კარიერაში 64-ე გამარჯვება
ქალმა სამთო-მოთხილამურეებმა დაასრულეს რეპეტიცია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც თებერვლის დასაწყისში ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში დაიწყება.

მოთხილამურეები სამი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს შვეიცარიის სანკტ მორიტცში. ბოლო დისციპლინა სუპერგიგანტი იყო და ამერიკელმა ლინდსი ვონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპტიმალურ ფორმაში ხვდება სეზონის მთავარ სტარტს.

ვონმა კარიერაში 64-ე გამარჯვება მოიპოვა. მისი დრო იყო წუთი და 23.55 წამი. ამერიკელს 24 მეასედი წამით ჩამორჩა ავსტრიელი ანა ფენინგერი - ამ დისციპლინაში სოჭის ოლიმპიადის ჩემპიონი. ანას კვლავინდებურად არც ერთი ეტაპი არ მოუგია ამ სეზონში, მაგრამ მეშვიდედ მივიდა ფინიშთან მეორე ადგილზე და ამის ხარჯზე ინარჩუნებს გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე პოზიციას.

მისი ჩამორჩენა ლიდერ ტინა მაზესთან 184 ქულამდე შემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სლოვენიელმა სუპერგიგანტის ტრასაზე შეცდომა დაუშვა - კარი გამოტოვა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

სუპერგიგანტში მესამე ადგილი კიდევ ერთმა ავსტრიელმა ნიკოლ ჰოსპმა დაიკავა.

ასევე სამდღიანი ეტაპი ჰქონდათ მამაკაცებს ავსტრიის კურორტ კიტცბუელში. აქ გამარჯვება ისეთივე პრესტიჟულია, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე ან ოლიმპიადაზე პირველი ადგილი.

და ავსტრიაში გამარჯვების გემო ოთხმა მოთხილამურემ პირველად გაიგო. იტალიელმა დომინიკ პარისმა ჯერ კიდევ პარასკევს გაიმარჯვა სუპერგიგანტში და ამ სეზონში პირველად ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. ფრანგი ალექსის პინტურო საუკეთესო იყო სუპერკომბინაციაში. ნორვეგიელმა ჩეტილ იანსრუდმა მოიგო სწრაფდაშვება და ბოლოს, შვედი მატიას ჰარგინი სპეციალური სლალომის დიდოსტატებს - ავსტრიელ მარსელ ჰირშერსა და გერმანელ ფელიქს ნოიროიტერს გაუსწორდა და კარიერაში პირველ გამარჯვებას მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ოლიმპიურმა ჩემპიონმა Sports Illustrated-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა [PHOTO]
სამთო თხილამურები: ლინდსი ვონისთვის სეზონი დასრულდა
სამთო თხილამურები: ვონის ჰეთ თრიკი, ჰირშერის დუბლი
სამთო თხილამურები: ლინდსი ვონს კაცებთან უნდა
სამთო თხილამურები: ვონს მხოლოდ ბრინჯაო
ლინდსი ვონის თეთრი ოლიმპიადის რეპეტიცია