ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რომელ ნაკრებში დაასაქმებენ ალექსანდრე რეხვიაშვილს?

რომელ ნაკრებში დაასაქმებენ ალექსანდრე რეხვიაშვილს?

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, რიგის "ოლიმპსის" დირექტორი შესაძლოა, საქართველოში დაბრუნდეს

რიგის "ოლიმპსის" დირექტორი საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრე რეხვიაშვილია. შესაძლოა, მალე ის საქართველოში დაბრუნდეს და ერთ-ერთ ნაკრებში იმუშავოს - დანარჩენს მასთან საუბრიდან შეიტყობთ.

- ჯერ "ოლიმპსის" ქართველებზე ვთქვათ. ვინ გაამართლა და ვინ არა?

- სულ ოთხი ქართველი თამაშობდა, ლაშა ღონღაძე, კოტე ზარნაძე, გიორგი ჩხიკვიშვილი და დათო ჯანელიძე. შეიძლება ითქვას, რომ ოთხივემ გაამართლა.

- რეზო თევდორაძე არ ირიცხებოდა?

- რეზო ჩვენთან ისინჯებოდა, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ბალტიის თასზე კი - ორჯერ დააყენეს კარში. მწვრთნელს მოეწონა და დატოვა, მაგრამ მისი განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა, რადგან ჩათვალეს, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მისი დამატება სპორტულ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ოქტომბერში ამიტომ დაგვტოვა, მაგრამ გარკვეული ვალდებულება ავიღეთ და დავაკვალიანებთ.

თევდორაძის ამბავმა დამაფიქრა და არ შემიძლია, არ ვთქვა - რეზოს ჩამოსვლიდან ერთ თვეში აშკარა პროგრესი დაეტყო. ლატვიაში მეკარეთა კარგი სკოლაა და უცებ გამოჩნდა, რა ნიჭიერი ბიჭია, რომ მასში არ ვცდებოდით. თავადაც თქვა, რომ მცირე დროში ისეთი პროგრესი დამეტყო, რასაც საქართველოში წლების ვარჯიშით ვერ მივაღწიეო. არ ვიცი, საქართველოში ასეთი რა პირობებია, რომ ფეხბურთელს ლატვიაში გადასვლაც დიდი ბედნიერება ჰგონია. რეზოსთვის ნორმალურ პირველობაზე ერთი წლით გამოსვლა მისწრება იქნება და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებს ერთ კარგ მეკარეს გავუზრდით.

მას ეროვნულ ნაკრებში უკვე უთამაშია და ასეთი სტატისტიკის მქონე მეკარით, ვფიქრობ, კლუბებიც დაინტერესდებიან. მთავარია, სადმე მოხვდეს.

ახლა "ოლიმპსის" ქართველებზე ვილაპარაკოთ: ლაშა ღონღაძე, კოტე ზარნაძე, გიორგი ჩხიკვიშვილი და დათო ჯანელიძე სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ. დათო ჯანელიძემ პირველი წრე კარგად ჩაატარა და "სკონტოს" მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ სტარკოვსი დააინტერესა. ძალიან მინდა, რომ ახალი სეზონიდან "ოლიმპსში" დავაბრუნო, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია.

არ დავმალავ, ღონღაძესა და ზარნაძეს თავიდან გაუჭირდათ, ლაშას ნახევარი წელი არ ეთამაშა და ამან კვალი დაატყო. კოტე კი 17 წლისაა და ცხადია, უმაღლეს ლიგაში გამოსვლის პრაქტიკა არც ჰქონდა, თუ არ ვცდები, რეგიონულ ლიგაში გამოდიოდა. თუმცა ლატვიურ ფეხბურთს ორივე მალე შეეგუა და ბოლოს ისე ათამაშდნენ, "ოლიმპსი" მათ გარეშე წარმოუდგენელი იყო.

17 წლისაა გიორგი ჩხიკვიშვილიც, რომელიც ზაფხულში ჩამოვიყვანეთ. მან ისე იოლად გაიარა ადაპტაციის პერიოდი, რომ არა ტრავმა, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდებოდა. გიორგი "სასკოს" გაზრდილია, უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია და საქართველოში არ იცნობენ. ამიტომ ვიტყვი, რომ საყრდენი ნახევარმცველია და ჩემი აზრით, დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.

- "ოლიმპსი" მართლა "სკონტოს" ფარმ-კლუბია?

- ასეც არაა, ნახევრადპროფესიული კლუბია და გამოუცდელ ფეხბურთელებს ვათამაშებთ. რადგან რიგის კლუბია, ბავშვებს "სკონტოს" აკადემიიდან ვიწვევთ. ამიტომ ჩვენთან ბევრია 16-17 წლის ბავშვი, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი კი 21 წლის იყო.

- ზამთარში ვინმეს დამატებას აპირებთ?

- ახლა ეს გამორიცხულია, რადგან საამისო ფინანსები არ გვაქვს.

- ლატვიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი უკვე წარსულია. ამიტომ სანაკრებო თემას სხვა კუთხით შემოგიტრიალებთ - შეხვედრამ ლატვიაში ქართულ ფეხბურთზე წარმოდგენა არ შეცვალა?

- შედეგი ცხადია, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა და თამაში არ წაუგია. ფაქტია ისიც, თემურ ქეცბაიას ხელში ნაკრებმა სახე აბსოლუტურად იცვალა, გახდა ბრძოლისუნარიანი და სერიოზული გუნდი, რომელიც ჯგუფში ყველას ღირსეულად ეთამაშება. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და მე, ნაკრების ყოფილ მოთამაშეს, ეს ამბავი ძალიან მახარებს.

გამოიკვეთა ისიც, რომ გუნდმა ისწავლა, როგორ ითამაშოს. მისი ფეხბურთი მომეწონა წმინდა პროფესიული და გულშემატკივრის პოზიციიდანაც. ლატვიაში აქტიურმა, აგრესიულმა ნაკრებმა ითამაშა, რომელიც მოედანზე თავდაჯერებული გამოვიდა და უპირატესობას ფლობდა. ვფიქრობ, ჩვენ არ გაგვიმართლა, რიგაში უნდა მოგვეგო. ამას ლატვიელებიც აღიარებდნენ.

- თქვენ, როგორც მენეჯერს, საქართველოს ნაკრების უკეთესი გამოსვლა ლატვიაში ქართველების ჩაყვანას გაგიიოლებთ.

- ეს თავისთავად, თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ყოველთვის ტალანტებით მდიდარი ქვეყნის სახელი ჰქონდა და იმიჯი ნაკრების ჩავარდნის მიუხედავად მაინც შევინარჩუნეთ. პირიქით, ლატვიელებს ის უკვირდათ, ნაკრები რატომ ვერ აჩვენებდა იმ შედეგებს, ტალანტებით მდიდარ ქვეყანას რომ შეეფერება.

- თქვენი აზრით, რა იყო მიზეზი?

- მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მარტივად კი მიზეზები ცუდი პირობები, არარსებული ინფრასტრუქტურა, ფინანსური მდგომარეობაა, თორემ ქართველებს მართვაც კარგად გვეხერხება, ნიჭიერი მწვრთნელებიც საკმაოდ გვყავს, ფეხბურთელებზე კი უკვე ვილაპარაკეთ. ფინანსური მდგომარეობა ხელს თუ არ გიწყობს, შეუძლებელია ნიჭის სრულად გამოვლენა, თორემ ლატვიის ჩემპიონატი ჩვენსაზე მაღალი დონის ვერ იქნება და ვერც ერთი პარამეტრით ვერ გაგვასწრებენ.

- როგორც შევიტყვეთ, შესაძლოა, საქართველოს ერთ-ერთ ნაკრებში იმუშაოთ.

- მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს.

- მაშინ გავსხნათ ფრჩხილები - გავიგეთ, რომ ფუტსალის ნაკრებში მუშაობას გთავაზობენ.

- დიახ, ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკების გამო ჩამოვედი თბილისში. 22 იანვარს შესარჩევი ციკლი იწყება და გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები. რაღაც საკითხებია გადასაწყვეტი, ანუ რა როლში ვიმუშავებ.

- ალბათ, მწვრთნელობას არ უნდა გთავაზობდნენ, რადგან კარიერის დასრულების შემდეგ მენეჯერობთ.

- სხვათა შორის, მწვრთნელის ლიცენზია აღებული მაქვს, მაგრამ მწვრთნელობა არასდროს მიცდია. ალბათ, ნაკრებში თუ ვიმუშავებ, მენეჯერის ფუნქციები დამეკისრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო