ბარათების გამო სომხეთში გამოტოვებულ მატჩს. ბევრი თამაშით ფორმაში შევედი და ვფიქრობ, ნორმალური წელი მქონდა.

- თბილისის "დინამოზე" რას იტყვი?

- ყველამ იცით, რომ კლუბში გაჭირვება იყო, ამის ფონზე კიდევ კარგად ვითამაშეთ.

პირველი ეტაპის შემდეგ ლიდერებს მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით და დარწმუნებული ვარ, მეორე წრეში უფრო უკეთ ვითამაშებთ. ალბათ, ახალი პატრონი ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს, "დინამოს" კი მეტი არც არაფერი სჭირდებოდა.

ფინანსები რომ არის, ყველაფერი უკეთ გამოდის.

- ახალი მეპატრონე პირადი კონტრაქტების გაუმჯობესებაზე გელაპარაკათ?

- დიახ, გველაპარაკა. მე კონტრაქტი მაისში მიმთავრდება და მანამდე ვითამაშებ, მერე რა მოხდება, არ ვიცი. ეს მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.

- კლუბის ახალ მმართველებს შენი დატოვების სურვილი აქვთ?

- კახა კაჭარავამ მითხრა, რომ ხელმძღვანელები დამელაპარაკებიან.

- საერთაშორისო შეხვედრების საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგიგროვდა და, ალბათ, მიწვევებიც გექნება.

- რაღაც ვარიანტები შემომთავაზეს, მაგრამ სახარბიელო -არც ერთი. მაისის შემდეგ "დინამოში" თუ ექნებათ ჩემი დატოვების სურვილი, ხომ კარგი, თუ არა, ახალი კლუბის მოძებნა მომიწევს.

- "დინამოში" ხედავ იმ პერსპექტივას, რომლის გამოც უცხოეთში წასვლაზე უარს იტყვი?

- ანუ ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს? დღეს ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ზოგადად, რატომაც არა. "დინამო" დიდი კლუბია, სერიოზული პოტენციალი გააჩნია და თუ დიდი ფული ჩაიდება, ევროთასებზე წარმატებით გამოსვლას ნაღდად შეძლებს. შარშან ძალიან გვიჭირდა და მაინც მესამე ეტაპამდე გავაღწიეთ.

ავსტრიის "შტურმიც" უნდა გამოგვეგდო, მაგრამ... როდესაც გაჭირვებაში ამდენს აღწევ, წესით, დალხენილი მეტს შეძლებ. ევროპის ლიგაში გასვლა რეალური მიზანი მგონია.

- დარწმუნებული ვარ, ეროვნული ნაკრების გამოსვლამ ქართული ფეხბურთის იმედი არა მხოლოდ გულშემატკივრებს, უპირველესად, ფეხბურთელებს დაგიბრუნათ.

- იმედი მართლაც ყველას მოგვეცა, მაგრამ წარმატებას საფუძველი უნდა განუმტკიცო და დიდი ფინანსები მოიზიდო. სხვა თუ არაფერი, გუნდის შესათამაშებლად ერთი წელი მაინც არის საჭირო, უცებ ვერ ჩამოყალიბდება.

- წლეულს "ბენდელას თასზე" ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა ითამაშა - ასეთი რა ხდებოდა?

- ტურნირი შესვენებისას ტარდება, როდესაც გაჩერება არავის სურს. თანაც, საახალწლო ტურნირია და ახალი წლის განწყობას გვიქმნის. ამიტომაც გვსიამოვნებს თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა