ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გელა კეტაშვილი: ერთს გაიფაფხურებენ და უკვე თავში აქვთ ავარდნილი...

გელა კეტაშვილი: ერთს გაიფაფხურებენ და უკვე თავში აქვთ ავარდნილი...

"შესაძლოა, კახა ცხადაძემ შეცვალოს ტაქტიკა, თუმცა... შედეგი უცებ არ მოვა"
ქართულ ფეხბურთში დღეს არსებული ვითარება კატასტროფული თუ არა, კატასტროფულთან მიახლოვებული მაინც არის. ამაზე დავა, ალბათ, უკვე აღარ შეიძლება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფიფას ბოლო რეიტინგებში ფარერების ნაკრებიც კი გვისწრებს...

არსებულ ვითარებაზე გვესაუბრება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი...

- ბატონო გელა, ჩვენი ინტერვიუ სანაკრებო თემით დავიწყოთ. ცოტა ხნის წინ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. თქვენ მას კარგად იცნობთ. როგორ დაახასიათებდით მას?

- კახა ცხადაძეს მხოლოდ დადებითი კუთხით დავახასიათებ. მას ვიცნობ, როგორც ძალიან მშრომელ, მიზანდასახულ კაცს. მწვრთნელის დასახასიათებლად ყოველთვის მისი შედეგები უნდა მოვიხმოთ. სადაც იმუშავა კახამ, ყველგან წარმატებას მიაღწია. რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იმავეს ვუსურვებ.

ამავე დროს, უნდა გითხრათ, რომ შედეგი ხელის ერთი მოსმით არ მოვა. ყველაფერს დრო სჭირდება. ერთი კია - გარკვეული ცვლილებები იქნება. შესაძლოა, ცხადაძემ შეცვალოს ტაქტიკა, თუმცა კიდევ ვიმეორებ - შედეგი უცებ არ მოვა.

- როგორ გგონიათ, ამ თაობას შეუძლია სანაკრებო ასპარეზზე გარდატეხის შეტანა?

- არავისზე ცუდი არ მინდა ვთქვა, თუმცა ჩემი აზრია და თავზე არავის ვახვევ - უმჯობესი იქნება, თუ აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ.

- ვის გულისხმობთ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებში?

- იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს იცავენ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ღირსებას. გარდა ამისა, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებშიც არიან ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებზეც შეიძლება დაყრდნობა.

- ბატონო გელა, თქვენი თაობა ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ დღეს ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში იქნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ თქვენს წინამორბედ, მართლაც "ოქროს თაობაზე". თქვენი აზრით, რამ მოგვიყვანა აქამდე?

- საქმისადმი უდიერმა, არასწორმა დამოკიდებულებამ. ორი სიტყვით მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. არის ახალი მწვრთნელი და იმედი მაქვს, თუნდაც ნაკრებში იქნება სასიკეთო ძვრები, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ ახალი მწვრთნელის მოსვლით ხვალვე ერთბაშად მოიხსნება ყველა პრობლემა.

- საქართველოს ჩემპიონატზეც გკითხავთ. წლებს პროგრესი უნდა მოჰქონდეს, ჩვენთან კი პირიქითაა...

- ძალიან მიმძიმს ამის აღიარება და წარმოდგენაც კი, მაგრამ დღეს ჩვენი ჩემპიონატის დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ ეს ხდება საქართველოში, უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაში.

თქვენ ამას ჩემპიონატს ეძახით? მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ჩემპიონატია... მინდა, პოზიტივი დავინახო, მაგრამ... მაგრამ, მაინც არ ვკარგავ იმედს.

- რა არის ქართული საკლუბო ფეხბურთის მთავარი პრობლემა? ინფრასტრუქტურა?

- ეს მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა. არ მესმის, რად გვინდა ამდენი ხელოვნურსაფარიანი მოედანი?! სპეციალისტების მიერ დიდი ხნის წინაა დამტკიცებული, რომ მყესებს ყველაზე მეტად სწორედ ხელოვნურსაფარიანი მოედანი ვნებს.

- თუმცა ისიც ფაქტია, რომ არც თქვენი თაობა გაზრდილა სასწაულ პირობებში...

- სასწაულ პირობებში კი არა... რაც მე ასფალტზე მუხლები გადამიტყავებია... ახლა სხვა დროა მაინც.

- ქართული ფეხბურთის განვითარებაზე სასიკეთოდ ალბათ ისიც არ მოქმედებს, რომ ბოლო წლებში, აღარაფერს ვამბობ რეგიონებზე, თბილისში არაერთი სტადიონი გაუქმდა და ახლა მათ ადგილას საცხოვრებელი კორპუსებია...

- კი, ესეც არის... მეორეც - ვერ გამიგია, რად გვინდა ამდენი ხელოვნური მინი-სტადიონი?! არ ჯობია, ბევრი ასეთის ნაცვლად რამდენიმე ბუნებრივი მოედანი გავაკეთოთ?!

- თქვენს თაობას ასფალტზე თუ ჰქონდა მუხლები გადატყავული, დღეს შედარებით უკეთესი პირობები მაინცაა. მაშ, რატომ აღარ იზრდება საქართველოში ფეხბურთელი?

- ისევ და ისევ საქმისადმი არასწორი მიდგომის გამო. ერთს "გაიფაფხურებენ" და უკვე თავში აქვთ ავარდნილი... სამწუხაროა, მაგრამ ასეა.

- განა თქვენს დროს არ იყო ასეთები?

- იყო, მაგრამ ნაკლებად, რა შედარებაა?!

- მაშინაც არ გიგრძვნიათ ეიფორია, როცა ოლიმპიური ჩემპიონი გახდით და სამუდამოდ ჩაეწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში?

- გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი, ჩამოვედი "დინამოში" და ჩვეულებრივად გავაგრძელე ვარჯიში. სულ ეს იყო.

- ფაქტია, დღეს ქართულ ფეხბურთში კონკურენციის მომენტი თითქმის აღარ არის. საკმარისია, რამდენიმე თამაში ნორმალურად ჩაატარო, რომ შენთვის ეროვნული გუნდის კარი ღიაა...

- მაგარი კონკურენცია იყო ჩვენს დროს, ძალიან მაგარი. წარმოიდგინეთ, 15 ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

დღეს რომ კუნთი ეჭიმებათ მინდორზე, მეორე ტაიმის შუაში ან ბოლოს... ესეც საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების შედეგია... აბა, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოგსვლოდა ასეთი რამ. ვინ გაპატიებდა?! აგიღებდნენ ბილეთს, ჩაგსვამდნენ თვითმფრინავში და... კარგად იყავი! - გაგიშვებდნენ სახლში.

- და მაინც, იმედიანად დავასრულოთ. მაგრამ გაქვთ კი იმედი?

- ღმერთმა ნუ მოგვიშალოს იმედი! სანამ ვარსებობ, იმედი სულ მექნება. გული მიკვდება, რეიტინგში ფარერებმაც რომ გაგვისწრო. იმათ რას ვერჩი, მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით, რომ ფარერების ნაკრებში ზოგი მეხანძრეა, ზოგი მასწავლებელი და ასე შემდეგ... მოყვარულები არიან.

ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ ვითარება უკეთესობისკენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გოგა

გელა ბატონო,ჯობდა ფედერაციაზე ამოგეღოთ ხმა,გაყუჩულები რომ ხართ ეს სახელოვანი ვეტერანები.ფეხბურთი მოკლეს და თქვენ ვისგან ითხოვთ სიტუაციის გამოსწორებას.სირცხვილია,სირცხვილი.თქვენსწარმატებებსა და ხალხის ჯერ კიდევ შემორჩენილ სიყვარულს სიჭინავას და არველაძეს ნუ გადააყოლებთ,ტორემ გვიან იქნება,თუ უკვე არ დაგიგვიანდათ

• ნიკოლოზი

გელა კეტაშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში, თუმცა ძალიან დაუფასებელი. ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქართველი ფეხბურთელი. სსრკ-ს დაშლამ მის კარიერაზე დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა. მთავარი შეცდომა ის იყო, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ჩემპიონატზე გააგრძელა თამაში, ნაცვლად იმისა, რომ საზღვარგარეთ გაეგრძელებინა კარიერა და ევროპულ გრანდებში ეთამაშა.

• maxo

მესხი მეტრეველი ყიფიანი მილიონებს არ ღებულობდნენ მაგრამ მსოფლიოში საუკეთესონი იყვნენ.

• 11

თქვენც მაგრად გქონდათ თავში ავარდნილი

• koko

ბავშვთა ფეხბურთით იწყება ყველაფერი.შედეგის მიღწევა 10 წელიწადში ხდება.საქრთველოს გაერთიანების შემდეგ შესაძლებელია ყველა ასპექტში მიზანს რომ მივაღწიოთ.

• gaga

რაც არუნდა კარგი მოედანი ჰქონდეთ თუ ნორმალურ ფულს არ გადაუხდიან შედეგსაც ვერ მოთხოვენ. თუ ყველა გუნდი ერთნაირ ხელფას უხდის რათქნაუნდა თავს არ მოიკლავს რო უფრო ზლიერ გუნდიში გადავიდეს იმიტომ რომ არავითარი სტიმული არა აქვს ფეხბურთელს. აფრიკაში არავითარი პირობები არა აქვთ მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელები გამოდიან

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

ისტორია - როგორ გაეხუმრნენ ქართველ ლეგენდას უკრაინელი თანაგუნდელები

SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!

27 წლის წინ - პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი [VIDEO]

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი დაინიშნა

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

გელა კეტაშვილი: ბარემ თქვან, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი აღარ აინტერესებთ!..

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება