ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მანუჩარ კვირკველია ცვლილებებს გეგმავს - ინტერვიუ ახალ პრეზიდენტთან

მანუჩარ კვირკველია ცვლილებებს გეგმავს - ინტერვიუ ახალ პრეზიდენტთან

საჭიდაო სამყარო დალაგდა, დამშვიდდა და თავის უმთავრეს საქმეს - ვარჯიშს შეუდგა
საჭიდაო სამყარო დალაგდა, დამშვიდდა და თავის უმთავრეს საქმეს - ვარჯიშს შეუდგა.

ჯერჯერობით ფედერაციაში მხოლოდ პრეზიდენტი შეიცვალა - 26 დეკემბერს გამართულ მარათონულ არჩევნებში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ გაიმარჯვა, სხვა კი ყველაფერი ისევ უცვლელად რჩება: პოსტებს ინარჩუნებენ ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი; ასევე, სამუშაოს დაუბრუნდნენ ის მწვრთნელები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ გაათავისუფლა - ბეგი დარჩია და რევაზ მინდორაშვილი თავიანთ სამწვრთნელო ჯგუფებთან ერთად. გუნდები უკვე შეუდგნენ ვარჯიშს და შეკრებაზეც გაემგზავრნენ.

კვირკველიას არჩევიდან დიდი დრო არ გასულა. მასთან ინტერვიუში შევეცადეთ, უკვე გაკეთებულსა თუ უახლოეს გეგმებზე გვესაუბრა, თუმცა, როგორც ირკვევა, მთავარ ამბებს ახლო პერიოდში უნდა ველოდოთ.

- თქვენი არჩევიდან დიდი დრო არაა გასული და თუ გადაიდგა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები?

- ასეთ მოკლე დროში მართლაც რა უნდა გამეკეთებინა, ჯერ სიტუაციას ვეცნობი და ვმუშაობთ.

ყველაფერზე უნდა შევთანხმდეთ, კონსულტაციები გავიაროთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები.

მთავარია, ერთპიროვნულად არაფერი გადაწყდება. ფედერაციაში დღეს თუ სიწყნარეა, ამ სამუშაო რეჟიმის დამსახურებაცაა.

- დღეს ყველაზე აქტუალური ნაკრებების მწვრთნელების თემაა. ჯერჯერობით ძველები მუშაობენ, არა?

- კი, ჯერჯერობით ისევ ისინი აგრძელებენ მუშაობას, თვის ბოლოს კი პრეზიდიუმი შეიკრიბება და განიხილავს ამ საკითხს. იმ სხდომის შემდეგ გავიგებთ საბოლოოდ დამტკიცებულ ვარიანტს.

- ფედერაციის სხვა ხელმძღვანელთა საკითხი როგორ იქნება - ისინიც ავტომატურად გააგრძელებენ მუშაობას თუ ახლებს აირჩევენ?

- ისინი ამ პოსტებზე არჩეულები არიან და გააგრძელებენ მუშაობას თავიანთ ადგილას. მათი გადაყენების არანაირი უფლება არ მაქვს.

პრეზიდიუმს და ყრილობას კი შეუძლია, მათი შეცვლა მოითხოვოს, მაგრამ ამის დრო არაა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი - ნაკრები სავარჯიშოა და ლიცენზიები მოსაპოვებელი.

- დაპირისპირება ისევ ხომ არ გრძელდება, ყველა წამყვანი მოჭიდავე ვარჯიშობს?

- მოჭიდავეთა უმრავლესობას ვარჯიში აინტერესებს და ემზადება კიდეც, ხოლო თუ ვინმე გამონაკლისია, იმათაც დაველაპარაკებით, რა უნდათ, რა პრეტენზიები აქვთ და ყველაფერს გავუკეთებთ.

უყურადღებოდ არავის დავტოვებთ, ოღონდ მათი მოთხოვნები შიდა დებულებებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მთლიანობაში, სისტემა ჩამოსაყალიბებელია.

- კონკრეტულად რის შეცვლას აპირებთ?

- ფედერაციაში, რომელიც საქართველოში ბევრჯერ ყოფილა საუკეთესო, მთელი რიგი მიმართულებები გასაუმჯობესებელია. ამას თანდათან გაიგებთ და, შეიძლება, ბევრი ფედერაციაც დაინტერესდეს ამით, მაგრამ ამ თემებზე წლის ბოლოს უფრო ადვილი იქნება საუბარი.

- ერთი მაინც რომ დავაზუსტოთ - ცვლილებები უშუალოდ ფედერაციაში იგეგმება მმართველობითი კუთხით თუ - ნაკრებების სავარჯიშო პროცესში?

- ყველა მიმართულებით. ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. შედარება რომ გავაკეთოთ, ეს ფედერაცია პირველყოფილ მდგომარეობაშია და წარმოიდგინეთ, ასეთმა ქუჩაში რომ გაიაროს, რამდენი რამე გაუკვირდება. დრომ მოიტანა, თანამედროვეობას მივყვეთ და არ ჩამოვრჩეთ მას.

- ფედერაციის დებულების ის ჩასწორებული მუხლები თუ გასწორდა, რაც დავის ძირითადი საგანი იყო?

- ამაზეც ვმუშაობთ და პრეზიდიუმის ზემოაღნიშნულ სხდომაზე ეს საკითხიც დამტკიცდება.

- ნაკრებების მოსამზადებელი გეგმა უკვე დამტკიცებულია თუ ამასაც პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ გააკეთებენ მწვრთნელები?

- მწვრთნელებმა წლის სამუშაო გეგმა უკვე შეადგინეს და წარდგენილია სპორტის სამინისტროში. ახლა ველოდებით პასუხს იქიდან. მათთან დეტალებზე ჯერ შეჯერებული არ ვართ. საამისოდ არც მათ ეცალათ და არც - ჩვენ. სადღესასწაულო დღეებმა აქამდე არ მოგვცა ამის საშუალება, მაგრამ ეს პროცესი უკვე სწრაფი ტემპით მიდის წინ.

- უახლოეს პერიოდში რომელ ტურნირებში გამოვლენ ჩვენი მოჭიდავეები?

- გუნდები ჯერ შეკრებაზე მიდიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 20 იანვარს უკვე წავიდნენ ბაკურიანში, "ბერძენ-რომაელები" კი ბორჯომში გაემგზავრებიან. მერე ირანში წავლენ და თანდათან ჩაებმებიან შეჯიბრებებში.

- რთული მემკვიდრეობა გერგოთ, დემორალიზებული გუნდები... რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ მიმდინარე სეზონს, რომელიც სალიცენზიოა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი?..

- კარგია, რომ გუნდებმა ვარჯიში დაიწყეს. ცუდია, ამდენი დრო რომ დავკარგეთ, თუმცა უფრო ცუდი იქნებოდა, მეტს თუ დავკარგავდით. ახლა ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ მდგომარეობის გამოსწორებაზე და მაქსიმალურად უნდა დამეხმარონ.

კი, პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ვიღებ, მაგრამ წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს. მჯერა, ასეც იქნება, რადგან თვითონაც მონდომებულები არიან. საწვრთნელი ვარჯიშები გეგმაზომიერად მიდის, ბიჭებიც დაწყნარდნენ და სამუშაოზე გადაერთნენ. თან გაიაზრეს, წინ რამხელა საქმეები ელოდებათ.

ჩვენ მათ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს - უნდა მოვუწესრიგოთ სავარჯიშო პირობები, გათბობა დარბაზში, ხელფასები; მთავარია, ტრავმები ნაკლები იყოს, ვარჯიშზე მიმოსვლის პრობლემა არ იყოს, შეკრებებზე ყველა წავიდეს - მათ შორის, ორივე მესამეპრიზიორი; უცხოელთა მონაწილეობით ხშირად უნდა ჩავატაროთ ერთობლივი ვარჯიშები.

ამის სურვილი ბევრს აქვს, იციან ჩვენი საჭიდაო ისტორია და უნდათ ჩამოსვლა. მსგავსი ვარჯიშებით ისინი თუ გაძლიერდებიან, ჩვენ ორჯერ მეტად მოვუმატებთ.

- არჩევნების შემდეგ თუ გქონდათ ურთიერთობა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, რამდენად ნორმალურად წარიმართება თქვენი ურთიერთობა არჩევნების შემდეგ?

- არჩევნები დამთავრდა, საჭიდაო სამყარომ ასე გადაწყვიტა და ეს ამბავიც დასრულდა. ახლა საქმის კეთება უნდა დავიწყოთ. ფედერაციას რაც მეტი წარმატება ექნება, ეს ხომ ყველასთვის უკეთესია და ისევ მათივე სიძლიერეა? არა მგონია, ვინმეს ჩემთან მუშაობის პრობლემა ჰქონდეს - არა ვარ ასეთი პიროვნება. პირიქით - მონდომებული ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საერთო საქმეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• baka

buta-ს გთხოვთ დოკუმენტალურად დაადასტუროთ თქვენი ბრალდებები,ამის გარეშე სრულიად საქართველოს წინაშე, სამართლებრივ ჩარჩოებში, მოგთხოვთ პასუხს.თქვენი ნამდვილი სახელი აცნობეთ საზოგადოებას და ნუ იმალებით,მე თქვენგან განსხვავებით აბსურდული ბრალდებების ერთ-ერთი ადრესატი გახლავართ და საჯაროდ ვაქვეყნებ ჩემს მობილური ტელეფონის ნომერს და სასწრაფო რეჟიმში მოვითხოვ დამიკავშირდეთ და საჯაროდვე მოვითხოვ თქვენთან შეხვედრას. ბაკურ გოგიტიძე ტელეფონი:599277997

• Khvicha

ბუტას ცელს პირველად იკო რო ტრენერებისტვის 10 პროცენტი არ გამოურტმევიატ ზუსტად ლომიდზის და გოგიტიდზის დამსახურება იკო ეს ტავი დაანებეტ ამკველაზე გირსეულ კაცებს ფედერაციის არსებობის ისტორიასი, ტკვე გიენებო, პატარებო, საცოდავებო იკ მოდიტ და იკ ტკვიტ ტუ კაცები ხარტ

• Khvicha

ბუტა ვინ დაგავალა ამის დაცერა? ცელს პირველად იკო რო მცვრტნელებისტვის არ მოუტხოვიატ 10 პროსენტი გოგიტიდზის და ლომიდზის ნაირი გირსეული კაცები ფედერაციას არ კოლია არასდროს, ტკვენნაირი გიენები ამ კაცებს ვერაპერს დააკლებენ

• zako

buta-ს. თუ ეს სიმართლეა, ამას მარტო მიხედვა კი არა, გამოძიება უნდა და სასტიკად უნდა დაისაჯოს მისი ჩამდენი.

• buta

მანუჩარ, დაცვას მიხედე დაცვას. დაიწყეს უკვე ფულის კეთება ფედერაციაში. მწვრთნელებს სტიპენდიების 10 პროცენტი მოთხოვეს გენერალურმა მდივანმა და გოგიტიძემ

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები: დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]

გეგა გეგეშიძე: აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებში ერევა [VIDEO]

მანუჩარ კვირკველია: არჩევნების ჩაშლა ჭიდაობისთვის დამანგრეველი იქნება

ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი

დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!

დაძაბული ყრილობა მშვიდი ფინალით - როგორ აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა

ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი

ბ/რ ჭიდაობა: ბეგი დარჩიამ რუმინეთში "ევროპის ერთა თასისთვის" შემადგენლობა დაასახელა

ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად

ჭიდაობა. საერთაშორისო კალენდარი: დიდი ტურნირი თბილისში

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]

კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის