ბედობა დღეს ფაჩულიას "ატლანტამ" ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 9 ქულის სხვაობით გაიმარჯვა

ბედობა დღეს "ატლანტამ" ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" ითამაშა. მოგება-წაგებათა შეფარდებით ჯორჯიელებს მასპინძლებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ: 21 მოგება ეწერათ, კლიპერსელებს - 10. შესაბამისად, ფავორიტად ზაზა ფაჩულიას გუნდი ითვლებოდა, თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრის თვალწინ "კლიპერსმა" ძალიან სწარფი თამაშითა და მაღალი პროცენტული შედეგიანობით პირველ პერიოდში "ატლანტას" შანსი არ დაუტოვა (31:18). ბლეიქ გრიფინის ეფექტურ "ალეი უპებს" ბაირონ დევისის გარღვევები მოსდევდა. ცხადია, მეტოქის შეჩერება ვერც ჯეისონ კოლონზის ნაცვლად შესულმა ფაჩულიამ მოახერხა. იგი მეორე მეოთხედის დასაწყისშიც მოედანზე იყო, ერთ ეპიზოდში ჯორდანს კარგად დაუსხლტა, ორქულიანი ჩააგდო და თან ჯარიმის ტყორცნის უფლება მოიპოვა (25:36).

"კლიპერსი" დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა (53:42). მატჩის კომენტატორებმა შესვენებისას გუნდების დახასიათებები არ დაიზარეს. "ატლანტას" თამაშის შემყურეთ ცხრილში ჩახედვის იდეა მოუვიდათ: აღმოსავლეთის კონფერენციაში "ბოსტონი", "მაიამი" და "ორლანდო" ლიდერობენ, ასეთი თამაშით "ჰოქსს" პლეი ოფში სამი გიგანტის წინააღმდეგობის დაძლევა გაუჭირდებაო. დაიწყო მეორე ტაიმი და კომენტატორებიც მოლბნენ, "ატლანტამ" "კლიპერსის" სწრაფი იერიშები ჩააცხრო და ინიციატივას თავად დაეუფლა. ბიბიმ, ჯონსონმა, კროუფორდმა და სმიტმა მეოთხე რაუნდის წინ ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს.

ბოლო პერიოდის დასაწყისში ზაზა ფაჩულიამ მეორე ორქულიანი ჩააგდო და თან ჯარიმის სროლის უფლება მოიპოვა. მატჩის კომენტატორს ამ მომენტში გაახსენდა ზაზას წარმომავლობა და მისი ღვაწლი "ატლანატში", თან დასძინა - ფაჩულიას აქვს შანსი პირველად შეამციროს სხვაობა 3 ქულამდეო. ქართველმა ცენტრმა შანსი გამოიყენა - 73:76. გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრის 41-ე წუთი: ჯამალ კროუფორდმა სამი საჯარიმო ჩააგდო და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა (81:83). დაკვირვებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ "ატლანტა" წინა შეხვედრაში "ოკლაჰომასთანაც" 81:83-ს აგებდა, რის შემდეგაც მეტოქემ 10:2 გაქცევა მოაწყო და "ჰოქსს" შანსი არ დაუტოვა, 9 ქულის სხვაობით მოიგო. ამჯერად ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა: "ატლანტა" 10:2 გაიქცა, პირველ ტაიმში "კლიპერსის" კარგი თამაში ყველას დაავიწყა და მანაც 9 ქულის სხვაობით იმარჯვა - 107:98.

"ჰოქსის" მწვრთნელმა ლარი დრიუმ ლოს ანჯელესში მოგება გუნდის სათანადო ფიზიკურ მომზადებას დააბრალა. "კლიპერსის" თავკაცმა ვინი დელ ნეგრომ კი აღნიშნა:

- მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ტემპი ვერ შევინარჩუნეთ. "ატლანტამ" შეხვედრა სტაბილურად ჩაატარა და ამიტომაც გაიმარჯვა.

სამი ჯორჯიელი 20-ქულას ასცდა (კროუფორდი 24, ჯონსონი 29, სმიტი 22), დანარჩენებმა 10 ქულასაც ვერ უწიეს. მატჩის ბომბარდირი კი გრიფინი გახდა - 31 ქულა მიითვალა.

დღეს, 4 იანვარს "ატლანტა" "საკრამენტო კინგსთან" სტუმრად ითამაშებს.

კლიპერსი-ატლანტა 98:107

ზაზა ფაჩულია: 11:11 წუთი, 6 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 1 პასი, 3 ფოლი, 2 შეცდომა.

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:24 ზაზამ სმიტი შეცვალა

02:11 ფოლი: 1 (შეტევაში)

02:11 შეცდომა: 1

II პერიოდი

08:54 ორქულიანი: 2ქ (24:36)

08:54 საჯარიმო: 1/1 (3ქ, 25:36)

07:51 ორქულიანი: არაზუსტი

07:46 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

00:03 ზაზამ სმიტი შეცვალა

III პერიოდი

00:42 ზაზამ სმიტი შეცვალა

IV პერიოდი

11:50 ფოლი: 2

11:50 შეცდომა: 2

11:32 ფოლი: 3

11:06 ორქულიანი: 5ქ (72:76)

11:06 საჯარიმო: 1/1 (6ქ, 73:76)

09:49 პასი: 1 (კროუფორდი 2ქ, 75:80)

09:13 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის