"დინამოს" ლეგენდარული კაპიტანი მისმა მეგობრებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სტაჟიანმა გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა გაიხსენეს
...თვე არ გავა, ტოტალიზატორ "ლიდერბეთში" დასამახსოვრებელი ღონისძიება რომ არ გაიმართოს: ჩვენი კოლეგების, ბიძინა ბარათაშვილის, ლევან სალუქვაძისა და გიგა გვენცაძის ინიციატივით, უკვე ორი წელიწადია წარსულისა თუ თანამედროვე ქართული სპორტის გამორჩეული სპორტსმენების ღვაწლის გახსენება ხდება.

"ქართული სპორტის ლიდერები" - აი, ასეთია გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებთან ამ ტრადიციული შეხვედრების სლოგანი და ამ წამოწყების ინიციატორებს არც ის ლეგენდები ავიწყდებათ, დღესდღეობით ცოცხლები რომ არ არიან...

...შოთა იამანიძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში მუდამ დარჩება, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და, რაც მთავარია, მართლაც ლეგენდარული იმ "ოქროს ბიჭების" კაპიტანი! ჰო, სწორედ შოთა იამანიძის კაპიტნობით მოიპოვა თბილისის "დინამომ" თავისი პირველი ტიტული, როცა 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

...17 წლის ასაკში "დინამოში" ჰქონდა დებიუტი (1954 წელს), მომდევნო წლიდან კი გენიალურმა ქართველმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ უდიდესი ნდობა გამოუცხადა და კარიერის დამთავრებამდე 13 სეზონის განმავლობაში, შოთა იამანიძე "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. გამორჩეული ტექნიკაც ჰქონდა, პასის მაღალი "კულტურაც"და მოედნის ჩინებული ხედვაც, თანაც, უნივერსალიზმითაც გამოირჩეოდა: ჯერ მარცხენა გარემარბი გახლდათ, მერე - ინსაიდი, შემდეგ - ცენტრფორვარდი, დაბოლოს - ცენტრალური ნახევარმცველიც!

1961 წლამდე "დინამოს" თავის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ სამი კაპიტანი ჰყავდა; ჰოდა, სწორედ იმ სეზონში გადაიბარა შოთა იამანიძემ "ესტაფეტა" ავთანდილ ღოღობერიძისგან (მანამდე "დინამოს" შოთა შავგულიძე და ბორის პაიჭაძე კაპიტნობდნენ).

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, შოთა იამანიძემ კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა.

"დინამოს" შემადგენლობაში 400-მდე ოფიციალური (!) მატჩი ჩაატარა და 91 (!) გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის გარდა, სამჯერ გახდა ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე სამჯერ დაასახელეს "33 საუკეთესოს" შორის.

სამწუხაროდ, 1971 წელს, 34 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

..."ლიდერბეთში" გამართულ ღონისძიებაზე შოთა იამანიძის ჩინებული საფეხბურთო და არანაკლებ გამორჩეული პიროვნული თვისებები კიდევ ერთხელ გაიხსენეს "დინამოს" ლეგენდარული კაპიტნის მეგობრებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სტაჟიანმა გულშემატკივრებმა თუ ჩვენმა კოლეგებმა: კახი კავსაძემ, ომარ მხეიძემ, ვაჟა აზარაშვილმა, ნუგზარ ღამბაშიძემ, ზორბეგ ებრალიძემ, ნომალ მაისურაძემ, ბესარიონ მჭედლიშვილმა, დევი დობორჯგინიძემ, ვერნი ალფაიძემ, დავით ქლიბაძემ, გია გორგოძემ, თენგიზ პაჭკორიამ, ბიძინა ბარათაშვილმა.

ამ ღონისძიებას კი ტრადიციული ორატორობით და სიტყვაუხვობით ჩვენი კოლეგა ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შოთა იამანიძის ოჯახის წევრებიც (მეუღლე, შვილები, შვილიშვილები), რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს "ოქროს ბიჭების" კაპიტნის გახსენებისათვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
სად წავიდა 3,9 მლნ ლარი? წყალში გადაყრილი ფულისა და აუშენებელი "ფაზისის" ისტორია
ᓤ
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
რატომ ითამაშა ბორის პაიჭაძემ თურქეთის ნაკრებში?
დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა... რატომ არ ვაფასებთ ლეგენდარულ მწვრთნელს?
იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
"ᓐᓜ
შეხვედრა წარსულთან: ბომბარდირული ისტორიები
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
ტრიუმფი - "ოქროს ბიჭები 50" [VIDEO]