რუსული სპორტი ისევ დოპინგ-სკანდალშია
რუსული სპორტი, კერძოდ, მძლეოსნობა, მორიგ დოპინგ-სკანდალში გაეხვა. ამჯერად, საქმეში ფიგურირებენ ოლიმპიური ჩემპიონები.

სპორტულ სიარულში ზაფხულის თამაშების გამარჯვებულები - ვალერი ბორჩინი, სერგეი კირდიაპკინი და ოლგა კანისკინა, აგრეთვე, მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი სერგეი ბაკულინი დამნაშავედ სცნეს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი.

სპორტსმენებმა სხვადასხვა ხანგრძლივობის დისკვალიფიკაცია მიიღეს. კანისკინა და კირდიაპკინი სამი წლითა და ორი თვით დაისაჯნენ, ბაკულინი - სამი წლით, ხოლო ბორჩინი - რვა წლით. დისკვალიფიკაციის ათვლა 2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. კიდევ ერთი მძლეოსანი ვლადიმირ კანაიკინი სამუდამოდ არის დისკვალიფიცირებული.

სპორტსმენების დასჯის მიზეზია ანომალიური გადახრები მათ სისხლსა და ბიოლოგიურ პასპორტებში.

რაც შეეხება ამ მძლეოსნების მიერ მოპოვებულ მედლებს, მათი ბედი უნდა გადაწყვიტოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ.

ბორჩინი და კანისკინა ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ პეკინში. ბორჩინი მეორედ გამოიჭირეს დოპინგის მიღებაში და რვაწლიანი სასჯელი ამით არის განპირობებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება