საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა 2015 წელს კორტებზე პირველად გავიდა
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა 2015 წელს კორტებზე პირველად გავიდა.

იგი ამჟამად ამერიკაში იმყოფება და დეიტონა ბიჩის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ჩაება.

ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ჩეხი კატერინა კრამპეროვა დაამარცხა - 6:3, 6:3 და მერვედფინალში პაულა კრისტინა გონსალესს (ბრაზილია) შეხვდება.

ამ უკანასკნელმა ოლგა საეს ლარას (ესპანეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 6:2.

წყვილებში შაფათავა უნგრელ რეკა-ლუკა იანისთანაა შეამხანაგებული და სტარტზე გზიდან ამერიკელების - სოფი ჩანისა და ენდი დანიელის ჩამოშორებას შეეცდება.

ტუნისში, ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში, როგორც გაუწყეთ, მარიამ ბოლქვაძემ წყვილებში, იულია ბრიზგალოვასთან ერთად, ფრანგებს - რომეოს და თანიელიანს აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე იქნება იტალიელების - კორინა დენტონისა და ჯორჯია მარჩეტის დუეტი, რომელმაც ფრანგების - ალიქს კოლომბოს და ჯენიფერ სერბინეს ტანდემი დაჯაბნა.

ბოლქვაძემ, სამწუხაროდ, ერთეულებში ვერ იყოჩაღა - პირველივე შეხვედრა დათმო ეგვიპტელ სანდრა სამირთან - 4:6, 3:6.

ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილთა პაექრობას პირველსავე წრეში გამოეთიშა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც შეჯიბრებაში იაპონელ კურუმი ნარასთან ერთად ჩაება.

ქართულ-იაპონური დუეტი გერმანელი მონა ბარტელისა და ლუქსებურგელი მენდი მინელას ტანდემთან ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 5:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს